რას უნდა ველოდოთ Stranger Things-ის ფინალში?
ფოტო: Netflix
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს!
2025 წლის 26 ნოემბერს ყველასთვის საყვარელი და ერთ-ერთი უდიდესი სერიალ Stranger Things-ის ბოლო, მე-5 სეზონის პირველი 4 ეპიზოდი გამოვიდა და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოდინად ღირდა.
სეზონს, როგორც სერიალის შემქმნელებმა — ძმებმა დაფერებმა აღნიშნეს, წინა სეზონებისგან განსხვავებით, პირდაპირ ქაოსში ვიწყებთ. ყოველი შემდეგი წუთის გასვლისას და ახალი ეპიზოდის ჩართვისას იგრძნობა, რომ დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს და სერიალის კულმინაცია ახლოვდება, თუმცა მანამდე კიდევ 1 თვე დარჩა. მე-5 სეზონის შემდეგი 3 ეპიზოდი 25 დეკემბერს, შობის ღამეს გამოდის, ხოლო ბოლო, ფინალური ეპიზოდი 31 დეკემბერს — ახალი წლის ღამეს.
ფოტო: Netflix
როგორც ძმებმა დაფერებმა, ისე თავად მსახიობებმა სეზონთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გაგვიზიარეს და გვითხრეს, თუ რას უნდა ველოდოთ Stranger Things-ის ბოლო 4 ეპიზოდში.
1. უილი და Upside Down
მეორე ნაწილში საბოლოოდ გავიგებთ პასუხს კითხვაზე:
რატომ გაიტაცეს მაინცდამაინც უილი 1983 წლის 6 ნოემბერს?
ფოტო: Netflix
დაფერების თქმით, სეზონის ბოლოს ისტორია წრეს კრავს და ყველაფერი ნათელი ხდება.
რაც მთავარია, აიხსნება რა არის სინამდვილეში Upside Down და მის უკან მდგარი საიდუმლოება. როს დაფერის თქმით, ეს ის მომენტია, რომელსაც 10 წლის განმავლობაში გეგმავდნენ.
მე-5 სეზონის პირველი ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იმის აღმოჩენაა, რომ უილს, ილევენის მსგავსად, ძალები გააჩნია. ის მე-4 ეპიზოდის ბოლოს სწორედ თავისი ძალების გამოყენებით გადაარჩენს მეგობრების — მაიკის, ლუკასისა და რობინის სიცოცხლეს.
ფოტო: Netflix
თუმცა, ნოა შნაპის თქმით, უილის ახალაღმოჩენილი ძალები ილევენის შესაძლებლობებს არ ჰგავს. ამ ძალების ვეკნასთან კავშირი მსახიობს უფრო ჰარი პოტერისა და ვოლდემორის ურთიერთობას აგონებს, რის გამოც სერიალის გადაღებების დროს ნოამ ჰარი პოტერის ფილმებს ხელახლა უყურა.
2. მაქსი და ჰოლი
მეხუთე სეზონის დასაწყისშივე ვიგებთ, რომ მაქსი ვეკნას თავდასხმიდან 18 თვის შემდეგ ჯერ კიდევ კომაშია. ამ სეზონში მნიშვნელოვან როლს ირგებს პერსონაჟი, რომელიც მანამდე ჩვენს ეკრანებზე ნაკლებად ჩანდა და ისტორიისთვის მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა — ჰოლი, მაიკისა და ნენსის უმცროსი და.
ფოტო: Netflix
ჰოლი ვეკნას გეგმის ერთ-ერთი ობიექტი აღმოჩნდება და თავს ჰენრის გონებაში ამოყოფს, რომელსაც "კამაზოცს" უწოდებენ. სწორედ აქ შეხვდებიან ერთმანეთს მაქსი და ჰოლი და აღმოვაჩენთ, რომ ორივე მათგანი ვეკნას მოგონებებშია გამოკეტილი, მაგრამ დანებებას არ აპირებენ — ისინი თავის დაღწევის გეგმას სახავენ.
ფოტო: Netflix
ფოტო: Netflix
ვეკნას მსახიობის, ჯეიმი კემპბელ ბაუერის თქმით, მაქსი ვეკნასთვის დიდი პრობლემა გახდება და შიგნიდან უშლის ხელს. მეექვსე ეპიზოდის სათაური "გაქცევა კამაზოციდან" მიანიშნებს, რომ სწორედ აქ ვიხილავთ გოგონების მცდელობას, თავი დააღწიონ ვეკნას ტყვეობას.
3. ილევენი და 008
პარალელურად, ილევენს ახალი საფრთხე ემუქრება. დოქტორი ქეი, ბრენერისგან განსხვავებით, არ არის დაინტერესებული ილევენის გამოკვლევით და დახმარებით — ის გოგონას მხოლოდ იარაღად აღიქვამს.
ფოტო: Netflix
თუმცა, ილევენი მარტო არ არის — მე-4 სერიის ბოლოს ეკრანზე კალი, იგივე ნომერი 8 ჩნდება, რომელიც, როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, გადამწყვეტ როლს ითამაშებს ილევენის ისტორიის დასასრულში. სეზონის მეორე ნაწილში გავიგებთ, თუ რატომ იყო კალი მიერთებული აპარატზე და როგორ უკავშირდება ეს ილევენის ძალების დაბლოკვას.
ფოტო: Netflix
რაც უფრო ვუახლოვდებით სერიალის დასასრულს, მით უფრო სავსეა სცენარი არა მხოლოდ დაძაბულობით, არამედ ემოციური სცენებითა და მონოლოგებით. მათ შორის, სეზონის ერთ-ერთი მთავარი იდეა რობინის ფრაზითაა გადმოცემული, რომელიც უილისთვის შთაგონებად იქცევა:
პასუხებს სხვებში ვეძებდი, მაგრამ თურმე ყველა პასუხი ჩემში ყოფილა, უბრალოდ შიში უნდა დამეძლია
ფოტო: Netflix
რაც შეეხება ფინალურ ეპიზოდს, რამდენიმე მსახიობმა, მათ შორის სეიდი სინკმა და ნოა შნაპმა განაცხადა, რომ თავიანთი პერსონაჟების დასასრულით კმაყოფილები და ბედნიერები არიან.
Stranger Things-ის რეჟისორი შონ ლევი ამბობს, რომ ფინალური ეპიზოდი არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი სერიალების ისტორიაში და ის კინოთეატრების დიდ ეკრანებს იმსახურებს. შემქმნელები გვპირდებიან, რომ ფინალი იქნება ყველაზე მასშტაბური, რაც კი აქამდე გვინახავს.
იხილეთ Stranger Things-ის მე-5 სეზონის შექმნის კადრები:
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
კომენტარები