შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსულ მხარეს მათთან საუბარი არ ჰქონია.
"არ ვიცი ვის ელაპარაკებიან, ჩვენ არ გველაპარაკებიან, შეიძლება ერთმანეთს ელაპარაკებიან. ...სარკინიგზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიასთან რუსეთს ისედაც აქვს. აქ არაფერი ახალი არ არის. რაც შეეხება იმ ტერიტორიას, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია სრულად ხორციელდება, რა გგონიათ ახლა მატარებელი გაივლის ისე, რომ ჩვენ არავინ დაგვეკითხება? რა რისკებზე საუბრობთ? საკითხი მარტივია. ...ჩვენდა დაუკითხავად არაფერი არ მოხდება, რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილია დიდი ხანია, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ყველანაირი ურთიერთობები აღდგება, როცა რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ...საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან, არის მარტივი წინაპირობა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არის მნიშვნელოვანი მომენტი, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ვიცეპრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა ისაუბრა რუსეთის გეგმებზე აღადგინოს საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, კრემლისტური პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერმა, მამუკა ფიფიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული "ჯავშანმატარებელი თბილისიდან მოსკოვში ჩავა და აუცილებლად აფხაზეთის გავლით!"
ოვერჩუკის თქმით, კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები და რუსეთიდან საქართველოსკენ აფხაზეთის გავლით მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია რეგიონში "ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირის გაძლიერებისთვის".
"ცნობილია რომ რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთთან რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. მან დასძინა, რომ ამ მონაკვეთების აღდგენით, რუსეთი თურქეთთან, ირანთან და აზერბაიჯანთან რკინიგზის მიმოსვლას გახსნის. მოსკოვი ასევე განიხილავს საქართველოსთან რკინიგზის მიმოსვლის აღდგენას აფხაზეთის გავლით.
ამიტომაც გავიმეორებ: ჩვენი ჯავშანმატარებელი, რომელიც თბილისიდან მოსკოვში ჩავა, უახლოეს მომავალში და აუცილებლად ჩამოვა აფხაზეთის გავლით!", — წერს პრორუსი მამუკა ფიფია.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები