ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის შესახებ შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ხელმისაწვდომია სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ევროკავშირი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოში სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს და ეხმარება მოსახლეობას შეიტყოს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთ პროექტს — სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა (ENPARD IV) ჩეხეთის განვითარების სააგენტო ახორციელებს და ის მიზნად ისახავს, როგორც სურსათის უვნებლობის სექტორის სისტემურ დონეზე განვითარებას, ისე საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ხსენებული კამპანიის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და განათლების ექსპერტებმა შექმნეს საგანმანათლებლო რესურსები სურსათის უვნელობის შესახებ, საქართველოს სკოლებში არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში დასანერგად.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
აღნიშნული ინოვაციური რესურსები მოიცავს საგანმანათლებლო მასალებსა და ინტერაქციულ სამაგიდო თამაშებს სკოლის მოსწავლეებისთვის და ხელმისაწვდომია, როგორც სკოლებში, ისე ონლაინ გამოსაყენებლად. ეს მასალები მიზნად ისახავს მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების აღჭურვას პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით სურსათის უვნებლობის, მომხმარებელთა უფლებების და საკვების ჯანსაღად მოხმარების შესახებ.
საგანმანათლებლო რესურსებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
● სურსათის უვნებლობა და ხარისხი - მასწავლებელთა სახელმძღვანელო
● სამაგიდო თამაშები სურსათის უვნებლობაზე
რას მოიცავს მეთოდოლოგია
მასწავლებლებზე მორგებული მეთოდოლოგია მოიცავს მასალებს 7-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისათვის და აერთიანებს ხუთ ძირითად თემას:
- სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი
- მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) სურსათის უვნებლობის ხუთი ძირითადი პრინციპი
- სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება
- აკვები დანამატები
- სურსათისმიერი დაავადებები
პროექტის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს, რაც გულისხმობს, რომ სასწავლო პროცესი მნიშვნელოვნად სცდება ინფორმაციის მშრალად მიღებას — ინტერაქციული გაკვეთილები უზრუნველყოფს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას. ეს მიდგომა ორიენტირებულია მოსწავლეებზე და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, აყალიბებს ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ თითოეული აქტივობა ადაპტირებულია განსხვავებულ საგანმანათლებო საჭიროებაზე.
მეთოდოლოგიის მთავარი მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების, ღირებულებებისა და პრაქტიკული უნარების განვითარება. პრაქტიკული და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების გზით, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება შეისწავლონ და გამოიყენონ სურსათის უვნებლობლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწავლა წახალისებულია ჯგუფური მუშაობის, შემოქმედებითობისა და თანასწორი მონაწილეობით.
მაგალითად, ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან გამოგონილ საკვებ პროდუქტს — უნდა მოიფიქრონ მისი შეფუთვა, მარკეტინგული სლოგანი და ეტიკეტი — რაშიც იყენებენ სურსათის უვნებლობის შესახებ მიღებულ ცოდნას სახალისო და პრაქტიკული გზით.
სწავლა თამაშ-თამაშით სკოლასა და სახლში
სწავლის პროცესის კიდევ უფრო გასამრავალფეროვნებლად, პროექტის გუნდმა შეიმუშავა სამი ორიგინალური სამაგიდო თამაში, რომელთაგან 60-ზე მეტი კომპლექტი უკვე გადაეცა სკოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეს თამაშები არა მხოლოდ გართობას ისახავს მიზნად, არამედ წარმოადგენს ინტერაქციულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის პრინციპების ეფექტურად ათვისებას. თამაშის გზით მოსწავლეები უკეთ აკავშირებენ მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან — რაც ხშირად რთულად მისაღწევია ტრადიციული სწავლების გზით.
თამაშები ასევე მშობლებისთვისაც არის გათვალისწინებული და საშუალებას აძლევს ოჯახებს სასწავლო პროცესში სახლის პირობებში ჩაერთონ.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
პროექტის მიღწევები და სამომავლო გეგმები
სურსათის უვნებლობის შესახებ საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობა პროექტის გუნდმა გასულ წელს საგრანტო კონკურსით დაიწყო, რომლის მეშვეობითაც გამარჯვებული რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვლინდნენ. ამ ორგანიზაციებმა სკოლის მასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელეს ცნობიერების ამაღლების აქტივობები და მოამზადეს მასწავლებლები არასაფორმალური სასწავლო სესიებისათვის.
ინიციატივის ფარგლებში:
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადამზადდა 100 მასწავლებელი
- 1600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ინტერაქციულ სემინარებში
- 200-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო შემოქმედებით აქტივობებში, მათ შორის კონკურსებსა და ფლეშმობებში.
დღეს შემუშავებული მეთოდოლოგია და თამაშები ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის, რაც სკოლებსა და ოჯახებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში.
მდგრადი რესურსი სკოლებისა და საზოგადოებისათვის
ეს ინიციატივა ერთჯერადი კამპანიის ფარგლებს სცდება. იგი ქმნის მდგრად სასწავლო რესურსს, რომელიც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ის, როგორც სასკოლო კლუბების, ასევე კურიკულუმს მიღმა დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში. მშობლებს კი ეძლევათ შესაძლებლობა ბავშვებში უვნებელი კვების ჩვევები სახლის პირობებში წაახალისონ.
არ აქვს მნიშვნელობა ხართ სკოლის დირექტორი, მასწავლებელი თუ მშობელი — ეს არის შესაძლებლობა, შეიძინოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა და უნარები და გამოიყენოთ ისინი საკლასო ოთახსა თუ საოჯახო გარემოში — სახალისო, შემოქმედებითი და ეფექტური გზით.
გაიგეთ მეტი სურსათის უვნებლობის შესახებ მიმდინარე კამპანიის შესახებ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD IV)“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები