ფინანსური განათლება უნივერსიტეტებში — საქართველოს ბანკმა ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ფინანსური და ეკონომიკური განათლების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს და ნებისმიერი პროფესიის სტუდენტისთვის სწორედ ფინანსური წიგნიერების ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
პირველი პარტნიორობა უკვე შედგა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან სეუსთან, რომელმაც 2025 წლის სემესტრიდან უკვე დანერგა ფინანსური განათლების კურსი, როგორც არჩევითი სასწავლო მოდული. კურსზე 20-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა ისეთი მიმართულებებიდან, როგორიცაა: მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლისა და ფსიქოლოგიის პროგრამები.
„ჩვენთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, განათლების და განსაკუთრებით, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა, უნივერსიტეტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფინანსური განათლების ისეთი კურსის დანერგვაში, რომელიც როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებზე და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ფინანსური ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა არის სტუდენტის ძირითადი ფაკულტეტი“, — აცხადებს ანა ხონელიძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების უფროსი ბრენდ მენეჯერი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს პროფესორის, ვალერი მოსიაშვილის თქმით, სტუდენტების მხრიდან კურსისადმი ინტერესი მაღალია და მომავალ სემესტრებში კიდევ უფრო მეტი რეგისტრაცია იგეგმება.
„მოხარული ვართ, რომ ახალმა კურსმა სტუდენტების ასეთი დაინტერესება გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ ეს პროგრამა ძალიან საჭირო და საინტერესოა ყველა სტუდენტისთვის, განურჩევლად მათი ფაკულტეტებისა. ფინანსების მართვა და სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია “, — ამბობს ვალერი მოსიაშვილი.
პროექტის ფარგლებში კურსის ფორმატი, ხანგრძლივობა და შინაარსი ინდივიდუალურად განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ. კურსის მიმდინარეობა მოიცავს მრავალფეროვან სწავლების ფორმებს, როგორიცაა: ლექციები, დისკუსიები, ქეისების ანალიზი, პროექტებზე მუშაობა და ელექტრონული სწავლება. კურსის ფორმატი დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისებაზე და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.
პროექტის შესახებ:
- ახალი კურსი ყველა მიმართულების სტუდენტს აძლევს საბაზისო ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის მიღების შესაძლებლობას;
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სკოლის საფეხურზე არ მიუღია მსგავსი განათლება;
- სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთ გაიგონ, როგორ მართონ პირადი ფინანსები, როგორ მუშაობს საბანკო სისტემა და როგორ მიიღონ ინფორმირებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები.
ინიციატივის პირველი პარტნიორი უნივერსიტეტია — საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ). თუმცა, ბანკი ღიაა ახალი პარტნიორობებისთვის.
თუ ხარ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან სტუდენტი და გსურს, ფინანსური განათლების კურსი შენს უნივერსიტეტშიც დაინერგოს, დარეგისტრირდი ბმულზე და ჩვენ აუცილებლად შეგეხმიანებით.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
კომენტარები