1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება — ამის შესახებ ინფრომაცია Baza-ს ტელეგრამარხზე ვრცელდება.

რამდენიმე უწყებიდან მიღებული ცნობების მიხედვით Baza წერს, რომ ამ თარიღიდან "კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური" დაიწყებს მესენჯერის სრულმასშტაბიან ბლოკირებას — ანალოგიურად, როგორც ადრე Instagram-ისა და Facebook-ის შემთხვევაში მოხდა. აღნიშნული შეზღუდვა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. აპლიკაცია არ იმუშავებს არც მობილური ქსელებით და არც ფიქსირებული, საკაბელო ინტერნეტით.