სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ
ფოტო: Dark / Netflix
2017 წელს Netflix-ზე გამოსულმა გერმანულმა სერიალმა Dark სწრაფად დაამსხვრია წარმოდგენა იმაზე, როგორი შეიძლება იყოს არაინგლისურენოვანი სატელევიზიო ჰიტი. სამი სეზონის განმავლობაში (2017–2020) Dark იქცა ერთ-ერთ ყველაზე ჩახლართულ, ინტელექტუალურ და ამბიციურ სერიალად სტრიმინგის ეპოქაში, პროექტად, რომელიც მაყურებლისგან სრულ კონცენტრაციას ითხოვს.
ფოტო: Dark / Netflix
დროის მარყუჟები, პარალელური სამყაროები, თაობებს შორის გადახლართული ოჯახური კავშირები და სიუჟეტი, რომელიც თითოეულ დეტალს მნიშვნელობას ანიჭებს, Dark-ს მარტივად საყურებელ სერიალად არ აქცევს. პირიქით, ის ითხოვს ჩაღრმავებას, ჩანაწერებს, დიაგრამებს და ხშირ შემთხვევაში ხელახლა ნახვასაც.
მილიონობით მაყურებლით, სერიალი მუდმივად ხვდებოდა Netflix-ის ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან შოუებს შორის და დღემდე ხშირად ფიგურირებს "ყველა დროის საუკეთესო სერიალების" სიებში.
ამ წარმატებამ ბუნებრივად გააჩინა კითხვა: რა ბედი ეწიათ სერიალის მსახიობებს მას შემდეგ, რაც დროის ციკლი საბოლოოდ დაიხურა? ზოგმა მსახიობმა Dark საერთაშორისო სცენაზე გასასვლელ პლატფორმად გამოიყენა, ზოგმა საავტორო კინოში გააგრძელა გზა, ზოგი კი პოპულარობის მიუხედავად ეკრანს საერთოდ ჩამოშორდა.
ლიზა ვიკარი (მართა ნილსენი)
ლიზა ვიკარი მართა ნილსენის როლში
ფოტო: Netflix
Dark-ის შემდეგ ქასთიდან ყველაზე თვალსაჩინო საერთაშორისო ნაბიჯი სწორედ ლიზა ვიკარმა გადადგა.
ლიზა ვიკარი სერიალში Hijack
ფოტო: Apple TV+
მისი კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო Hijack-ის მეორე სეზონით (2026), ეს მისი პირველი მსხვილი ინგლისურენოვანი როლია, სერიალში მთავარ როლს იდრის ელბა თამაშობს. ვიკარი საერთაშორისო ქასთში გამოჩნდა, რაც მკაფიოდ მიუთითებს მის გადასვლაზე გერმანული ბაზრიდან გლობალურ სცენაზე. თავად სერიალი Apple TV+-ის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად თრილერად რჩება, ეს ის მომენტია, როცა Dark-ის მსახიობი რეალურად "ტოვებს" ევროპულ ჩარჩოს.
ლიზა ვიკარი Isi & Ossi-ში
ფოტო: Netflix
ამასთან ერთად, ვიკარი არ ჩამოშორდა არც გერმანულ კინოს. Netflix-ის რომანტიკულ კომედიაში Isi & Ossi (2020) მან სრულიად განსხვავებული, მსუბუქი იმიჯი წარმოაჩინა, ფილმი გერმანიაში ჰიტი გახდა და ხშირად "ანტი-Dark"-ადაც მოიხსენიებენ. დამოუკიდებელ დრამაში Hannes (2021) კი კრიტიკოსებმა მისი ემოციურად შეკავებული თამაში განსაკუთრებით შეაქეს, რაც აჩვენებს, რომ ვიკარი მხოლოდ სერიალების ვარსკვლავი არ არის.
ლუის ჰოფმანი (იონას კანვალდი)
ლუის ჰოფმანი იონას კანვალდის როლში
ფოტო: Netflix
თუ ლიზა ვიკარმა საერთაშორისო ექსპანსია აირჩია, ლუის ჰოფმანი საპირისპირო გზას გაჰყვა: ნაკლები ხმაური, მეტი კონტროლი.
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი Dark-ის შემდეგ არის Der Passfälscher (2022). ჰოფმანი თამაშობს ციომა შონჰაუსს, ებრაელ ახალგაზრდას, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში ყალბ პასპორტებს ამზადებდა. ფილმმა გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა და სწორედ ამ როლმა დაადასტურა, რომ ჰოფმანი რჩება სერიოზულ კინომსახიობად და არა მხოლოდ სერიალის ვარსკვლავად.
ლუის ჰოფმანი Der Passfälscher-ში
2023 წელს ის ასევე გამოჩნდა საერთაშორისო ისტორიულ დრამაში Seneca, ჯონ მალკოვიჩთან ერთად, მეორეხარისხოვანი როლით, მაგრამ საერთაშორისო კონტექსტში მნიშვნელოვანი მონაწილეობით.
ლუის ჰოფმანი სენეკაში
2024 წელს მან ითამაშა თრილერ-დრამაში Fresh, სადაც მთავარ პერსონაჟს, კაის ასახიერებს. ჰოფმანი შეგნებულად არ დაბრუნებულა სტრიმინგ-სერიალებში და აქცენტი ისტორიულ, ბიოგრაფიულ და არაკომერციულ როლებზე გააკეთა. Dark-ის დასრულების შემდეგ მან არ აირჩია სწრაფი სატელევიზიო წარმატება და ეს არჩევანი მის კარიერაში მკაფიოდ იკითხება.
ოლივერ მასუჩი (ულრიხ ნილსენი)
ოლივერ მასუჩი ულრიხ ნილსენის როლში
ფოტო: Netflix
ოლივერ მასუჩი Dark-ის შემდეგაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსახიობია, თუმცა აქცენტი ისევ გერმანულ კინოსა და სერიალებზე გააკეთა.
Netflix-ის პოსტაპოკალიფსურ სერიალში Tribes of Europa (2021) ის მეორეხარისხოვან, მაგრამ დასამახსოვრებელ როლში გამოჩნდა, ეს სერიალი Dark-ის შემდეგ გერმანული სამეცნიერო ფანტასტიკის გაგრძელების ერთ-ერთი მცდელობა იყო.
ოლივერ მასუჩი Tribes of Europa-ში
ფოტო: Netflix
მისი კარიერის პიკად კი ბევრისთვის რჩება Enfant Terrible (2020) რაინერ ვერნერ ფასბინდერის ბიოგრაფიული ფილმი, სადაც მასუჩი მთავარ როლშია. კრიტიკოსების შეფასებით, ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძლიერი შესრულებაა.
ოლივერ მასუჩი Enfant Terrible-ში
მარკ ვაშკე (ნოა)
მარკ ვაშკე ნოას როლში
ფოტო: Netflix
ნოას შემსრულებელი მარკ ვაშკე Dark-ის შემდეგ არ ქცეულა სტრიმინგის ვარსკვლავად და ეს სრულიად შეგნებული არჩევანია.
ვაშკე თამაშობს ცნობილ გერმანულ კრიმინალურ სერიალში Tatort. ეს სერიალი გერმანიის ყველაზე პოპულარული და ხანგრძლივი კრიმინალური სატელევიზიო ფრენჩაიზია.
მარკ ვაშკე გერმანულ სატელევიზიო სერიალში Tatort
ვაშკე პირველ რიგში თეატრის მსახიობია, ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ბერლინის Schaubühne-ში და რეგულარულად თამაშობს კლასიკურ, პოლიტიკურ და ექსპერიმენტულ სპექტაკლებში. კინოში კი მხოლოდ შერჩევით, საავტორო პროექტებში ჩნდება, სადაც ინტელექტუალურ და მორალურად გაურკვეველ პერსონაჟებს ანიჭებს უპირატესობას.
დაან ლენარდ ლიბრენცი
(მიკელ ნილსენი — ბავშვობაში)
დაან ლენარდ ლიბრენცი მიკელ ნილსენის როლში
ფოტო: Netflix
Dark-ის სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, პატარა მიკელის შემსრულებელმა, დაან ლენარდ ლიბრენცმა, სერიალის შემდეგ აქტიური საერთაშორისო კარიერა არ აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გერმანულ სატელევიზიო პროექტში, Dark დღემდე მის ყველაზე ცნობილ და ფართო აუდიტორიაზე გასულ როლად რჩება, ხოლო ბოლო წლებში ის საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება
დაან ლენარდ ლიბრეცი
მაია შიონე
(ჰანა კანვალდი)
მაია შიონე ჰანა კანვალდის როლში
ფოტო: Netflix
Dark-ის შემდეგ მსახიობი საერთაშორისო სტრიმინგ-პროექტებში არ გადასულა, თუმცა აქტიურად აგრძელებს მუშაობას გერმანულ კინოსა და ტელევიზიაში. სერიალის პარალელურად და მის შემდეგ ის გამოჩნდა Tatort-ის ეპიზოდში, ასევე ფილმებში A Dark in the Light, Eine fremde Tochter და Der Mann der die Welt aß. მის კარიერაში Dark არ ყოფილა გარდამტეხი როლი.
იორდის ტრიბელი
(კატარინა ნილსენი)
იორდის ტრიბელი კატარინა ნილსენის როლში
ფოტო: Netflix
იორდის ტრიბელის Dark-ის შემდგომი კარიერის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი ტელევიზიას უკავშირდება. იგი მონაწილეობს გერმანული ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერიალში Babylon Berlin, სადაც მნიშვნელოვან მეორეხარისხოვან როლში ჩნდება. პარალელურად, ტრიბელი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა Deutschland 83 / Deutschland 86 / Deutschland 89-ის ტრილოგიაში, პროექტებში, რომლებმაც გერმანულ სერიალებს საერთაშორისო აუდიტორია გაუხსნა.
იორდის ტრიბელი სერიალში Babylon Berlin
Dark ტრიბელის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა არა ჟანრის შეცვლით, არამედ მასშტაბით, სერიალის შემდეგ ის დარჩა მძიმე, სოციალურად და პოლიტიკურად დატვირთული ტელედრამების ერთ-ერთ ყველაზე სანდო სახედ.
კაროლინა აიხჰორნი
(შარლოტა დოპლერი)
კაროლინა აიხჰორნი შარლოტა დოპლერის როლში
ფოტო: Netflix
კაროლინა აიხჰორნი Dark-ამდეც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი მსახიობი იყო. სერიალის შემდეგ ის აქტიურად მუშაობს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლების დრამებსა და კრიმინალურ პროექტებში, რეგულარულად ჩნდება სატელევიზიო ფილმებსა და თეატრში. ის მონაწილეობს ახალ დრამატულ სერიალში Concordia – Tödliche Utopie (2024), არის პერსონაჟი ტელევიზიო ფილმში Morden im Norden: Weil du böse bist (2025) და გამოჩნდა Tatort-ის ეპიზოდშიც.
კლაუდია ტიდემანი — ორი თაობა
კლაუდია ტიდემანის ხანდაზმულ ვერსიას ასახიერებს ლიზა კროიცერი, გერმანული კინოს ლეგენდა, რომლისთვისაც Dark ახალი თაობისთვის მისი ხელახალი აღმოჩენის საფუძველი გახდა.
ლიზა კროიცერი
საშუალო ასაკის კლაუდიას კი იულიკა ჯენკინსი თამაშობს, გერმანული თეატრისა და ტელევიზიის ძლიერი ფიგურა.
ორივე მსახიობი ხშირად მონაწილეობს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლების მაღალი ხარისხის დრამებსა და კრიმინალურ სერიალებში.
ანდრეას პიეტშმანი
(იონას კანვალდი — საშუალო ასაკი)
ანდრეას პიეტშმანი უფროსი იონას კანვალდის როლში
ფოტო: Netflix
Dark-ის შემდეგ ანდრეას პიეტშმანი ძირითადად ტელევიზიაში დარჩა. Netflix-ის 1899-ში (2022) მან ერთ-ერთი მთავარი როლი, ეიკ ლარსენი, შეასრულა. სერიალი ერთ სეზონის მერე შეწყდა, თუმცა პიეტშმანი საერთაშორისო აუდიტორიამდე კვლავ მიიყვანა.
ანდრეას პიეტშმანი ნეტფლიქსის სერიალში 1899
ფოტო: Netflix
ამასთან ერთად, ის რეგულარულად ჩნდება გერმანულ კრიმინალურ დრამებში, Tatort, Die Chefin, სადაც მისი ჩაკეტილი და მკაცრი ამპლუა განსაკუთრებით მოთხოვნადია.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101 ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101
გადახედვა
-
"ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს "ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს
გადახედვა
-
ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ
გადახედვა
-
აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს
გადახედვა
-
1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
გადახედვა
-
რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია
გადახედვა
-
5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ 5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
-
TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს
გადახედვა
-
ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი
გადახედვა
-
თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება
-
"უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე "უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე
გადახედვა
- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება
გადახედვა
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
-
"კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა "კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა
გადახედვა
კომენტარები