"მივედი და ვთხოვე ბერლუსკონის, რომ თუკი რაიმე რესურსი გააჩნდა, ჩართულიყო ომის შესაჩერებლად" — კალაძე 2008 წლის ომს იხსენებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განმარტება გააკეთა იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს, შემდგარი კომუნიკაციის შესახებ, რაზეც საუბარია იტალიური La Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს არის სიმართლე და ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ტრაგედიასთან, რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა.
"რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს არის სიმართლე. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, "მილანში" ვთამაშობდი და, რა თქმა უნდა, უმძიმესი იყო ჩემთვის იმ კადრების ყურება, რაც დაკავშირებული იყო ომთან, გარდაცვლილ ადამიანებთან, ჩემს ქვეყანასთან, დაღუპულ ჯარისკაცებთან.
მე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ მოვიწვიე პრეს-კონფერენცია და ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, მოვუწოდებდი, შეჩერებულიყო ის უბედურება და ტკივილი, რაც ხდებოდა. მეორე – მაშინ ბერლუსკონი გახლდათ იტალიის პრემიერ-მინისტრი და მარტივი არ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ყოველდღიური შეხვედრა, ამიტომ ვითხოვე მასთან შეხვედრა. ეს შეხვედრა მის სახლში მოხდა, მივედი და ვთხოვე, რომ თუკი რაიმე რესურსი გააჩნდა, ჩართულიყო ომის შესაჩერებლად. მას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ის დამპირდა, რომ აუცილებლად მაქსიმუმს გააკეთებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, მართლაც, მოხდა აღნიშნული შეთანხმება და ეს ფაქტი გავიხსენე, როდესაც ვსაუბრობდი მის ადამიანობაზე. ის დიდი ადამიანი იყო, არა მხოლოდ როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ პირველ რიგში, იყო ადამიანი და კაცი. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ. მე არ ვახსენე, როგორ დამიდგა გვერდით, როდესაც ჩემი პირადული, ოჯახური ტრაგედია მოხდა, უბრალოდ, მოვყევი ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემს სამშობლოსთან და იმ ტრაგედიასთან, რომელიც 2008 წელს ხდებოდა", — განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, გუშინ, 11 თებერვალს გამოქვეყნებულ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში კალაძე ამბობს, რომ მისთვის ბერლუსკონე "მხოლოდ დიდი პრეზიდენტი, მეწარმე და პოლიტიკოსი კი არა, უპირველეს ყოვლისა, დიდი ადამიანი იყო".
"ერთ ამბავს მოგიყვებით: 2008 წელს საქართველოში ომი იყო, საშინელი სიტუაცია. ბერლუსკონისთან მივედი, რადგან ვიცოდი, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვკითხე, შეეძლო თუ არა რამის გაკეთება. ჩემზე ადრე მას დაურეკა და მალევე მშვიდობის შეთანხმება გაფორმდა. ჩემთვის სილვიო მხოლოდ დიდი პრეზიდენტი, მეწარმე და პოლიტიკოსი არ იყო. უპირველეს ყოვლისა, ის დიდი ადამიანი იყო", — იხსენებს კახა კალაძემ იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
კომენტარები