"რეგულაცია ყველას ეხება" — დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლოში მობილური ტელეფონის შეტანის აკრძალვაზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დაადასტურა, რომ სასამართლო დარბაზში ჟურნალისტებს ტელეფონების შეტანა აეკრძალებათ. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნივთების სათავსო" კარადა დაამონტაჟეს, რომელშიც 960 ადგილია, თითოეული სათავსოს კარი დანომრილია და ჩამკეტით იკეტება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კითხვაზე, შეეხება თუ არა სასამართლო პროცესებზე მობილურის შეტანის აკრძალვა ჟურნალისტებს ჟურნალისტებს უთხრა, რომ "რეგულაცია ყველას ეხება" და ეს რეგულაცია მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არაა.
მისი განმარტებით, ოცნებამ აღნიშნული კანონმდებლობა ჯერ კიდევ ივნისში მიიღო — აკრძალვის მიუხედავად სოციალურ ქსელში მაინც ვრცელდებოდა სასამართლო პროცესებიდან ფარულად გადაღებული კადრები.
"საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ფოტო-ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აკრძალა სასამართლო სხდომის დარბაზებში იმ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება.
კატეგორიები და გამონაკლისები ჟურნალისტების მიმართ დაწესებული არ არის. მიუხედავად იმისა, ყველამ იცოდა, რომ გადაღება იყო აკრძალული, ფარულად გადაღებული ვიდეოები ვრცელდებოდა.
სათავსო არის იმისთვის, რომ კანონის აღსრულების მიზნით ეს ტელეფონები ხომ უნდა შეინახოს სასამართლომ და მერე, როცა სხდომა დასრულდება, დაუბრუნოს მფლობელს, ამიტომაცაა ეს სათავსო… ამაში რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ," — განაცხადა გვრიტიშვილმა.
აღნიშნულ აკრძალვებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე მობილურების ჩამორთმევა ადვოკატებსა და პროკურორებს არ შეეხებათ. გვრიტიშვილმა აღნიშნულ განცხადებაზე დასძინა, რომ "არ იცის ასათიანი" ვინ დაამშვიდა და აკრძალვა უკლებლივ ყველას შეეხება.
"რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას. ხო ნუ არ ვიცი, თუ არ სრულდება, ეს შეიძლება ვთქვათ გახდეს მსჯელობის საგანი, მაგრამ თქვენთვის ცნობილია, რომ რეგულაცია მოქმედებს და ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების შეტანა არ უნდა დაიშვას.
[ასათიანმა] რატომ დაამშვიდა [ადვოკატები] არ ვიცი და რატომ განმარტავს, ეს მას ჰკითხეთ. კანონმდებლობით ასეა. ჩემთვის უცნობია, ვინ რა მოაგვარა. მე გიხსნით როგორც იურისტი და მოსამართლე, რეგულაციის შინაარსს, რომ ის მიემართება ყველას, გამონაკლისის გარეშე. ვიღაცა თუ რაღაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ეს მისი პრობლემაა," — თქვა გვრიტიშვილმა.
შემდეგ ჟურნალისტებმა გვრიტიშვილს ჰკითხეს, რის მიხედვით იღებს საბჭო გადაწყვეტილებას, რომელი სასამართლო პროცესების გადაღების უფლება მისცეს მედიის წარმომადგენლებს. ჟურნალისტებმა გვრიტიშვილს შეახსენეს, რომ ფოტო-ვიდეოგადაღების აკრძალვის შემდეგ მხოლოდ ერთი პრეცედენტი იყო, როდესაც საბჭომ საზოგადოებრივ მაუწყებელს გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომის გადაღების უფლება მისცა. გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ "შესაძლებელია, განცხადებას რამე ფორმალური პრობლემა ჰქონდა, რის გამოც საბჭოს სხდომაზე არ იქნა განსახილველად დაშვებული. მე როგორც ვიცი, რამე კონკრეტული ფორმა საბჭოში შემუშავებული არ არის. შინაარსობრივად და სამართლებრივად გამართული უნდა იყოს მომართვა, რის შემდეგაც საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს გადაწყვეტილებას".
კითხვაზე, თუ როგორ შეძლებენ მედიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესების გაშუქებას, თუ არც საბჭო აძლევს მათ ოფიციალურად გადაღების უფლებას და სასამართლო პროცესებზე მობილურის შეტანაც აიკრძალება, გვრიტიშვილმა უპასუხა, რომ "კანონი ასეთია".
"კანონი არის ასეთი, მე ვარ მოსამართლე, სასამართლო ემორჩილება კანონს, მე ამ კანონში პრობლემას ვერ ვხედავ, მის კონსტიტუციურობაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, ვინმე თუ ხედავს, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
კანონი არის ასეთი, მე ვარ მოსამართლე, სასამართლო ემორჩილება კანონს, მე ამ კანონში პრობლემას ვერ ვხედავ, მის კონსტიტუციურობაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, ვინმე თუ ხედავს, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს," — თქვა მან.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 17 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ "სასამართლოს მანდატურმა სასამართლოს ეზოში და შენობაში პირის შესვლისას, ვიზუალურად უნდა შეამოწმოს, ხომ არ შეაქვს პირს სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალება (გარდა მობილური ტელეფონისა)".
რაც შეეხება სასამართლო დარბაზს, დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს მანდატურმა არ უნდა დაუშვას პირის მიერ ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა, მათ შორის მობილური ტელეფონისა. მანდატურს ასევე უფლება აქვს პირს ჩამოართვას ნივთი, რომელიც "ეჭვს ბადებს", რომ ტრანსლაციისა და გადაღების ფუნქცია აქვს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები