ქართველი ფეხბურთელები ტოპ 5 ლიგაში | პროცესი, რომელიც არ ჩერდება — საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
2025/26 წლების საფეხბურთო სეზონის კალენდარი იმდენად გადატვირთულია, ფეხბურთის გულშემატკივრებს მოსაწყენად არასდროს სცალიათ. ისიც სათქმელია, რომ ტოპ 5 ლიგის მატჩებზე თვალყურის მიდევნებას ქართველი გულშემატკივრებისთვის ეროვნული ელემენტებიც სდევს და რაოდენ სასიხარულოა, რომ ქართველი ფეხბურთელების წარმატება მსოფლიო ასპარეზზე უცხო მოვლენა აღარ არის — კვირიდან კვირამდე მათ ფანტასტიკურ გოლებისა თუ მატჩების მოლოდინში ვართ.
თუ ადრე ქართველი ფეხბურთელების ევროპული გზა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაზე ან ავსტრია-ბელგიის ჩემპიონატებზე გადიოდა, 2026 წლისთვის სურათი რადიკალურად შეიცვალა. დღეს ტოპ 5 ლიგაში (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) მინიმუმ ერთი წარმომადგენელი გვყავს.
დროის თვალსაზრისით, ეს სწრაფი პროგრესი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერითა და იმ საოცარი სეზონით დაიწყო, როდესაც საფეხბურთო სამყარომ კვარა-მარადონა-ნეაპოლის მოულოდნელ ტრიადაზე დაიწყო საუბარი. ამას მოჰყვა ჩვენი ნაკრების სენსაციური გამოსვლა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე — პორტუგალიის დამარცხება და ჭიდილი ესპანეთთან მერვედფინალში.
დასავლურმა სპორტულმა გამოცემებმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მთავარი ანდერდოგი უწოდეს. იყო კიდევ არაერთი დაუვიწყარი შეფასებაც, მაგ., The Georgian Wall, რომელიც გიორგი მამარდაშვილს New York Times-მა შეარქვა. და ეს არ ყოფილა გადაჭარბებული: გიორგიმ ოთხ მატჩში 29 სეივი შეასრულა, გიორგი მიქაუტაძე კი ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.
ერთი სიტყვით, საქართველო საფეხბურთო რადარებზე დიდი ხმაურით დაბრუნდა და ცხადზე ცხადი გახდა, რომ ამ ნიჭიერ ტალანტებს დიდი მომავალი ელოდებოდათ.
კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას კარიერული ზრდა, საკლუბო მიღწევები და საფეხბურთო ტრანსფორმაცია მისი ფინტებივით თავბრუდამხვევია. 1 წლის წინ, პარი სენ-ჟერმენში მისი ტრანსფერის შემდეგ საფეხბურთო სცენაზე სულ სხვა კვარა ვიხილეთ.
ჯერ ანტონიო კონტეს, შემდეგ კი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, კვარაცხელია სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა. ის აღარ არის მხოლოდ მარცხენა ფლანგის შემტევი, რომელიც მეტოქეს მოულოდნელი ცრუმოძრაობებით აბრუებს. გასული წლიდან, ხვიჩას თამაშში აშკარაა ტაქტიკური ტრანსფორმაცია: ის უფრო მეტს მუშაობს უბურთოდ, აქტიურად ეხმარება დაცვას და მისი როლი პარიზულ გრანდში ბევრად კომპლექსური გახდა. მეტოქეები მის წინააღმდეგ ხშირად ორ ან სამ მცველს აყენებენ, რაც ხვიჩას საშუალებას აძლევს, თანაგუნდელებისთვის თავისუფალი სივრცეები შექმნას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გასული სეზონის ბოლოს, პირველი ქართული გოლი ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში: უსმან დემბელეს ზუსტი გადაცემა, კვარაცხელია მეკარესთან ერთი-ერთზე რჩება, დარტყმა მარცხენა ფეხით და ვხედავთ მოედანზე მორბენალ, მოზეიმე ლუის ენრიკეს, რომელმაც იცის, რომ კვარას გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.
მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი ენფილდზე მერსისაიდელი გულშემატკივრის მიერ დაგუგუნებულ You’ll Never Walk Alone-ს უსმენს და ვირჯილ ვან დაიკთან ერთად ლივერპულის კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს სულ სხვა მასშტაბია — დღემდე არცერთ ქართველი მეკარეს ამ დონისთვის არ მიუღწევია.
თუმცა, ეს ჯერ კიდევ თვითდამკვიდრებისა და კონკურენციაში ჭიდილის პროცესია. ვალენსიაში, ადგილობრივ ქომაგს თავი შეაყვარა, მსოფლიო ფეხბურთს საკუთარი თავი გააცნო, შემდეგ კი პირინეის მზიანი ნახევარკუნძულიდან ნისლიანი ალბიონისკენ გადაინაცვლა, სადაც კონკურენტის სახით, კლუბის ლეგენდა, კლაუდიო ტაფარელის ხელში გამოწვრთნილი ალისონ ბეკერი დახვდა.
მისი სათამაშო დრო შემცირდა, თუმცა გიორგი მებრძოლია და მისი მთავარი მიზანი ნებისმიერ კლუბში ძირითად შემადგენლობაში თამაშია. როდესაც ეძლევა შანსი, ამტკიცებს, რომ უმაღლესი კლასის მეკარეა, თუნდაც გავიხსენოთ ერლინგ ჰოლანდის 11-მეტრიანი და მამარდაშვილის მიერ გამოცნობილი კუთხე.
ლივერპულისთვის მამარდაშვილი, როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი დღეა. ალისონ ბეკერის შემდეგ, იგი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა ლივერპულის ისტორიაში. ცხადია, სტატუსი კი დამატებითი პასუხისმგებლობაა — კლუბის ხელმძღვანელობამ მასში ალისონის ეპოქის ღირსეული მემკვიდრე დაინახა. და როდის ვიხილავთ მას უცვლელად ძირითად შემადგენლობაში? ეს მხოლოდ დროის საკითხია.
მიქაუტაძე
"მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი“... ვერცხლისწყალივით მოძრავი, არაპროგნოზირებადი, ფორვარდის ინსტინქტებით მართული და გოლზე დაგეშილი გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.
მიქაუტაძე ვილიარეალში სადებიუტო სეზონს ატარებს და ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია. კლუბის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო, მას სრულ ნდობას უცხადებს, რასაც ქართველი შემტევი გატანილი გოლებითა და საგოლე გადაცემებით პასუხობს. მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 3 ასისტია. ვილიარეალი კი ლა ლიგაში მეოთხე პოზიციას მყარად იკავებს და მდევრებთან სოლიდური სხვაობის წყალობით, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს.
ესპანური, ტექნიკური ფეხბურთი მიქაუტაძის სათამაშო სტილს იდეალურად მოერგო იქ, სადაც სივრცეები ცოტაა, გიორგის ინსტინქტები, სწრაფი აჩქარება და გოლის ალღო გადამწყვეტ უპირატესობას ქმნის.
გოგლიჩიძე
სერია A-ში გადავინაცვლოთ. ქუთაისის ტორპედოდან ემპოლიში გადაბარგებულმა გოგლიჩიძემ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ადგილობრივი ექსპერტებიც აალაპარაკა. ტოსკანურ კლუბში თავის დამკვიდრების შემდეგ, მან “უდინეზეში” გადაინაცვლა, სადაც საკმარისი სათამაშო დრო არ მიეცა და იმის მიუხედავად, რომ გასულ სეზონში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და კალჩოს გრანდები მასზე ნადირობას აცხადებდნენ, ამ გათამაშებაში მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა.
სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, საბა უდინელებმა ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარ უოტფორდში გაანათხოვრეს. ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, გოგლიჩიძეს თანამემამულესთან, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ითამაშებს. აქვე გეტყვით რომ, უოტფორდსა და უდინეზეს საერთო მფლობელი, პოცოების ოჯახი ჰყავს.
ბუდუ
კარლსრუედან ჰაიდენჰაიმში გადაბარგებული ბუდუ ზივზივაძე იმ ქართველ ფეხბურთელთა სიას შეუერთდა, ბუნდესლიგაში რომ გაუგორებიათ ბურთი. ზივზივაძეს კარლსრუეში შესანიშნავად მისდიოდა საქმე, თუმცა ბუნდესლიგა სულ სხვა გამოწვევა იყო.
როგორც აღმოჩნდა, ჰაიდენჰაიმისთვის ბუნდესლიგაში ასპარეზობა რთული გამოწვევა გამოდგა. რამდენიმე ეფექტური გოლის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ბუდუს არ მიეცა იმის საშუალება, რომ პოტენციალი სრულად გამოეყენებინა. ნოემბრის შემდეგ, ქართველი ფორვარდი მუხლის ტრავმას მკურნალობდა და მოედანს, თებერვალში, გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგთან დაუბრუნდა.
ქართული ლეგიონი
ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, ტოპ 5 ჩემპიონატში, უმაღლეს დონეზე, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ასპარეზობს. გიორგი აბუაშვილი, გიორგი წიტაიშვილი და ახლა უკვე გიორგი ქვილითაია მეცის მაისურით უტევენ ფრანგულ კლუბებს. ლოთარინგიული გუნდში გიორგი მიქაუტაძის გახსნილ კარში კიდევ 3 გიორგი შევიდა და სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში მეცი ქართველებს ისევ დაუბრუნდება. ჰამბურგის ღირსებას გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, საბა საზონოვი კი ტორინოში ირიცხება და ამჟამად, ახალი კლუბის ძიებაშია. შეგახსენებთ, საზონოვი ზაფხულში ხეტაფეში გადასვლასთან ახლოს იყო და მისი ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
რაც მეტი დრო გადის, უფრო და უფრო მეტ ქართველ ფეხბურთელს ვხედავთ ევროპულ კლუბებში, რაც საქართველოს ნაკრების პოტენციალს უფრო და უფრო მეტად ზრდის. და რაც მთავარია, ქართული ფეხბურთი მხოლოდ ცალკეული ტალანტების იმედად აღარ არის.
და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ტრავმას ებრძვის, ზოგი კი ახალი კლუბის ძიებაშია, მთავარი ფაქტი უცვლელი რჩება: ქართველი ფეხბურთელი ევროპული გრანდებისთვის სასურველ და საიმედო აქტივად, ასევე წარმატების გასაღებად იქცა. წინ დიდი საფეხბურთო წელი გველოდება და საინტერესოა, ეს დინამიკა ქართულ ფეხბურთს რომელ ნაპირზე გაიყვანს.
საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები