სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მეუღლეს, ანნა ჰაკობიანს დაშორდა. ამის შესახებ ჰაკობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ძვირფასო თანამემამულენო გაცნობებთ, რომ ჩემი და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულდა", — დაწერა ჰაკობიანმა.

ნიკოლ ფაშინიანს მისი მეუღლის ამ განცხადებაზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს უნივერსიტეტში სწავლის დროს შეხვდა და ოთხ შვილი ჰყავთ.