ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს
ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანა ნადარეიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ 3 კვირის წინ მისი მეუღლე პოლონეთში წასვლას გეგმავდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. მისივე თქმით, ბაჩო ახალაია დაკავებას ელოდებოდა.
"დაახლოებით 3 კვირის წინ, ბაჩო აპირებდა გაბრუნებას ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ წასულები ვიყავით, როგორც ემიგრანტები, ლუკმა-პურის საშოვნად, საზღვარზე არ გაუშვეს. მიზეზი არ განუმარტავთ. ბაჩოს თვითონაც ჰქონდა მოლოდინი, რომ დააკავებდნენ," — განაცხადა ნადარეიშვილმა.
რაც შეეხება ახალიას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს, ნადარეიშვილმა ის "სრულ ბოდვად შეაფასა". მისი განცხადებით სუს-ის განცხადება, რომ ბაჩო ახალიამ 4 ოქტომბრის ორგანიზატორებთან სატელეფონო ზარები განახორციელა, აბსურდია, რადგან უწყებამ მისი ნომერი არ იცოდა.
"ბოდვაა სრული. ბაჩო რომ დაიბარეს, მაშინ ამ ხმის ჩანაწერის ნიმუშზე მე დამირეკეს და ასე დაიბარეს — მაშინ ვუთხარი, მე რატომ მირეკავთ? და მიპასუხეს, რომ ბაჩოს ტელეფონი არ იცოდნენ. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი და როგორი ბოდვაა, საერთოდ სახლში ვინ ვცხოვრობდით, ისიც არ აქვთ დადგენილი.
[...] ესენი არიან რუსები. ჩვენ კოლაბორაციონისტები არ ვართ, არ ვლაპარაკობთ მტრებთან. დაახლოებით 4 საათი იქნებოდა, ჩემს ნომერზე რომ დარეკეს. ის გამომძიებელი ქალბატონი იყო, ვინც მე მანამდე დამიბარა და დამკითხა. მითხრა, რომ დამატებით ჰქონდა კითხვები და მიბარებდა მოწმის სახით. ასევე იბარებდა ბაჩოსაც და ზვიად გაგუასაც — ჩვენი ოჯახის ახლობელს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს.
ვუთხარი, რომ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდოდით და კი ბატონო, დავაფიქსირებ ოქმში და დაგიკავშირდებითო. ზუსტად ნახევარ საათში, დაახლოებით, 30 ნიღბიანი და ავტომატიანი სამართალდამცავი შემოცვივდა. იდგნენ ავტომატებით. ტელეფონი ჩავრთე, პირდაპირი ეთერი რომ ჩამერთო. საოცარი სანახაობა იყო, მაგრამ ეგრევე მომიშვირეს ავტომატები — დააგდე ტელეფონიო, ნივთმტკიცებაა და არ გაქვს უფლება გადაღებისო," — განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი განცხადებით, ოჯახის ახლობელს, ზვიად გაგუას ბაჩო ახალიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს და აშინებდნენ, რომ ახალაიასთან ერთად, მის მეუღლესაც გაასამართლებდნენ.
უკნიდან მომადგა ქალბატონი გამომძიებელი და მითხრა, თქვენც დაკავებული ხართო და დაიწყეს ჩემი ოქმის შედგენა. მე რომ გამიყვანეს, მერე გაიყვანეს ბაჩო და შემდეგ წაუყვანიათ ზვიად გაგუაც. სუს-ში დაკითხვაზე უთხრეს, მიეცი ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება, დაადასტურე, რომ კონტაქტი ჰქონდა და იყო ორგანიზატორი [4 ოქტომბრის აქციის] და ანის გამოვუშვებთო, თუ არადა, ორივე დაჭერილია და ბავშვები დედ-მამის გარეშე დარჩებიანო. შემდეგ დააბრუნეს სახლში," — თქვა ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩო ახალაიას ცოლის ანა ნადარეიშვილის აიპი მისამართებსა და ბრალდებული ორგანიზატორების ინტერნეტაპლიკაციებს შორის 343 ინტერნეტსესია ფიქსირდება. უწყების ცნობით, ბაჩო ახალაიასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლეც, თუმცა, ანა ნადარეიშვილი შემდეგ გაათავისუფლეს.
- 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩო ახალაია დააკავეს
- თამარ ჩერგოლეიშვილი: "ახალაიას ცოლი 2 თვე 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" კამპანიას ეწეოდა — საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"
- ირაკლი კობახიძე: 4 ოქტობრის დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, ბაჩო ახალაია
- "ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას" — ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე
- ბაჩო ახალაია, რომელიც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იმყოფება გამოკითხვაზე, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
- ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კომენტარები