საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოში ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის თანამშრომლობით, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა.
ინიციატივაში საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესებისა და კორპორატიული მიმართულების ბანკირები მონაწილეობდნენ. მათი მიზანი ბიზნესებისთვის მწვანე ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა და შესაბამისი მწვანე დაფინანსების იდენტიფიცირება იყო.
მწვანე დაფინანსების რალის ფარგლებში გამოვლინდა 4 გამარჯვებული, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ Climate and Renewable Energy finance-ის კურსი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლა — Frankfurt School of Finance and Management-ში.
ამასთან, დამატებით სამი კორპორატიული ბანკირი განახლებადი ენერგიის მიმართულებიდან გაემგზავრება ტრენინგებზე ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლაში. ინფორმაციისთვის, რალიში მონაწილეობენ მცირე, საშუალო და კორპორატიული მიმართულებების სხვადასხვა სექტორის ბანკირები, გარდა განახლებადი ენერგიის მიმართულებისა.
“მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს ბანკთან იმ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აძლიერებს ბანკის შესაძლებლობებს მწვანე დაფინანსების მიმართულებით და ხელს უწყობს მდგრადი დაკრედიტების პრაქტიკას. ბანკირების მოტივაციისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერით, ვქმნით გრძელვადიან დადებით გავლენას ბიზნესსა და გარემოზე საქართველოში”. — ივანე ლექვთაძე, საქართველოში Finance in Motion-ის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი.
“მწვანე დაფინანსების რალის მიზანია, ხელი შეუწყოს ჩვენს ბანკირებში მწვანე დაფინანსების შესახებ ცნობიერების ზრდასა და პარტნიორი ბიზნესების მიერ მწვანე დაფინანსების მიღებას, რაც გრძელვადიან პერიოდში მდგრადი ბიზნეს-პრაქტიკების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ინიციატივის ფარგლებში, ჩვენს ბანკირებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევძელით ისეთი პროექტების იდენტიფიცირება, რომლებიც სრულად შეესაბამება სების მწვანე ტაქსონომიის კრიტერიუმებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მწვანე დაფინანსების მიმართ ინტერესის კიდევ უფრო მეტად ზრდას.” — აღნიშნავს ნინო თავაძე, საქართველოს ბანკის მწვანე და კლიმატის დაფინანსების პორტფელის მენეჯერი.
“საქართველოს ბანკისთვის მდგრადი განვითარება ჩვენი ბიზნესმოდელის განუყოფელი ნაწილია. მწვანე დაფინანსების რალი არის პრაქტიკული მაგალითი იმისა, როგორ ვაძლიერებთ ბანკირების კომპეტენციებს, ვზრდით მწვანე დაფინანსების ხარისხს და ვუჭერთ მხარს ბიზნესებს კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვაში. მსგავსი ინიციატივები გვაძლევს საშუალებას, სისტემურად გავზარდოთ მწვანე დაფინანსების პორტფელი და შევქმნათ გრძელვადიანი დადებითი გავლენა ეკონომიკასა და გარემოზე.“ — აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
Finance in Motion ინიციატივაში ჩართული იყო Green for Growth Fund-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის საშუალებით. ინფორმაციისთვის, Green for Growth Fund (ფონდი მწვანე ზრდისთვის) ევროკავშირის, კერძოდ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის სპეციალურ ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების მიწოდებით, ხელი შეუწყოს პარტნიორ ქვეყნებში ენერგო რესურსების დაზოგვას, CO₂-ის ემისიის შემცირებასა და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები