ჩარლის მალე ახალი ანგელოზები ეყოლება — ყველაფერი, რაც ახალ ფილმზე ვიცით
ფოტო: Screen Rant
ჩარლის ძალიან მალე ახალი ანგელოზები ეყოლება, რადგან ფილმის ახალ ნაწილზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, ფილმს Sony Pictures გადაიღებს, ხოლო სცენარზე Crazy Rich Asians-ის სცენარისტი, პიტ ჩიარელი, იმუშავებს. ამასთანავე, წყარო იუწყება, რომ ფილმის გადაღებაში მონაწილეობას მიიღებს დრიუ ბერიმორი და მისი კომპანია — Flower Films.
ჩარლის ანგელოზები თავდაპირველად სერიალის სახით ვიხილეთ, რომელიც ABC-ზე 1976 წლიდან 1981 წლამდე გადიოდა. კეით ჯექსონის, ჟაკლინ სმიტისა და ფარა ფოსეტის მონაწილეობით გადაღებული სერიალი მალევე პოპკულტურის სენსაციად იქცა.
ჩარლის ანგელოზები 1976-1981
ფოტო: ABC News
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, Sony Columbia-მ ჩარლის ანგელოზებს დღის სინათლე კიდევ ერთხელ დაანახა და ახალი ფილმი გამოუშვა, რომელშიც კამერონ დიასი, ლუსი ლუ და დრიუ ბერიმორი მონაწილეობდნენ. ამ უკანასკნელს გულშემატკივრების დიდი სიყვარული და ფინანსური წარმატება ხვდა წილად, ფილმმა კინოგაქირავებას $250 მილიონი დოლარი მოუტანა.
ჩარლის ანგელოზები 2019
ფოტო: Netflix
ჩარლის ანგელოზები 2000-2003
ფოტო: Sony
სამწუხაროდ, მაყურებლის სიყვარული ვერ დაიმსახურა ჩარლის ანგელოზების 2019 წლის ვერსიამ, რომელშიც მთავარი როლები კრისტენ სტიუარტმა, ნაომი სკოტმა და ელა ბალინსკამ შეასრულეს. ფილმმა ჯამში $73 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ვინ გახდება ჩარლის ახალი ანგელოზი?
ჯერჯერობით უცნობია, რომელი მსახიობები შეიძლება ვიხილოთ ამ ლეგენდარულ როლებში და შესაძლებელია თუ არა ძველი მსახიობების ხელახალი გამოჩენა. ფანები ვარაუდობენ, რომ ფილმში ვერ ვნახავთ ჩარლის ანგელოზების 2019 წელს გამოსულ ფილმში მონაწილე მსახიობებს. აღსანიშნავია, რომ ფილმში დაბრუნება არც კრისტენ სტიუარტს სურს.
კრისტენ სტიუარტი BAFTAS-ზე
ფოტო: Getty Images
მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ელიზაბეტ ბენკსის ფილმის გადაღებები "სძულდა".
"თავიდან ეს კარგი იდეა ჩანდა, თუმცა ფილმის გადაღებები მძულდა. არ ვიცი, კიდევ რა ვთქვა", — ამბობს მსახიობი — "სიმართლე გითხრათ...მაგ სამს (ლუსი ლუ, დრიუ ბერიმორი, კამერონ დიასი) ვერავინ შეედრება. ძალიან მიყვარს ორიგინალი ფილმი, ეს თუ რამეს გეუბნებათ".
ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ ფილმის ახალ ვერსიას.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები