Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ფოტო: Jacobs
Jacobs და Carte Noire საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყავის ბრენდებია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ ყოველდღიურად მოიხმარს და ისინი სასურსათო მარკეტებშიც ფართოდაა წარმოდგენილი. 2025 წლის ოქტომბერში სამართალდამცველმა უწყებებმა სწორედ აღნიშნული პროდუქციის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ Jacobs Monarch 1.8 გ და Carte Noire 1.8 გ შეფუთვები მზადდებოდა თვითნებურად მოწყობილ საწყობში და ვრცელდებოდა როგორც ოფიციალური JDE Peet’s ბრენდების პროდუქცია, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა არც კომპანიის ხარისხის სტანდარტებთან და არც საწარმოო პროცესებთან.
აღნიშნულმა ფაქტმა მომხმარებელში ბუნებრივად გააჩინა კითხვები, ამჟამად მაღაზიის თაროებზე წარმოდგენილი ყავის ავთენტურობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, კომპანია JDE Peet’s-ში დეტალურად განმარტავენ, რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა Jacobs-სა და Carte Noire-ის ყავის შეძენისას და როგორ უნდა მოიქცნენ საეჭვო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში.
ფოტო: JDE Peet’s
ამასთან, კომპანიის დირექტორი კახაბერ მურაჩაშვილი საუბრობს ფალსიფიცირებული პროდუქციის მოხმარების რისკებთან და კომპანიისა და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით:
ბატონო კახა, თავდაპირველად განგვიმარტეთ, როგორ უნდა დარწმუნდეს მომხმარებელი პროდუქტის ავთენტურობაში?
ყველაზე საიმედო განმასხვავებელი ნიშანი არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქართული მარკირება. როგორც წესი, ყალბი პროდუქციის რეალიზატორები არ იცავენ აღნიშნულ წესებს და მათი ეტიკეტები ხშირად შეიცავს ორთოგრაფიულ შეცდომებს, არასწორ ინფორმაციას, მაგალითად, შენახვის პირობებთან დაკავშირებით, ასევე, არაზუსტ ან არალოგიკურ ვადას და სხვა. პროდუქტზე ვიზუალური დაკვირვებით შეამჩნევთ, არის თუ არა ის ავთენტური.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც წესი, ყალბი პროდუქცია არის შედარებით დაბალი ფასის, რადგან მისი წარმოებისთვის გამოიყენება დაბალი ხარისხის, იაფი ნედლეული და ძირითადი ხარჯები მიმართულია შეფუთვისკენ, რათა მომხმარებელი სწორედ ვიზუალით შეაცდინონ. ამასთან, ფალსიფიკატორები თავიდან ირიდებენ გადასახადებს, დასაქმებულებთან დაკავშირებულ ხარჯებს, დადგენილი ხარისხის სტანდარტების დაცვას და აღნიშნულის ხარჯზე ახერხებენ ყალბი ყავის დაბალ ფასად რეალიზაციას.
თუ ვიზუალური დათვალიერების მიუხედავად მაინც რჩება ეჭვი, შეგიძლიათ, საკითხი დააფიქსიროთ ცხელ ხაზზე 0800 100 122 და ოპერატორი პროდუქტის წარმოების თარიღისა და სერიის ნომრის მიხედვით ჩვენი ოპერატორი მყისიერად მოგაწვდით ინფორმაციას. ამგვარად თავის დაზღვევით დაცული იქნება თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და დარწმუნდებით, რომ ნამდვილად ხარისხიან და სერტიფიცირებულ პროდუქტს მოიხმართ.
როგორც აღნიშნეთ, ფალსიფიცირებულმა ყავამ შეიძლება ჯანმრთელობის რისკები შექმნას. საინტერესოა, რა საფრთხეებზეა საუბარი?
ყალბი პროდუქციის დამზადებისას შეიძლება ელემენტარული ჰიგიენური ნორმებიც კი არ იყოს დაცული და, ცხადია, შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ნივთიერებები. მათი მოხმარებით ვრისკავთ, რადგან რეალურად, არ ვიცით, რას ვაწვდით ჩვენს ორგანიზმს, რისკები კი იზრდება განსაკუთრებით მაშინ, როცა ყალბ პროდუქტს დღეში რამდენჯერმე, რეგულარულად მოვიხმართ.
აქვე ვისაუბროთ ფინანსურ ზარალზეც — მომხმარებელი თანხას იხდის ბრენდირებულ პროდუქტში, მაგრამ ვერ იღებს შესაბამის ხარისხსა და უსაფრთხოებას, რომლის გარანტიასაც ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან იძლევა.
რა ზიანს აყენებს პროდუქტების ფალსიფიცირება როგორც კომპანიას, ასევე სახელმწიფოს?
სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ზიანს აყენებს ძლიერ კომპანიებს, რომლებიც რეალურად ცდილობენ, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო პროდუქცია შესთავაზონ.
ერთი მხრივ, ყალბი პროდუქცია ბიზნესებისთვის იწვევს ფინანსურ ზარალს, რეპუტაციულ რისკებსა და არასწორ კონკურენციას. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, როგორ დაიცვას თავი ფალსიფიცირებული პროდუქციის შეძენისგან. მეორე მხრივ, უკანონო ვაჭრობა აზარალებს სახელმწიფოსაც, რადგან იწვევს საბიუჯეტო დანაკარგებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იქმნება ასეთი მასშტაბური ფალსიფიკაციის პრეცედენტები, რამაც შეიძლება დანაშაული კიდევ უფრო წაახალისოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროული რეაგირება და ყალბი პროდუქციის რეალიზაციის აღკვეთა.
როგორც კომპანია, რომელიც საქართველოში უკვე ათეულობით წელია ოპერირებს, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება შემცირდეს ყალბი პროდუქციის გავრცელება?
ყალბი პროდუქციის დამზადებისა და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს კოორდინაცია სახელმწიფოს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის. სწორედ ეს ჯაჭვი ქმნის დაცულ ბაზარს, რომელზეც ფალსიფიცირებული პროდუქციის მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა.
ამასთან, ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლა პირველ რიგში სახელმწიფოს ეკისრება. დიდი ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად და დანაშაულებრივი საქმიანობის აღსაკვეთად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა იზრუნონ ორგანიზებული ბაზრის გამყარებასა და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფაზე.
რაც შეეხება უკვე ბიზნესის ნაწილს, ჩვენი მხრიდან მუდამ მზად ვართ შესაბამის ორგანოებთან აქტიურ თანამშრომლობაზე, ამასთან, სხვადასხვა არხით აქტიურად ვახორციელებთ მომხმარებელთა ინფორმირებას, რათა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა და ჩვენი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის რეპუტაცია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები