ქარიშხლიანი უღელტეხილი და ტოქსიკური ბოიფრენდის დაბადება
ჰითკლიფისა და კეტრინის ტრავმით გადაბმული რომანი დისფუნქციურიცაა და ამაზრზენიც. მაგრამ ტირილისგან თავს მაინც ვერ იკავებ.
სტატია შეიცავს ფილმის სპოილერებს და წარმოადგენს The Washington Post-ის რეცენზიას "ქარიშხლიან უღელტეხილზე".
თუ ცხოვრებაში ოდესმე გიფიქრია, რომ ქალები თითქოს ამბობენ, კარგი ბიჭები გვინდაო, მაგრამ სინამდვილეში "ცუდ ბიჭებს" ეტანებიან; ან რომ ნამდვილმა სიყვარულმა აუცილებლად უნდა გატკინოს; ან რომ რომანტიკა და ადევნება პრინციპში ერთი და იგივეა, მგონი ყველამ ვიცით, ვის დავაბრალოთ ეს:
- საკაცეთს;
- პატრიარქატს;
- და ერთ ახალგაზრდა ბრიტანელ ქალს, რომელიც 1848 წელს, 30 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე გამოუშვა ყველა დროის ყველაზე პრობლემური სიყვარულის ისტორია "ქარიშხლიანი უღელტეხილი".
ემილი ბრონტეს ეს რომანი 1847 წელს გამოქვეყნდა და კრიტიკოსები თავიდანვე ვერ მიხვდნენ, რა ეყოთ მისთვის. ერთმა მას "ველური, დაბნეული, დაშლილი და დაუჯერებელი" უწოდა, თუმცა თან დაამატა, რომ "დიდ ძალასაც" ფლობდა. მეორემ დაწერა, რომ მასში "ჯეინ ეარის (ემილის დის, შარლოტას რომანი) ყველა ნაკლი ათასჯერაა გაზრდილი" და რომ "ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ იგი ვერასდროს გახდება ფართოდ წაკითხვადი". ერთზე მეტმა რეცენზენტმა უბრალოდ "უცნაური" უწოდა.
თანამედროვეთა მთავარი პრობლემა რომანის "მორალური ცენტრის" არარსებობა იყო. აქ არავინაა კარგი. არავინ სწავლობს გაკვეთილს. ქარიშხლიანი უღელტეხილი არის იორკშირელი მეზობლების რამდენიმე თაობის ამბავი, რომლებიც ერთმანეთს სიკვდილამდე ტანჯავენ, უყვართ და სძულთ.
კეტრინ ერნშოუ ბავშვობაში მინდვრებში დარბის ჰითკლიფთან ერთად, ბიჭთან, რომელიც მამამ ქუჩიდან აიყვანა და აღზარდა. კეტრინის ძმა, ჰინდლი, მასზე ძლიერად ეჭვიანობს. როცა მამა კვდება, კეტრინი ხვდება, რომ ჰითკლიფი უყვარს, მაგრამ ჰინდლი ჰითკლიფს სიღარიბისთვის წირავს და მსახურად აქცევს. ამ დროს სცენაზე ჩნდება ედგარ ლინტონი, ახლომახლო მამულის ღირსეული, მშვიდი ახალგაზრდა, რომელიც კეტრინს ხელს სთხოვს. კეტრინი თანხმდება, რადგან სჯერა, რომ ქმრის სიმდიდრით ჰითკლიფს სიღარიბიდან იხსნის.
მარგო რობი კეტრინ ერნშოუს როლში
ფოტო: Warner Bros. Pictures/AP
და აი, იწყება უბედურება. ჰითკლიფი გარბის. კეტრინი ორსულდება. ჰითკლიფი მდიდარი ბრუნდება. ის ედგარის დას, იზაბელას, ირთავს ცოლად, ნაწილობრივ იმისთვის, რომ კეტრინის ცხოვრებაში დარჩეს, ნაწილობრივ კი იმისთვის, რომ უარყოფისთვის დასაჯოს. გეგმა მუშაობს: კეტრინი ემოციურად ინგრევა. ჰითკლიფი იზაბელას სცემს და აწამებს. იზაბელა მოახლეს სასოწარკვეთილ წერილებს სწერს: "ჰითკლიფი საერთოდ კაცია? თუ კი, შეშლილია? თუ არა, ეშმაკია?"
თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ეს არის ზუსტად ის, რასაც AI ჩატბოტი გიპასუხებდა, თუ "ტოქსიკური რომანის" განმარტებას სთხოვდი. ჰითკლიფი სიყვარულით "ბომბავს". კეტრინი მოლოდინში ამყოფებს. ისინი თაობიდან თაობაზე გადაცემული ძალადობის ტრავმით არიან ერთმანეთზე გადაბმული. ჩემს ქალიშვილს ჰითკლიფთან პაემანზე რომ დაეწყო სიარული, პირადად მივიყვანდი ელიზაბეთ უორენის კართან და ფემინიზმს ვთხოვდი, გამოესწორებინა.
მაგრამ აქ შვილებზე არ ვსაუბრობთ. აქ იმაზე ვსაუბრობთ, რაში ვვარდებით ჩვენ თვითონ.
რადგან ყველა ფსიქოლოგიური წამების პარალელურად ჰითკლიფს ისეთი ფრაზებიც აქვს, როგორიც ესაა, სადაც საკუთარ სიყვარულს კეტრინის მიმართ ლინტონისას ადარებს:
თუნდაც მთელი თავისი სუსტი არსებობის ძალით უყვარდეს, ოთხმოც წელიწადში ვერ შეიყვარებს ისე, როგორც მე ერთ დღეში შემიძლია
მართლა კორსეტის თასმებით ასწია ჰაერში? აჰ, რა რომანტიკულია!
ფოტო: Warner Bros. Pictures/AP
ან ეს საპასუხო ფრაზა, როცა კეტრინი ჰითკლიფს გულის გატეხაში ადანაშაულებს:
უბედურება, დამცირება, სიკვდილი, თვით ღმერთი ან სატანაც ვერ დაგვაშორებდა. შენ თვითონ გააკეთე ეს. შენი გული მე არ გამიტეხავს. შენ გატეხე და როცა გატეხე, ჩემიც მიაყოლე
ან ეს, როცა ის მომაკვდავ კეტრინთან გარბის:
კეტრინ ერნშოუ, არ მოგეცეს მოსვენება, სანამ მე ვცოცხლობ. შენ თქვი, რომ მე მოგკალი, მაშ, მაწამე! მოკლულები ხომ თავიანთ მკვლელებს დასდევენ. მე მჯერა, ვიცი, რომ სულები დედამიწაზე დადიან. ყოველთვის ჩემთან იყავი, ნებისმიერი სახე მიიღე, ჭკუიდან შემშალე. ოღონდ არ დამტოვო ამ უფსკრულში, სადაც ვერ გპოულობ! ღმერთო, აუტანელია! მე ვერ ვიცოცხლებ ჩემი სიცოცხლის გარეშე! ვერ ვიცოცხლებ ჩემი სულის გარეშე!
ხედავ? გესმის ჰითკლიფის პრობლემა?
თუ ის ქალი ხარ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩემ უკან იჯდა ახალი ქარიშხლიანი უღელტეხილის პრესჩვენებაზე, მაშინ შეიძლება ვერ ხედავ. ის ქალი კეტრინის სიკვდილის სცენაზე იცინოდა, ოხრავდა და ერთ მომენტში ჩურჩულით თქვა: "ოო, კაი რაა".
მაგრამ თუ ჩემნაირი ხარ, პროფესიონალი, რომელმაც ჩვენებაზე რედაქტორიც წამოიყვანა, მაშინ ამ სცენაზე თავიდან იცხოვრებ ყველა იმ საშინელ, ამაღელვებელ, "საშინელ, მაგრამ ამაღელვებელ" რომანს, რაც ოდესმე გქონია ახალგაზრდობაში, როცა სულელი იყავი, და საკუთარ თავს უბრძანებ, რომ უფროსის წინ არ ატირდე.
ელორდი და რობი — კორსეტში, რომელიც თითქოს განგებ ელოდება გახევას
ფოტო: Warner Bros. Pictures/AP
კარგი, ფილმს დავუბრუნდეთ. ამიტომ ვართ აქ. ემერალდ ფენელმა გადაიღო "ქარიშხლიანი უღელტეხილის" ახალი ეკრანიზაცია, თუმცა ფილმის სათაურშივე ბრჭყალები მიგვანიშნებს, რომ ეს ვერსია ორიგინალს ზუსტად არ მიჰყვება.
ფენელი (Killing Eve, Promising Young Woman) დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფემინისტი რეჟისორია, და თითქმის ყველა ცვლილება, რაც მან ბრონტეს ტექსტში შეიტანა, მიზნად ისახავს ჰითკლიფის გარშემო ქალებს მეტი მოქმედების ძალა მისცეს, რითიც თავად ჰითკლიფი რბილდება და მისი სისასტიკე უფრო მისაღები ხდება. როლზე იაკობ ელორდის ქასთინგი საკამათო იყო, წიგნში ჰითკლიფი "მუქკანიანად" არის აღწერილი, რაც ბევრმა მკითხველმა, მათ შორის მეც, "არათეთრად" გაიგო. თუმცა ის ფაქტი, რომ ელორდი ვიზუალურად მიმზიდველია, საქმეს ნამდვილად ამარტივებს.
ერთ-ერთი დიდი ცვლილება ისაა, რომ ფილმში საერთოდ აღარ არის ჰინდლი, მისი ალკოჰოლიზმი და სისასტიკე კეტრინის მამაზეა გადატანილი. მეორე ცვლილება კი ჰითკლიფისა და იზაბელას ქორწინების ჩვენებაა, აქ ის ნაკლებად ძალადობრივად და უფრო ორმხრივად ბოროტ თამაშადაა გადაკეთებული. ჰითკლიფი მას ცუდად ექცევა, მაგრამ თავიდანვე ეუბნება, რომ ის უბრალოდ ინსტრუმენტია და არა სიყვარულის ობიექტი და იზაბელა მაინც თანხმდება.
"გინდა, შევწყვიტო?" — ეკითხება ის ისევ და ისევ და ეს ერთგვარ თანხმობის მოდელადაც კი ჩანს, იზაბელა მაინც სთხოვს, არ გაჩერდეს. მოგვიანებით ისინი ერთად წერენ იმ სასოწარკვეთილ წერილებს, რომლებითაც კეტრინის ყურადღება უნდა მიიქციონ. ამ ვერსიაში იზაბელაც საკმაოდ "ეშმაკური" ფიგურაა.
ქეით, გახსოვდეს: ის ვერასდროს შეგიყვარებს ისე, როგორც ჰითკლიფი
ფოტო: Warner Bros. Pictures
მაგრამ ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული გადაწყვეტილება სიყვარულსა და ზიზღს შორის საზღვრის გამოკვლევაა, რა გვიზიდავს და რა გვაძრწუნებს. ფილმი სიბნელეში იწყება, ისმის რიტმული ჭრიალი და კაცის ხვნეშა, და გგონია, რომ სექსის სცენაა, მაგრამ სინათლე რომ ჩნდება, ვხედავთ, რომ ეს საჯარო ჩამოხრჩობა ყოფილა. ეს მოტივი მეორდება: სექსი გვესმის თუ ღორის გამოფატვრა? როცა ჰითკლიფი და კეტრინი ერთმანეთს საწოლში "სიურპრიზებს" უტოვებენ (კვერცხებს) და მერე ნამტვრევებში თითებს იგლისავენ, ზიზღია ეს თუ აღგზნება?
ქარიშხლიანი უღელტეხილის ტრიუკი ყოველთვის ეს იყო, პასუხი ერთდროულად ორივეა. სიყვარულის საწინააღმდეგო, როგორც ხშირად ამბობენ, სიძულვილი კი არა, გულგრილობაა. რომანტიკის სამყაროში ჯობია "ძლიერად გრძნობდე რამეს", ვიდრე არაფერს. სწორედ ამას აკეთებენ ჰითკლიფები და "ცუდი ბიჭები": ისინი გაძლევენ ძლიერ ემოციას. იმიტომ, რომ ძალიან უყვარხარ. იმდენად უყვარხარ, რომ ცუდები უნდა იყვნენ. იმდენად უყვარხარ, რომ სხვებს ცუდად უნდა მოექცნენ. სიყვარული დიდია.
სიყვარულის საწინააღმდეგო, როგორც ხშირად ამბობენ, სიძულვილი კი არა, გულგრილობაა
სინამდვილეში ეს სიყვარული არ არის, მაგრამ სცადე ეს აუხსნა 19 წლის ლიტერატურის სტუდენტს, რომელიც პირველად კითხულობს ბრონტეს. სცადე აუხსნა იმ შებმის ოსტატებს, რომლებიც თავიანთ მიმდევრებს ასწავლიან, რომ "არა" წინადადების მხოლოდ დასაწყისია და არა სრული პასუხი.
სცადე აუხსნა 200-წლიან ლიტერატურულ კრიტიკას, ან Reddit-ის თემებს სათაურით "ჰითკლიფი მონსტრია", კომენტარებით "ვიცი, მაგრამ მაინც მიყვარს".
იმიტომ, რომ ახლა უკვე შეგიძლია კინოში წახვიდე და ნახო, როგორ ეუბნება მარგო რობი კეტრინის როლში "არა"-ს ელორდის ჰითკლიფს, და როცა მის თვალებში ნატვრას დაინახავ, მიხვდები იმას, რასაც ჰითკლიფი ხვდება, როცა მას კორსეტის თასმებით ცალი ხელით სწევს ჰაერში: რომ სინამდვილეში "კი"-ს გულისხმობს.
ელორდი ჰითკლიფის პიკზე, მზად არის, მზის ჩასვლისკენ გაიქცეს, ვიდრე კეტრინთან რეალურად ისაუბროს
ფოტო: Warner Bros. Pictures/AP
იცი, რა პრობლემაა აქ? ძველი აღთქმა / ახალი აღთქმის დილემა. რომანის პირველ ნახევარში ჰითკლიფი უხეშია, მაგრამ გასაგები, მისი ქმედებები ცუდია, თუმცა ადამიანური ემოციების სპექტრში ჯდება. დიახ, გადაირეოდი, თუ გაიგებდი, რომ შენი სიყვარული სხვას ეუბნება, რომ შენზე ქორწინება დაამცირებს. დიახ, საშინელება იქნებოდა, რომ შენ სიმდიდრის მოსაპოვებლად წასულიყავი და დაბრუნებისას ის სხვაზე დაქორწინებული დაგხვედროდა.
(იზაბელას ძაღლისადმი სისასტიკეს აქ არ გავიხსენებთ, ვივარაუდოთ, რომ ბრონტე თავადაც ხვდებოდა, რომ ეს შეცდომა იყო და რომ შეეძლოს, ალბათ აღარ დაწერდა).
მაგრამ ჰითკლიფის ბოროტება რომანის მეორე ნახევარში პიკს აღწევს, რაც თავიდან არ მახსოვდა, სანამ ხელახლა არ წავიკითხე. კეტრინი კვდება და წიგნში კიდევ 200 გვერდია დარჩენილი. ამ 200 გვერდში ჰითკლიფი შემდეგ თაობას ანადგურებს: სჯის კეტრინის გოგოს, რადგან მამა ედგარია და არა ის; სჯის საკუთარ ბიჭს, რადგან დედა იზაბელაა და არა კეტრინი. იმეორებს ბავშვობის ძალადობას, ითვისებს ქონებას, მონსტრია. არავის აქვს მოსვენება, სანამ თავადაც არ მოკვდება, სამ ათეულ წელიწადში.
ახალი ფილმი ამას საერთოდ არ გვიჩვენებს, არც სხვა ეკრანიზაციები. ისინი წიგნის შუაში წყვეტენ ამბავს, და მიზეზიც გასაგებია: კეტრინის სიკვდილის შემდეგ ჰითკლიფის მიმართ სიმპათიაც კვდება. ის აღარ არის სიყვარულით შეპყრობილი სექსუალური გმირი, ის უბრალოდ ადამიანია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება (მე-19 საუკუნის ვერსიით, ალბათ წურბელებით სისხლის გამოწოვა?)
Reddit-ზე მათ, ვინც ამბობს, რომ ჰითკლიფი მონსტრია, ალბათ ახსოვს წიგნის მეორე ნახევარიც. ხოლო მათ, ვისაც მაინც უყვართ, შეიძლება ჩემსავით ჩუმად დაივიწყეს. ჩათვალეს, რომ ეს უბრალოდ გაგრძელების იდეების ნაკრებია, რომელიც თავის დროზე შემთხვევით გამოაქვეყნეს. ჩათვალეს, რომ ეს არაოფიციალური ტექსტია და არა ორიგინალი.
მოეკიდე ამას როგორც იმ ესკაპიზმს, რომელსაც შენი ცოტა სულელი გული ხანდახან ნატრობს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მხატვრული ტექსტია, იდეა, რომ ვიღაც ისე უიმედოდ და თავგზააბნეულად არის შენზე შეყვარებული, რომ ურჩევნია შენი გამოფიტული, გამაღიზიანებელი აჩრდილი მარადიულად დასდევდეს, ვიდრე თუნდაც ერთი წუთით იცხოვროს შენ გარეშე.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
კომენტარები