საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა — მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
ფოტო: საირმე
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საირმეს რეკრეაციული ფერმის მოწყობა-განვითარება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. 4-მილიონიანი პროექტის ფარგლებში მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში დათევზიანების მორიგი ეტაპი განხორციელდა. სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მდინარეში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000-მდე ქვირითი ჩაეშვა. დათევზიანება საირმეს რეკრეაციული ფერმის ისტორიული პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელია და ბუნებრივი ეკოსისტემის გაძლიერებასა და ადგილზე თევზის პოპულაციის აღდგენას ისახავს მიზნად.
თენგიზ ცერცვაძე, საირმეს რეკრეაციული ფერმის დირექტორი: "მდინარისა და ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების აღდგენა ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. უწყვეტად ვაგრძელებთ სამუშაოებს და ამჯერად დათევზიანების მეორე ეტაპი დავასრულეთ. მდინარე წაბლარასწყალში კალმახის ქვირითის ჩაშვება გრძელვადიანი, გააზრებული პროცესის ნაწილია და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი საბოლოო მიზანია, შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები და პარალელურად, ხელი შევუწყოთ საირმის, როგორც ეკოტურისტული კურორტის, განვითარებას".
ფოტო: საირმე
დათევზიანება საირმეს რეკრეაციული ფერმის ტერიტორიაზე ერთსა და იმავე ლოკაციაზე მეორედ ჩატარდა, რაც აპრობირებული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ეფექტიანი მეთოდია. ასეთი პრაქტიკა ზრდის კალმახის გადარჩენის მაჩვენებელს, უზრუნველყოფს მათ უკეთეს ადაპტაციას გარემოსთან და მდინარეში სტაბილური პოპულაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, განმეორებითი დათევზიანება კონკრეტულ მონაკვეთზე საშუალებას იძლევა, პროცესის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასდეს და ეკოსისტემის აღდგენა მდგრადი მიდგომით წარიმართოს.
მდინარეში ქვირითის ჩაშვება იმერეთის რეგიონში მიმდინარე ისტორიული პროექტის მხოლოდ ნაწილია. საირმეს რეკრეაციული ფერმის განვითარებასა და კეთილმოწყობაზე სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ. პრიორიტეტი საირმეში კავკასიური კეთილშობილი ირმისა და სხვა იშვიათი სახეობების დაბრუნება-გამრავლებაა. ამ მიზნის მისაღწევად, უპირველესად, უსაფრთხო გარემოს შექმნაა საჭირო. ადგილზე შესაბამისი ღონისძიებები ერთი წლის წინათ დაიწყო. ამჟამად 13 000 ჰექტარი ტერიტორია 24/7-ზე თერმული კამერით აღჭურვილი დრონებით კონტროლდება. ტყეს საგანგებოდ გადამზადებული 12 რეინჯერი იცავს. მათ განკარგულებაშია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 "ბაგი", 2 კვადროციკლი, 2 ცხენი და სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.
სხვადასხვა ზონაში დამონტაჟებულია 40 ფოტოხაფანგი. ყოველდღიურად ნაწილდება საკვები გარეული ცხოველებისთვის, მოწყობილია სპეციალური სამარილეებიც.
ასევე ტერიტორიაზე უკვე შეიქმნა მოსასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. ჩაიდგა საეგერო ხის ქოხები, მონიშნული ადგილები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მათ შორის ცეცხლსაქრობებით, ხანძრის პრევენციისთვის.
საბოლოოდ, ერთწლიანი სამუშაოების ფარგლებში 900 000 ლარია დახარჯული. 5-წლიანი პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 4 მილიონი ლარია.
უახლოეს გეგმებშია ფერმამდე მისასვლელი და, აგრეთვე, შიდა გზების კეთილმოწყობა. ასევე შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.
მიმდინარე პროცესებისა და ეკოინოვაციური პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება მათ არ ეზღუდებათ და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივი უკვე დასაქმებულია, ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები