ირაკლი კობახიძე: ყოველ დღე გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომელიც იყო ნახსენები სუს-ის ბრიფინგზე
ოცნების პერმიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დაშლისას ყოველ დღე სუს-ის ბრიფინგზე გამოცხადებული ნივთიერებები გამოიყენებოდა. კობახიძის თქმით, ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია.
"პირველი, არავითარი დარბევები არ ყოფილა — ეს არის უკვე ტყუილი. რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით — ყველა დღეს ეხება ეს, მნიშვნელობა არ აქვს თარიღებს — მთლიანობაში, როდესაც იქნა გამოყენებული ყველა შემთხვევაში იქნა გამოყენებული ის ნივთიერებები, რომელიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ეს შეეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როცა იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია. სრული გამჭვირვალობის მზაობა არის ჩვენგან. შესაბამისად, თემა არის დახურული", — განაცხადა ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პროტესტის მონაწილეების დარბევისას.
ოცნების პრემიერმინისტრის განმარტებით, განხორციელდა დოკუმენტაციის და თავად ნივთიერების ანალიზი, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდა.
"დოკუმენტაციის და თავად ნივთიერების ანალიზი განხორციელდა. ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე და რამდენიმე დღეში დაიდო სრული მასალები გამოძიებასთან დაკავშირებით", — განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე იყო თუ არა საპროტესტო აქციაზე რომელიმე დღეს გამხსნელად გამოყენებული, კანცეროგენი, რომელიც მძიმ დაავადებებს იწვევს, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში საავადმყოფოებში ძალიან დიდი მიმართვიანობა იქნებოდა, რაც, მისი თქმით, არ დაფიქსირებულა.
"ყველაფერი ითქვა. ესეთი რამე რომ ყოფილიყო გამოყენებული იქნებოდა ძალიან დიდი მიმართვიანობა.
[ჟურნალისტი: არ იყო დიდი მიმართვიანობა? 207-მა ადამიანმა მიმართა...]
5-მა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დღესვე... მე მინდა გავიხსენო 9 აპრილის შემდეგ, როდესაც გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებითაც კი, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი საავადმყოფოები. 9 აპრილის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ როცა გამოიყენებ ქიმიურ ნივთიერებას შეუძლებელია ამას არ მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები ადამიანების დიდ რაოდენობაზე, ხო? ამ შემთხვევაში, "თუთიყუშს დასცვივდა ბუმბულები" — აქამდე დახვედით", — თქვა კობახიძემ.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები