ნინო ოკრიბელაშვილი: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება
ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის" შექმნის ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში კლასიკური, ერთიანი "ფსიქიკური პაციენტების რეესტრი" არ არსებობს, თუმცა არსებობს სამედიცინო აღრიცხვა, რომელიც ხორციელდება: ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის მიერ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში, პერსონალურ ინფორმაციაზე "უფლებამოსილი პირია მკურნალი ექიმი, სამედიცინო დაწესებულება და თავად პაციენტი."
"არსებობს თუ არა "ფსიქიატრიული პაციენტების "რეესტრი" საქართველოში? კლასიკური, ერთიანი "ფსიქიკური პაციენტების რეესტრი" არ არსებობს.
საქართველოში არ არსებობს ისეთი რეესტრი, სადაც ყველა ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე ადამიანი არის ჩამოთვლილი; მონაცემები ხელმისაწვდომი არის არასამედიცინო სტრუქტურებისთვის და მოქალაქე ავტომატურად კარგავს უფლებებს მხოლოდ დიაგნოზის გამო.
რა ტიპის "აღრიცხვა" არსებობს რეალურად?
— არსებობს სამედიცინო აღრიცხვა, რომელიც ხორციელდება: ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის მიერ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (მაგ. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა), დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში — სტატისტიკისთვის.
— აღრიცხვა მოიცავს: დიაგნოზს (ICD-10); ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ფაქტებს.
და ეს არის კლინიკური დოკუმენტაცია, არა "რეესტრი" სამართლებრივი გაგებით.
ვინ აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე? უფლებამოსილი პირია მკურნალი ექიმი, სამედიცინო დაწესებულება და თავად პაციენტი.
არ აქვთ წვდომა ავტომატურად: დამსაქმებლებს, უნივერსიტეტებს, პოლიციას, სასამართლოს (გარდა სპეციფიკური სამართლებრივი მოთხოვნისა), სამხედრო ან მიგრაციულ უწყებებს.
მონაცემები დაცულია: პაციენტის კონფიდენციალურობის, პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის, ბიოეთიკური ნორმების მიხედვით", — დაწერა ფსიქიატრმა.
ნინო ოკრიბელაშვილი ასევე წერს, რომ მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება. მისივე განმარტებით ფსიქიატრიული დიაგნოზი არ ზემოქმედებს დასაქმებაზე, უნივერსიტეტში ან საზღვარგარეთ წასვლაზე.
"როდის შეიძლება ინფორმაცია გახდეს სამართლებრივად მნიშვნელოვანი?
— ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა იძულებითი ჰოსპიტალიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით,
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, იარაღის ფლობის საკითხი, მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული საქმე. და ამ შემთხვევაშიც — არა "რეესტრიდან", არამედ კონკრეტული სამედიცინო დასკვნით.
ზემოქმედებს თუ არა ფსიქიატრიული დიაგნოზი:
— დასაქმებაზე? არა, რადგან დიაგნოზთან პოტენციურ დამსაქმებელს წვდომა არ აქვს.
— უნივერსიტეტში სწავლაზე? არა.
— საზღვარგარეთ წასვლაზე? არა (გარდა სპეციფიკური ვიზების სამედიცინო მოთხოვნებისა).
— მართვის მოწმობაზე? მხოლოდ გარკვეული დიაგნოზებისა და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში; ინდივიდუალური ექსპერტული შეფასებით თუ დიაგნოსტირებული იყო ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობა კლასიფიკატორიდან!
გავრცელებული მითები: თუ ფსიქიატრთან მიხვალ, რეესტრში შეგიყვანენ; რეესტრი ყველას ხედავს; დიაგნოზი სამუდამოა და უფლებებს გართმევს — საბჭოთა მოდელის გადმონაშთია, შიშია, რომელიც თანამედროვე ქართულ სისტემას არ შეესაბამება, დავამატებდი — "ჯერჯერობით"..., — დაწერა ფსიქიატრმა სოციალურ ქსელში.
მანამდე ნინო ოკიბელაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, სადაც განმარტავდა, რომ "თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება, რაც იწვევს სტიგმას, კონტროლს და უფლებების შეზღუდვას" და მისივე თქმით "ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ითვლება ყველაზე სარისკო და სენსიტიურ გადაწყვეტილებად."
"რას ნიშნავს "რეესტრი" ?
ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: ის ადამიანს, არა მკურნალობის საჭიროების მიხედვით, არამედ სტატუსის მიხედვით ამოიცნობს და აჯგუფებს.
ანუ, თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება, რაც იწვევს სტიგმას, კონტროლს და უფლებების შეზღუდვას.
— საქართველოს მაგალითიც აქ ხვდება. თუ ადამიანს აქვს დიაგნოზი: F63.3 ტრიქოტილომანია (იწიწკნის თმას), მისი მართვის მოწმობის გაცემაზე ექმნება კანონმდებლობასთან სერიოზული სირთულეები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობას მგზავრებისა და გზის უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
— ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ითვლება ყველაზე სარისკო და სენსიტიურ გადაწყვეტილებად.
საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს:
1. სამხრეთ კორეაში სადაზღვევო კომპანიამ ფსიქიატრიული მონაცემები არალეგალურად გამოიყენა და ადამიანებს დაზღვევაზე უარი უთხრა.
2. აშშ-ში 1950-იან წლებში ფსიქიატრიული ისტორიით შავ სიებში შეჰყავდათ ადამიანები და მუშაობის უფლებას უკრძალავდნენ.
3. რუსეთში "ზედამხედველობის რეესტრში" მოხვედრა ნიშნავს პროფესიული უფლებების დაკარგვას და სახელმწიფო ზედამხედველობას.
4. ბელარუსში ასეთი რეესტრი რეალურად გამოიყენება კონკრეტულ პოზიციებზე კანდიდატების გასარიცხად.
5. ჩინეთში მსგავსმა სისტემამ პოლიტიკური ოპონენტები ფსიქიატრიული იძულებითი მკურნალობის ობიექტებად აქცია.
6. მონაცემთა გაჟონვა მოხდა ფინეთში, სადაც 30,000 ფსიქოთერაპიული ჩანაწერი მოიპარეს და ხალხს შანტაჟით ემუქრებოდნენ", — დაწერა ფსიქიატრმა.
ნინო ოკრიბალშვილი აღნიშნავსს, რომ "პასუხგაუცემელი რჩება მთავარი ეთიკური კითხვა: ვინ და რა კრიტერიუმით გადაწყვეტს, რა არის "რისკი" და ვინ ჩაითვლება "საფრთხედ"?", რადგან მისი განმარტებით, არსებობს რისკი, რომ მსგავსი რეესტი პოლიტიკური, სუბიექტური ან ბიუროკრატიული დევნის იარაღად იქცეს.
"პასუხგაუცემელი რჩება მთავარი ეთიკური კითხვა: ვინ და რა კრიტერიუმით გადაწყვეტს, რა არის "რისკი" და ვინ ჩაითვლება "საფრთხედ"? ისტორიამ არაერთხელ დაგვანახვა, რომ ასეთი რეესტრები ადვილად იქცევა პოლიტიკური, სუბიექტური ან ბიუროკრატიული დევნის იარაღად.
ევროპასა და დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს ერთი ძირითადი პრინციპი:
კი — მკაცრად კონფიდენციალურ სამედიცინო ჩანაწერებს.
არა — სახელმწიფო ან საჯარო იდენტიფიცირებად რეესტრს.
სამედიცინო ჩანაწერებზე კი წვდომა აქვთ მხოლოდ მკურნალ ექიმებს, მკურნალობის პროცესში ჩართულ პროფესიონალებს და თავად პაციენტს — და არა სახელმწიფო უწყებებს, დამსაქმებლებს, სასამართლოს ან პოლიტიკურ ჯგუფებს", — დაწერა ოკრიბელაშვილმა.
ცნობისთვის, ოცნების პარლამენტის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მარტამდე უნდა შეიქმნას "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა" — "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტში ამ ცვლილებაზე და ამ ბაზის შექმნაზე პასუხისმგებელი ოცნების ხელისუფლების ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ცვლილებების ინიციატორი კი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
კომენტარები