როგორ ავირიდოთ შეცდომები მშენებლობაში – ინჟინერ გიორგი ხუხუნაიშვილის პრაქტიკული რჩევები
ფოტო: Freepi
ემბიჯი რენთი თითქმის 7 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო ინვენტარსა და ტექნიკას, უფასო საინჟინრო კონსულტაციას, ბიუჯეტის ოპტიმიზაციასა და მშენებლობის წარმატებულ შედეგს.
მშენებლობა მხოლოდ მასალის ჩასხმითა და ტექნიკის გამოყენებით არ შემოიფარგლება. წარმატებული მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, რესურსების ზუსტ გათვლასა და პროფესიონალი ინჟინრის ჩართულობას.
ემბიჯი რენთის მთავარი ინჟინერი, გიორგი ხუხუნაიშვილი, ვრცლად გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალის დათვლა, რა ეტაპები უნდა დაიგეგმოს წინასწარ და რა შეცდომებს უშვებენ დამკვეთები.
რატომ არის მასალის დათვლის პროცესი კრიტიკული მშენებლობის დაწყებამდე და რა რისკებს ქმნის მისი არასწორი დათვლა?
მშენებლობის პროცესის დაწყებამდე საჭირო რესურსების წინასწარი დათვლა, ინფორმაციული სქემების მომზადება და კვალიფიციური ინჟინრების კონსულტაცია აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს, არ შეანელებს მშენებლობის პროცესს და მოგცემთ საშუალებას, შეფერხების გარეშე წარმართოთ მშენებლობის თითოეული ეტაპი.
ფოტო: ემბიჯი რენთი/FB
ხოლო არასწორი გათვლა იწვევს სამუშაო პროცესის გაჩერებას, ზედმეტ ლოგისტიკურ ხარჯებს და რესურსების ფლანგვას.
ვთქვათ, ადამიანს სურს სახლის აშენება და თქვენთან კონსულტაციაზე მოდის — რა გზას სთავაზობთ მას და როგორ ეხმარება მიღებული ინფორმაცია სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში?
როდესაც მომხმარებელი საპროექტო ეტაპიდანვე მოდის ჩვენთან, საიჯარო მომსახურების გარდა, იღებს უფასო კონსულტაციას კვალიფიციური ინჟინრებისგან. მასალის ოპტიმალური დანახარჯით, ხდება თითოეული სამშენებლო მიმართულების ინტეგრირება (არქიტექტურა, კონსტრუქცია, წყალგაყვანილობა, ელექტრო გაყვანილობა, გათბობა თუ გაგრილება). მომხმარებელს ვთავაზობთ პროექტის დეტალურ ანალიზს, სადაც ინჟინერი ადგენს საჭირო ინვენტარის ზუსტ სიას, რაც მომხმარებელს საშუალებას, აძლევს წინასწარ ზუსტად განსაზღვროს სამშენებლო ბიუჯეტი.
რა ეტაპები უნდა იყოს აუცილებლად გაწერილი მშენებლობის დაწყებამდე და რატომ ვერ მუშაობს პროექტი ამ ეტაპების გარეშე?
დაპროექტების ეტაპიდანვე კვალიფიციური ინჟინრების ჩართულობა, შემსრულებლის დატრენინგება და პროცესის სრული მეთვალყურეობა წარმატებული და შეუფერხებელი სამშენებლო პროცესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კონსტრუქციული პროექტის შედგენის პროცესში ჩართულობა ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მთავარი ეტაპია. მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო გეომეტრიული ზომები თანხვედრაში იყოს საყალიბე სისტემასთან, რომელსაც ჩვენი ინჟინრები უზრუნველყოფენ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენს დამკვეთებთან ამ ეტაპებს გავდივართ:
- კონსტრუქციული პროექტის მორგება საიჯარო ინვენტარზე;
- ნახაზების შედგენა — სამშენებლო საიჯარო-საინვენტარო პროექტის მომზადება;
- ბეტონირების ეტაპების დაგეგმვა ოპტიმალური მასალის დანახარჯით;
- სამშენებლო რესურსების გათვლა და დროში გაწერა;
- სრული ლოგისტიკური მომსახურების წინასწარ გათვლა;
- ობიექტზე შემსრულებელი ჯგუფის გადამზადება, მიწოდებული მასალის შესაბამისად;
- პროექტთან მიმართებით სამშენებლო პროცესის შესაბამისობის ზედამხედველობა.
ემბიჯი რენთის გუნდი, რეკომენდაციას გასცემს სამშენებლო პროცესში ჩაერთოს პროექტირების დაწყებიდანვე თუმცა მზად არის, ნებისმიერ ეტაპზე გაგიწიოთ შესაბამისი მომსახურება.
როგორ ეხმარება ეტაპობრივი დაგეგმვა კლიენტს ბიუჯეტის კონტროლსა და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან არიდებაში?
საიჯარო მომსახურების უპირატესობებზე ახლა არ ვისაუბრებთ, რადგან სამშენებლო და არამარტო სამშენებლო სფეროში მისი უპირატესობა ცალსახაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში არ გვაქვს მინიმალური სტანდარტი არც დროის და არც რაოდენობის.
ფოტო: ემბიჯი რენთი/FB
შესაბამისად, მშენებლობის ნებისმიერი ეტაპისთვის ოპტიმალურ რაოდენობას ვითვლით და უკვე არსებული რესურსების გადაწყობას თავადვე, წინასწარ ვგეგმავთ. ჩვენთან იქირავებთ ზუსტად იმდენს და იმდენი ხნით, რაც კონკრეტულად თქვენს პროექტს სჭირდება. არ ხარჯავთ არც დროს და არც ფინანსურ რესურსებს.
რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დამკვეთები, როცა ინჟინრის ჩართულობის გარეშე იწყებენ მშენებლობას?
კვალიფიციური ინჟინრის გარეშე მუშაობისას დამკვეთები ხშირად უშვებენ შეცდომას ინვენტარის რაოდენობისა და ტიპის შერჩევაში, რაც შორეულ პერსპექტივაში არარენტაბელურ ხარჯებს იწვევს და პროექტს გაურკვეველი ვადით ახანგრძლივებს.
რას მოიცავს თქვენი პირველი, საინჟინრო კონსულტაცია და რა სურათი უყალიბდება დამკვეთს ამ შეხვედრის შემდეგ?
პირველი საინჟინრო კონსულტაცია მოიცავს ნახაზების შესწავლასა და სპეციფიკაციების მომზადებას, რომლის შემდეგაც დამკვეთს ხელში უჭირავს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა.
შესაძლებელია თუ არა მშენებლობის მთავარი რისკების დანახვა ჯერ კიდევ მუშაობის საწყისს ეტაპზე და როგორ აკეთებთ მას?
საწყის ეტაპზე, რისკების დანახვა ხდება ნახაზების ციფრული მოდელირებით და სამუშაო მოცულობების გადამოწმებით. ეს ყველაფერი გამორიცხავს მოულოდნელობებს უშუალოდ სამუშაო მოედანზე.
თქვენი გამოცდილებით, რა არის ის ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად განსაზღვრავს პროექტის წარმატებას?
პროექტირების ეტაპიდანვე საინჟინრო გათვლების სიზუსტე და მთელი პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილი ტექნიკური მხარდაჭერა წარმატებული და შეუფერხებელი მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საინჟინრო მომსახურება გაქირავების სერვისში არა მხოლოდ კომფორტია, არამედ გარანტიაა იმისა, რომ დამკვეთი იხდის მხოლოდ იმაში, რაც რეალურად სჭირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ემბიჯი რენთის გუნდს დაპროექტების ეტაპიდანვე მიმართავთ, თქვენ მიიღებთ კვალიფიციური ინჟინრისგან უფასო კონსულტაციას და თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები