ჯორჯ კობი — ისტორია უსაზღვრო შესაძლებლობებზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საახალწლო ნათურების ციმციმი ზამთრის დღესასწაულების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ვიზუალურ მეტაფორად იქცა. თუმცა, ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ამ ნათების ისტორია ქართველ გამომგონებელ, გრიგოლ კობახიძეს, იმავე ჯორჯ კობის უკავშირდება, რომლის ამბავიც რაჭის, სოფელ თხმორში დაიწყო და ათწლეულების შემდეგ, ამერიკული კულტურის სიმბოლოდ იქცა.
პირველი ნაბიჯები
ყველაფერი 10 წლის გრიგოლ კობახიძის უცნაური გადაწყვეტილებით დაიწყო. ის სოფელ თხმორიდან ბორჯომში გაიპარა, სადაც ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა მუშაობდა. გზამ, რომელიც სიახლეებით სავსე აღმოჩნდა, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
რამდენიმე წელიწადში ქარხნის ყველა ტექნოლოგია შეისწავლა, ადრეულ ასაკშივე მოიპოვა ავტორიტეტი და საკუთარი გამოგონებით წარმოების გაზრდის მეთოდიც კი შეიმუშავა.
ემიგრაცია და ახალი ცხოვრება
1909 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთისა და გერმანიის გავლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა.
აშშ-ში თავდაპირველად პურის მცხობლად მუშაობდა, თუმცა ძალიან მალე საკუთარი საკანცელარიო მაღაზია გახსნა. კაპიტალის დაგროვებასა და ამერიკული ბიზნესის შესწავლასთან ერთად, მისი გამომგონებლური ტვინი არც აქ ისვენებდა: General Electric-ში მუშაობის პარალელურად, ავტომატური საწერი კალმები დააპატენტა და მათი გაყიდვა საკუთარ მაღაზიაში დაიწყო.
ტრიუმფი
1919 წელს, კობის ტალანტის წყალობითა და დიდი შრომის შედეგად მასაჩუსეტსის ქალაქ ატლბოროში Coby Glass Products Company გაიხსნა. სულ რაღაც სამ წელიწადში, 45-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მინის ქარხანა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
გრიგოლმა 60-ზე მეტი გამოგონება დააპატენტა, შეიტანა ნოვაციები, რომლებმაც ამერიკის სამშენებლო ბიზნესი მნიშვნელოვნად შეცვალა. კობის მასალები გამოყენებულია ნიუ-იორკის ცნობილი ცათამბჯენის, კრაისლერის შენობის, მშენებლობაში.
ათ წელიწადში ჯორჯ კობი უკვე ამერიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად და ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ მოიხსენიებოდა. ბიზნესმენის წლიური ბრუნვა 15 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო წმინდა მოგება 4 მილიონს.
1925 წელს გრიგოლი საქართველოში დაბრუნდა. მშობლიურ სოფელში ააგო სკოლა, აფთიაქი, სადაც მოსახლეობა უფასო მედიკამენტებს იღებდა, მდინარეზე ააშენა ხიდები და ეკლესია შეაკეთა. მალე ბოლშევიკებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს და ქვეყნის სასწრაფოდ დატოვება მოუწია.
დიდი დეპრესია და ახალი სიცოცხლე
როგორც იტყვიან, აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს. 1929-1930 წლების დიდმა დეპრესიამ კობის ბიზნესი სრულად გაანადგურა.
ამბობენ, გაჭირვების დროს კობიმ სახლის მახლობლად პატარა მაღაზია გახსნა, სადაც საკუთარი ხელით დამზადებულ წვრილმან ნივთებს ყიდდა.
მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ოსტატმა აშშ-ს მთავრობას საომარი საჭიროებებისთვის მინის წარმოების აღდგენისთვის საჭირო დაფინანსება სთხოვა. მან ეს დაფინანსება მიიღო.
წარმოება აღადგინა და რამდენიმე წელიწადში არა მხოლოდ ძველ ფორმას დაუბრუნდა, არამედ კრიზისამდე პერიოდთან შედარებით უფრო დიდი სარგებელიც მიიღო.
ფინანსური კეთილდღეობის პერიოდში გრიგოლმა სათამაშოების მაღაზია გახსნა და სოციალური პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღო, მისი ინიციატივით ამერიკაში გაჩნდა უფასო სასადილოები მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა.
საშობაო ციმციმები
ერთხელ, შობის დღესასწაულზე თანამშრომელთან სტუმრობის დროს კობიმ ნაძვის ხეზე მოციმციმე სანთლები შენიშნა. სენტიმენტალური ღირებულების მიღმა ამ რიტუალში ბიზნესმენმა საფრთხეც ამოიკითხა და ახალი იდეაც დაიბადა!
სულ მალე გრიგოლის ავტორობით შეიქმნა ნაძვის ხის ახალი საშობაო ციმციმები, იგივე Bubble Lamps, რომლებიც სანთლებზე გაცილებით უსაფრთხო იყო მათ გარშემო მოფუსფუსე ადამიანებისთვის.
კობიმ საახალწლო სათამაშოების წარმოება წამოიწყო და მალე აშშ-ში, საფრანგეთსა და კანადაში საახალწლოდ გამზადებულ სახლებში გამოჩნდა ქართული დროშის ფერებში გაფორმებული ყუთები წარწერით Christmas is Coby —შობა არის კობი.
ურთიერთობა ქართველ ემიგრანტებთან
ამერიკაში კობი აქტიურად თანამშრომლობდა სხვა წარმატებულ ქართველებთან. გიორგი მაჩაბლისთვის, იმავე Prince Matchabelli-სთვის, კობი სუნამოს უნიკალურ ფლაკონებს ამზადებდა, რომლებიც სურნელს ვიზუალური იდენტობით ამკობდნენ. ალექსანდრე ქართველიშვილთან თანამშრომლობით კი განსაკუთრებული გამძლეობის მინას ქმნიდა სამხედრო თვითმფრინავების საპილოტე კაბინებისთვის.
მემკვიდრეობა
გრიგოლ კობახიძესა და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავდათ. საბჭოთა რეპრესიების გამო ნათესავებთან კავშირიც დაკარგული ჰქონდა. კობის სურდა, თავისი საქმე ქართველისთვის გადაებარებინა, თუმცა მის გარშემო აღარავინ იყო, ვისაც მთელი ცხოვრების ნაშრომს ანდობდა.
საბოლოოდ არჩევანი იტალიელ ძმებზე, ჯიმ და ჯული პალიებზე, შეაჩერა, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 1967 წელს, გააგრძელებდნენ მის დაწყებულ საქმეს და კომპანიის სახელშიც დამფუძნებლის ხსოვნას შეინარჩუნებდნენ.
ჯორჯ კობის ცხოვრება არგაჩერების საუკეთესო მაგალითია. ის გვახსენებს, რომ არ არსებობს იდეა, რომელიც ზედმეტად თამამია, ან ოცნება, რომელიც ზედმეტად უსასრულოა.
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ის იქცა საქართველოს ბანკის საახალწლო კამპანიის მთავარ შთაგონებად და გზავნილად: შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა!
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები