სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

19 Nov. 2025, 10:06

"ამ ჩამონათვლიდან თუნდაც ერთს თუ ეთანხმებით, 28 ნოემბერს ქვეყნის სადარაჯოზე დადგებით, რამეთუ დღეს საოკუპაციო ხაზი რუსთაველზე გადის:

— არ ვეგუებით პრემიერის ანტი-ევროპულ გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიზანმიმართულ იზოლაციას, რუსეთისკენ მიბრუნებას!

— არ ვეგუებით სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების უსამართლო განაჩენებს, მათ დატუსაღებას!

— არ ვეგუებით არცერთ რუსულ კანონს და რუსულ მოდელზე აგებულ რეპრესიულ რეჟიმს, მისი დამონებული მსახურების კორუფციულ სკანდალებს და ქვეყნის ძარცვას!

— ვგმობთ ადამიანებზე ძალადობას-ფიზიკურს, მორალურს თუ ფინანსურს!

— ვგმობთ ანტი-ეროვნულ ანტი-კულტურულ პოლიტიკას, ეფექტური დაცვის ნაცვლად ძეგლების განადგურებას.

— ვგმობთ განათლების ეგრედწოდებულ რეფორმას, ევროპულ საგანმათლებელო სივრცისგან ჩვენს ჩამოშორებასა და ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გზის გადაკეტვას.

— ვგმობთ ქვეყნის განვითარების შეჩერებას, რაც პარტნიორების ინვესტიციებისა და დახმარების პროგრამების შეჩერებითაა გამოწვეული.

— ვგმობთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ ახლად მიღებულ დისკრიმინაციულ, უსამართლო და უგონო გადაწყვეტილებას, რომელიც მათთან კავშირს აზიანებს და ქვეყანას ვნებს.

— ვგმობთ ეკოლოგიის, ბუნების, რეკრეაციული ზონების განადგურებას უხარისხო, დაუგეგმავი მშენებლობებისა და კორუპციული სქემების სასარგებლოდ!

— ვგმობთ, რუსეთის ინტერესებზე აგებულ და მოსკოვის კარნახით მმართული რეჟიმის ყველა ანტი-ეროვნულ ქმედებას. პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის თემის წამოსაწევად წამოწყებულ კამპანიას!

28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ!

მომავალი ჩვენია", — წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს,…