შექმნეს სატესტო მანეკენი, რომელმაც ავტოავარიებში ქალები შესაძლოა უკეთ დაიცვას
ფოტო: National Highway Traffic Safety Administration
ეს მანეკენი შესაძლოა დიდად განსაკუთრებულად არ გამოიყურებოდეს, თუმცა ექსპერტების თქმით, ის არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რომელიც ავტოავარიებში ქალების უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავს.
ჯერ კიდევ ნოემბერში მარეგულირებლებმა წარადგინეს THOR-05F — პირველი სატესტო მანეკენი, რომელიც სპეციალურად ქალის სხეულზეა მორგებულია.
ავტომწარმოებლები და მარეგულირებლები უკვე 25 წელია, რაც ამ საკითხზე აქტიურად ატარებენ კვლევებს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ახლა შექმნეს ისეთი სატესტო მოდელი, რომელიც კაცი მანეკენის მოდელისგან შესამჩნევად განსხვავებულია.
THOR-05F-ის მოძრაობები უფრო ადამიანურია, ანატომიურად ზუსტია და სხეულის სამჯერ მეტი სენსორი აქვს. დეველოპერები ამბობენ, რომ მანეკენი ავტომწარმოებლებს უფრო დეტალურ მონაცემებს მიაწვდის, რომლებიც ქალებისთვის სპეციფიკური რისკების გადასაჭრელად არის საჭირო, მათ შორის, ინფორმაციას ქვედა კიდურების დაზიანებაზე.
გასულ კვირას, ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ხაზი გაესვა იმ რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ქალები. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მათ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზიანებების უფრო მაღალი ალბათობა აქვთ, ვიდრე კაცებს.
ფოტო: National Highway Traffic Safety Administration
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სატესტო მანეკენების გამოყენებამ ხელი შეუწყო ავტომობილების უსაფრთხოების ზრდას. თუმცა მათი აწყობა და ტესტირება ძვირთან ერთად შრომატევადიცაა. ამასთანავე, ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვირტუალური მოდელირება და კომპიუტერული სიმულაციები უფრო ეფექტურია, ვიდრე მანეკენები.
არსებული წესების შემუშავების პროცესის პირობებში, THOR-05F-ის ოფიციალურად დამტკიცებას — ავტომობილების უსაფრთხოების ტესტირებაში გამოსაყენებლად — შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს. ვინაიდან, THOR-ის კაცი მანეკენის ვერსიის გამოყენების მოთხოვნა ჯერჯერობით არ დადასტურებულა, სავარაუდოა, რომ ფედერალური წესების შემუშავების პროცესს წლები დასჭირდება.
ფოტო: National Highway Traffic Safety Administration
რაც შეეხება THOR-05F-ს, მისი ხერხემალი უფრო მოქნილია, 149 სანტიმეტრი სიმაღლისაა, 48 კილოგრამს იწონის და აღჭურვილია 150 სენსორით, რომლებსაც შეუძლიათ შეჯახების დროს სხეულის ისეთ ნაწილებზე ზეწოლის გაზომვა, როგორებიცაა ხელები, ბარძაყები, წვივები, მუხლები და ტერფები. სატესტო მანეკენის სხვა ვერსიები ამას ვერ აკეთებენ.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია დავინახოთ, ქალის სხეულის რომელი ნაწილი ზიანდება შეჯახების დროს", — ამბობს აშშ-ს ყოფილი კონგრესმენი, სუზან მოლინარი.
სატესტო მანეკენების ამჟამინდელ ვერსიებს, თითქმის, 40 წელია აქტიურად იყენებენ. პირველი მოდელი 1971 წელს გამოსული Hybrid I იყო. მოგვიანებით, 1980-იან და 1990-იან წლებში NHTSA-მ ორი მანეკენი, ვინსი და ლარი, შექმნა.
როგორც მანეკენის შემქმნელი, კრის ოკონორი ამბობს, მათი გამოყენება მომდევნო 20 წელი შეგვეძლება, მისი ღირებულება 1 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
კომენტარები