იტალიაში შეყვარებულების ცნობილი თაღი ვალენტინობაზე ჩამოინგრა
ფოტო: Alamy
ინსტაგრამზე ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ წყვილის ფოტო, რომელიც ფირუზისფერ ზღვაში კლდოვან თაღთანაა გადაღებული. ეს ადგილი, რომელსაც "შეყვარებულების თაღადაც" მოიხსენიებდნენ, იტალიის სანაპიროების ნამდვილი მარგალიტი და ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახლდათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, შტორმის შედეგად, თაღი ნანგრევების გროვად იქცა, ასე რომ, მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ მიჩნეული ადგილი ინსტაგრამის ზემოხსენებულ ფოტოებშიღა თუ გააგრძელებს არსებობას...
სამხრეთ იტალიაში, სალენტოს რეგიონში (ქვეყნის ჩექმისებრ რუკაზე "ქუსლის" ნაწილი), მდებარეობს ფარალიონი დი სანტ'ანდრეა, კირქვის კლდოვანი სანაპირო ადრიატიკის ზღვაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გახლდათ რომანტიკის იტალიური სიმბოლო. ზღვისა და ქარის მუდმივი თავდასხმებით გამოკვეთილი თაღი, რომლის სახელსაც არაერთი ახლომდებარე სასტუმრო ატარებს, მე-18 საუკუნის ბოლოდან გამხდარა შეყვარებულების მოსალოცი ადგილი: წყვილები აქ ხან პირველ კოცნას ჩუქნიდნენ ერთმანეთს, ხანაც პირდაპირ თაღის ქვეშ სთხოვდნენ ხელს. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ვინც თაღის ქვეშ აკოცებდა გულისსწორს, მარადიულ სიყვარულს ეზიარებოდა.
თუმცა, თაღი იმდენად მყიფე გახლდათ, რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, თავად როდის ეზიარებოდა გარდაუვალ აღსასრულს.
ფოტო 1: Getty Images / ფოტო 2: Shutterstock
კლიმატის კრიზისის შედეგად, ზღვაზე ტემპერატურა წლიდან წლამდე იწევს, ეს კი, თავის მხრივ, სანაპიროზე ამინდებს აუარესებს. ჩამონგრევამდე რამდენიმე კვირით ადრე, თაღი ციკლონმაც დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტული ადგილის დასაცავად ზომების მიღებას წლებია, ცდილობდა. ორიოდე წლის წინ, $4,5 მილიონიც მოითხოვეს სანაპიროს ეროზიასთან საბრძოლველად, თუმცა, დაფინანსების მიღება ვერ მოხერხდა. ამდენად, ეს ტრაგედია გარდაუვალი იყო, უბრალოდ, არ ველოდით, ასე მალე თუ მოხდებოდაო, ამბობს დანგრეული თაღის მახლობელი ქალაქის, მელენდუნიოს, მერი მაურიციო ჩისტერნინო.
"ბუნებამ შექმნა ეს თაღი და მანვე წაიღო", — ამატებს ჩისტერნინო.
ბუნება, უფრო ზუსტად კი ზღვა, თავადვე მიხედავს ერთ დროს მეკობრეების სამეთვალყურეო საგუშაგოს, მერე კი სიყვარულის სიმბოლოდ ქცეული თაღის ნანგრევებს. ამის ყურება დაკრძალვას ჰგავსო, აცხადებს რეგიონის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენელი.
"ერთი სული მქონდა ხოლმე, როდის დავბრუნდებოდით", — ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლორენცო ბარლატო, რომელმაც თავის ცოლს სწორედ ამ ადგილას სთხოვა ხელი 40 წელზე მეტი ხნის წინათ. მას შემდეგ წყვილი თაღს ქორწინების იუბილეებზე ხშირად სტუმრობდა, — "ახლა კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ლამაზი ფოტოებიღა შემომრჩა ამ სამოთხის მოსაგონებლად".
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
კომენტარები