მარკო ლომბარდო

3 Dec. 2025, 13:17

მარკო ლომბარდო: "ქიმიური იარაღი საქართველოში? [იტალიის] მთავრობამ საქართველოს ელჩი უნდა დაიბაროს.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ საქართველოში საპროტესტო აქციაზე გამოსული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.

ერთ წელზე მეტია ვამბობთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში დაამკვიდრა არალიბერალური რეჟიმი, რომელიც სისტემატურად იყენებს ძალადობასა და პატიმრობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიის ინსტრუმენტად.

ამ დარღვევებს ახლა მძიმე ბრალდება ემატება: ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა.

კიდევ რას უნდა ველოდოთ, რომ იტალიის მთავრობამ დაიკავოს პოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და დაიცვას ქართველი ხალხი?

იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს, წარმოადგინოს ყოველგვარი საჭირო განმარტება საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ არსებულ ვითარებაზე.

დღესდღეობით იყო ქართველი ნიშნავს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ღირებულებების დაცვას.

ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ ვართ ევროპა".

— წერს იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო X-ზე. შეგახსენებთ, BBC-ის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ტოქსიკური ნაერთი "კამიტე" გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ