გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

20 Nov. 2025, 17:32

"ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება, გულშემატკივრის გულს ყოველთვის ვერ ახარებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ მათ წინააღმდეგ ბულინგი უნდა დაიწყოს. ეროვნული ნაკრები იმის ეროვნული ნაკრებია, რომ ჩვენ ჩვენი ნაკრებით ვამაყობდეთ. მოვუწოდებ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ამ ბიჭებს შევეშვათ და მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წაგების თუ მოგების შემთხვევაში, მხარი დავუჭიროთ ეროვნულ ნაკრებს. ყველაფრის პოლიტიზება და, მით უფრო, ფეხბურთის, დაუშვებელია. გვესმის ისიც, რომ ამ საკითხის პოლიტიზებას ვინც ახდენს, ერთი მხარის წვლილი, შეიძლება, გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე მეორე მხარის, მაგრამ ამის გარჩევასაც არ დავიწყებ. ყველაფრის მიუხედავად, ყველას მოვუწოდებთ, ეროვნულ ნაკრებს მხარი დავუჭიროთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის "ტვირთი აიღონ"
  2. Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
  3. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  4. ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
  5. "ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: კახეთში კაცმა ორსულ ცოლზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი —…