ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში "არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში" ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის, სექსუალურად
პარტია გირჩის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრების" შექმნის ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა უნგრეთშიც არსებობს, სადაც არასრულწლოვან ბავშვებზე "რეაბილიტაციის ცენტრებში" ძალადობენ. მისივე განმარტებით, "ასეთი ცენტრები ბავშვებზე ძალადობის მაღალ რისკებს აჩენს" და ცენტრების შექმნის სარგებელი მხოლოდ კანონპროექტის ავტორების ფანტაზიაში დარჩება.
"უნგრეთში დიდი სკანდალია. "არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში" ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. უკვე პროტესტი ორგანიზდება ორბანის წინააღმდეგ. თუმცა ორბანის ბედი მე ნაკლებად მაღელვებს. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ასეთი "ცენტრების" გახსნას აპირებს ქართული ოცნება და ამით გეგმავს არასრულწლოვნებს შორის კრიმინალის შემცირებას.
ქართული ოცნების და პოლიციის ხელში აღზრდილი ბავშვები" უკვე საშიშად ჟღერს, თუმცა ასეთი ცენტრები რომ ბავშვებზე ძალადობის მაღალ რისკებს აჩენს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, და ეს კიდევ უფრო საშიშია. აგერ უნგრეთშიც იგივე მოხდა.
ჰოდა, ოცნების ინიციატივა, რომ არასრულწლოვანი დამნაშავეები ამგვარ ცენტრებში მოთავსდნენ — ისე უწყინარი არაა, ვიდრე ვინმეს ჰგონია. პირიქით, ის უამრავ რისკებს მოიცავს, მათ შორის იმისა, რაც უნგრეთში დაფიქსირდა, ხოლო სარგებელი მხოლოდ კანონპროექტის ავტორების ფანტაზიებში თუ დარჩება, რადგან ისედაც რთული ბედის ახალგაზრდა ასეთი "აღმზრდელების" ხელში რომ მოხდება, ის არასდროს დაადგება ნორმალური ცხოვრების გზას", — დაწერა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, ქართული ოცნება არასრულწლოვანებზე კანონის მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც 14 წლამდე მოზარდები კანონის დარღვევის შემთხვევაში "სპეციალურ რეაბილიტაციის ცენტრში" მოიხდიან სასჯელს. კანონპროექტის მიხედვით, ამისთვის "დასაბუთებული ვარაუდი" უნდა არსებობდეს.
"კანონთა კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ" – ასე ჰქვია კანონპროექტს.
საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში 14 წლამდე მიუღწეველ პირებზე სამართლებრივი დევნა არ იწყებოდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ "ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს".
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები