ინტერნეტის ფენომენად ქცეული ბესტსელერი Alchemised, რომელიც თავდაპირველად ჰარი პოტერის ფანფიკი იყო, ქართულად ითარგმნება
ფოტო: Katy Weaver
ინსტაგრამზე ან ტიკტოკზე თუ ლიტერატურის მიმომხილველ კონტენტ-კრეატორებს თვალს ადევნებ, ბოლო თვეებში უთუოდ ხშირად მოგხვდებოდა თვალში ერთი დასახელება — Alchemised. ფენტეზის ჟანრის ეს სქელტანიანი რომანი, რომელიც თავდაპირველად ჰარი პოტერისა და მხევლის წიგნის ფანფიქცია იყო, სექტემბერში გამოიცა, მაგრამ უკვე ბესტსელერად იქცა, ითარგმნა 23 ენაზე და ეკრანიზების უფლება რეკორდულად მიჩნეულ შვიდნიშნარიცხვიან ჰონორარად გაიყიდა. ნაწარმოებს მალე მშობლიურ ენაზეც წავიკითხავთ — წიგნის ქართულ თარგმანზე მუშაობა დაწყებულია.
Alchemised-ის ავტორი 34 წლის ამერიკელი დებიუტანტი მწერალი სენლინიუა. ნაწარმოებზე მუშაობას იგი 2022 წლის მიწურულს შეუდგა და ფანფიქციად ჩაფიქრებული ისტორია Manacled-ად დაასათაურა. ჰარი პოტერის ფანებში საკმაოდ პოპულარულია დრაკო მალფოისა და ჰერმიონ გრეინჯერის "დაწყვილება" და სენლინიუს ამბავიც ამ რომანტიკული ხაზით დაიწყო. ავტორის თქმით, ფენტეზი ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ თავად დაწერას არ ჩქარობდა, რადგან ფიქრობდა, რომ "ცხოვრებისეული გამოცდილება" აკლდა. თუმცა, ერთხელაც, იფიქრა, რომ "სათანადო პერსპექტივის" ძიებაში მთელი ცხოვრება შეიძლებოდა გასულიყო და წერა დაიწყო. წერდა თავისი ტელეფონის ჩანაწერების აპლიკაციაში, სანამ მის მცირეწლოვან შვილს ეძინა. Manacled ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობდა — ნაწარმოები ოც მილიონზე მეტჯერ ჩამოტვირთეს.
ჯერ კიდევ ფანფიქციის წერის დასრულებამდე, სენლინიუმ ლიტერატურულ სააგენტოსთან გააფორმა ხელშეკრულება და 2024 წელს ნაწარმოების გამოცემის უფლებებიც გაიყიდა. გამოცემამდე წიგნი ავტორმა გადაწერა: მართალია, Alchemised-ის სიუჟეტი მეტწილად ფანფიკის მსგავსია, მაგრამ წაშლილია ჰარი პოტერის კვალი და შეცვლილია როგორც სამყარო, ასევე მაგიის სისტემა.
ფანების დიდი მოლოდინიდან გამომდინარე, Alchemised-ის პირველი ტირაჟი 750 ათას ეგზემპლარს შეადგენდა. წინასწარი შეკვეთების რაოდენობით, წიგნმა გამომცემლობა Penguin Books-ის წლის რეკორდიც მოხსნა. გამოცემამდე კინოკომპანია Legendary Entertainment-მა ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლებაც შეიძინა.
რაც შეეხება ქართულ თარგმანს, Alchemised-ს ახალი ქართული გამომცემლობა მოუბარი გამოსცემს. მოუბარი პირველად წლევანდელ წიგნის დღეებზე გამოჩნდა რვა ახალი გამოცემით, მათ შორისაა ბოლო დროის კიდევ ერთი ბესტსელერი, რებეკა იაროსის მეოთხე ფრთა და ტომ ფელტონის ავტობიოგრაფიული რომანი.
Alchemised-ს ქართულად ნინო შეყილაძე თარგმნის. შეყილაძეს ფენტეზის ჟანრის არაერთი წიგნი აქვს ნათარგმნი, მათ შორის, კლაივ ს. ლუისის ნარნიის ქრონიკები და სარა ჯ. მაასის ეკლებისა და ვარდების სამეფო.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები