რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე?
ფოტო: SoClean
რამდენჯერაც არ უნდა გაგვაფრთხილოს დედამ, ექიმმა თუ ინტერნეტმა, რომ ღამით ჭამა მავნებელია, ძილის წინ სამზარეულოსკენ მიმავალი გზა ზოგჯერ მაინც ძალიან მიმზიდველია. სიბნელეში მაცივრის შუქი ბევრად უფრო სანდო და დამაჯერებელი ხდება, ვიდრე კვების ექსპერტთა რჩევები. იმას, თუ რატომ გვინდება ჭამა მაინცდამაინც დაძინებამდე, რამდენიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორი ხსნის.
1. ენერგეტიკული დისბალანსი
ფოტო: Shutterstock
ღამით შიმშილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კვების რაციონში ენერგეტიკული დეფიციტია. თუ დილით საუზმეს გამოვტოვებთ, ან სამუშაო გრაფიკის გამო მხოლოდ მსუბუქი წახემსებით შემოვიფარგლებით, ორგანიზმი ეცდება, რომ ეს დანაკლისი საღამოს საათებში აინაზღაუროს. ღამის შიმშილი ხშირად იმის მაჩვენებელია, რომ დღის განმავლობაში მიღებული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ბალანსი დაირღვა. ასეთ დროს სხეული ცდილობს, რომ ძილის წინ სწრაფად დააგროვოს რესურსი, რომელიც ღამის განმავლობაში აღდგენითი პროცესებისთვის დასჭირდება.
2. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები
ფოტო: Calm
შიმშილის გრძნობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობასთან. მაგალითად, თუ დღის განმავლობაში ინტენსიურად ივარჯიშეთ, ძალების აღდგენისთვის სხეულს მეტი საკვები დასჭირდება, რაც საღამოს გაძლიერებულ მადაში გამოიხატება. ასევე მნიშვნელოვანია ჰორმონალური ფონი: ქალების შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლის ლუთეინურ ფაზაში მეტაბოლიზმი ჩქარდება და ორგანიზმი დამატებით კალორიებს ითხოვს. გარდა ამისა, გარკვეული მედიკამენტები ან ჯანმრთელობის მდგომარეობები (მაგალითად, სისხლში შაქრის მერყეობა) ხშირად იწვევს ღამით კვების სურვილს.
3. სოციალური გავლენა
ფოტო: Enhance nutrition
ჩვენს კვებით ქცევებზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გარემოცვაში, სოციალურ მედიასა თუ პოპულარულ კულტურაში დამკვიდრებული მკაცრი წესები. როცა საკუთარ თავს კატეგორიულად ვუკრძალავთ ღამით ჭამას, ის ქვეცნობიერად უფრო სასურველი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ შიმშილი აღვიქვათ, როგორც პრობლემა, უმჯობესია ის განვიხილოთ, როგორც მანიშნებელი — ორგანიზმი გვატყობინებს, რომ მისი მოთხოვნილებები დღის განმავლობაში სრულად არ კმაყოფილდება.
რა უნდა გავითვალისწინოთ?
მიუხედავად იმისა, რომ ძილის წინ შიმშილი ბუნებრივი მოვლენაა, აუცილებელია, გავითვალისწინოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. საკვების გადასამუშავებლად კუჭს საშუალოდ 2-4 საათი სჭირდება. თუ დაძინებამდე ორგანიზმი კვლავ აქტიურად მუშაობს საჭმლის მონელებაზე, ამან შესაძლოა ძილის ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს. ამიტომ, დღიური კვების დრო და რაციონი ისე უნდა დაგეგმოთ, რომ ორგანიზმმა ძილის წინ საკვები აღარ მოითხოვოს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები