ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

25 Nov. 2025, 16:48

საქართველო-NATO-ს ურთიერთობაში ვისაც შემაშფოთებელი აქვს რაიმე საფუძველი, ეს არის საქართველო, რომელმაც რეალურად, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ იგრძნო NATO-ს ქოლგა და მხარდაჭერა. ეს დაწყებული, თუნდაც 2008 წლის უმძიმესი ომის დღეებიდან, როდესაც ფაქტიურად ამ პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო, რამაც დააპროვოცირა სწორედ ის რუსული აგრესია, რომლის შედეგადაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს მიემატა სხვადასხვა სოფლები და ჩვენი მოქალაქეები და სამხედროები დაიღუპნენ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში, საქართველო ფაქტობრივად, ღია კარში დგას და ნატოში არ უშვებენ. სამაგიეროდ, ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატოს ფარგლებში. ჩვენი კონტრიბუცია, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გაწირვის ფასად რაც გვიჯდებოდა, განსაკუთრებით აღსანიშნი უნდა ყოფილიყო თავად გენერალური მდივნის მხრიდან. თუმცა არა, ამ შემთხვევაში, აღნიშვნის ღირსად ჩათვალეს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული აქციები, სადაც პოლიცია საკმაოდ სამართლიანად და ლეგიტიმური ძალის გამოყენების ფარგლებში ახდენდა რეაგირებას. ეს იმ ქვეყნების შემხედველი, სადაც ვხედავთ, როგორ ცხვირ-პირს ალეწავენ პროპალესტინური აქციის მონაწილეებს. ამის ფონზე, ნამდვილად გასაკვირია ვინმეს მხრიდან შეშფოთება, ან რაღაც ნეგატიური პოზიციის გამოხატვა საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უსამართლობის განცდა უჩნდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, როდესაც ამ მოცემულობას ხედავს"

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის ვიცესპიკერმა, ნინო წილოსანმა NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას.

ცნობისთვის, მარკ რუტემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თქვა, რომ "არ არის გულუბრყვილოდ განწყობილი საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ და შეშფოთებულები არიან, რაც ცალსახად აუხსნეს ქართულ მხარეს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები…