გადააგორე ზამთარი — შეცვალე საბურავი თეგეტა მოტორსში და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
ფოტო: თეგეტა
ზამთარი ის პერიოდია, როდესაც ავტომფლობელებმა ავტომობილის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. ცივ და წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იზრდება, ამიტომ აუცილებელია, ავტომობილი სათანადოდ იყოს აღჭურვილი. თეგეტა მოტორსი ამჯერად საკომუნიკაციო გზავნილით —გადააგორე ზამთარი მძღოლებს მოუწოდებს, ავტომობილები ზამთრის სეზონის შესაბამისად მოამზადონ. იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს, თეგეტა მოტორსის ფილიალებში, ასევე აპლიკაციასა და Tegeta Shop-ზე მომხმარებელს საბურავების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლება დახვდებათ.
როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთარში შესაბამისი საბურავების გამოყენება და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას? — ამ საკითხებზე დეტალურად საუბრობს თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი დავით ჩხაიძე.
ფოტო: თეგეტა
რა საფრთხის შემცველია ზამთარში არასეზონური საბურავებით გადაადგილება?
მოყინულ და სველ გზებზე ავტომობილის მოცურების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამას ემატება გართულებული ხილვადობა და გადატვირთული გზები. ეს დაბრკოლებები კი შესაძლოა, გზაზე მოძრაობისას სერიოზული პრობლემების გამომწვევი გახდეს. სწორედ ამიტომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, სეზონურად ვცვალოთ საბურავები და ამინდისა და გზის რელიეფისთვის შესაბამისი საბურავები გამოვიყენოთ.
ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. აღსანიშნავია, რომ მთავარი ფაქტორი ტემპერატურის კლებაა. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია არასეზონური საბურავების ზამთრის საბურავებით ჩასანაცვლებლად.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავებს ამოწურული არ უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის თვისებებს კარგავს, ხდება გამოუსადეგარი და იმავე პრობლემებს ქმნის, რასაც ზაფხულის საბურავებით გადაადგილება.
ფოტო: თეგეტა
როგორ შევარჩიოთ სწორად ზამთრის საბურავები?
საბურავების სეზონურობა დგინდება და კლასიფიცირდება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციებით. პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, როგორ კლიმატურ პირობებში უწევს მძღოლს გადაადგილება და ამის შესაბამისად უნდა შეირჩეს რამდენიმე ტიპის ზამთრის საბურავიდან რომელიმე. ნაწილი გათვლილია ზამთარში ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად, მეორე ნაწილი კი, მკაცრი ზამთრის პირობებისთვის, როცა გზის საფარი დაფარულია თოვლითა და ყინულით. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, თვეში ერთხელ შემოწმდეს საბურავების წნევა, რადგან ეს არის სწორად ცვეთის პირველი ინდიკატორი.
არსებობს მითი, რომ MS აბრევიატურა ყველა სეზონის ტიპის საბურავის მანიშნებელია, სინამდვილეში როგორ იშიფრება ეს სიმბოლო?
MS იშიფრება, როგორც ტალახი (Mud) და თოვლი (Snow) და არ არის სეზონურობის მაჩვენებელი. ეს აწერია ზამთრის საბურავს და, იმავდროულად, შეიძლება, ეწეროს როგორც ყველა სეზონის, ისე ზაფხულის საბურავებსაც. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, მასზე დატანილი უნდა იყოს All Season წარწერა ან ოთხივე სეზონის აღმნიშვნელი მარკირება.
საქართველოში საკმაოდ პოპულარულია ყველა სეზონის საბურავები. რატომ არ არის უსაფრთხო ზამთარში ამ ტიპის საბურავებით გადაადგილება?
ყველა სეზონის ტიპის საბურავები შეიძლება გამოვიყენოთ ზაფხულშიც და ზამთარშიც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი განკუთვნილია ქალაქის პირობებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გზის საფარი მშრალია. სხვა შემთხვევაში აუცილებელია ზამთრის საბურავების გამოყენება, რათა ავტომობილს თოვლსა და ყინულზე გადაადგილებისას არ შეექმნას უსაფრთხოების პრობლემა და შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ახალი რეგულაციები, რომელთა თანახმადაც, ზამთრის სეზონზე სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების ავტომობილით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს და არ გამოიყენებს, ე.წ. ზამთრის საბურავებს, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების რაოდენობაც შეუმცირდება.
მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის ყიდვა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა.
რომელ ბრენდებსა და რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს თეგეტა მოტორსი ამ მიმართულებით?
თეგეტა მოტორსში მომხმარებელს ვთავაზობთ ზამთრის საბურავების ფართო არჩევანს. პრემიუმ სეგმენტში წარმოდგენილია Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-სა და Continental-ის ბრენდები. გარდა ამისა, გვაქვს არჩევანი საშუალო კატეგორიაში — Riken, Petlas, Yokohama და ბიუჯეტურ ბრენდებში — Westlake, Hilfy.
თეგეტა მოტორსში მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს Bridgestone Blizzak-ის საბურავები. სწორედ ამ ხაზის მოდელს მიანიჭა მაქსიმალური, 100%-იანი შეფასება ზამთრის საბურავების უახლეს დამოუკიდებელ ტესტში გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა დამოუკიდებელმა სატესტო ორგანიზაციამ, რომელიც უსაფრთხოების, ინჟინერიისა და მასალების ტესტირების სფეროში მსოფლიოში ავტორიტეტად მიიჩნევა, — ტესტირება ზამთრის ყველაზე კრიტიკულ სამ პარამეტრს მოიცავდა: აჩქარება თოვლზე, დამუხრუჭება სველ ასფალტსა და თოვლზე. ეს არის შედეგი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Bridgestone მსოფლიო ლიდერია ზამთრის საბურავების სეგმენტში.
თეგეტა მოტორსში შეძენილ პრემიუმ ბრენდებზე მოქმედებს უსასრულო გარანტია, აგრეთვე, ნებისმიერ საბურავზე ქარხნული წუნის შემთხვევაშიც მოქმედებს გარანტია. თეგეტა მოტორსში საბურავების შეძენა, შესაძლებელია, როგორც ფილიალებში, ისე ონლაინ მაღაზიაშია. დეკემბრის ბოლომდე კი კომპანიის ფილიალებში მომხმარებლები საბურავის პროტექტორის შემოწმებას უფასოდ შეძლებენ.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები