პარლამენტთან მოშიმშილე თამაზ მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს
გუშინ, პარლამენტის წინ მოშიმშილე თამაზ მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო ეკიპაჟის წევრებმა კლინიკაში გადაიყვანეს. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით მაჭავარიანი დღეს დილით გამოწერეს კლინიკიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პარლამენტთან აგრძელებს შიმშილობას.
გედევან ფოფხაძემ კომენტარი გააკეთა პროპაგანდისტული მედია "იმედის" გავრცელებულ კადრებზე, სადაც, მათი თქმით, მოშიმშილე საკვებს იღებს. ფოფხაძის განმარტებით მოშიმშილეები ყოველ დღე ეზიარებიან და აღნიშნულ კადრებში მოშიმშილე სეფისკვერს იღებს. მისივე თქმით, დღეს შიმშილობის მე-16 დღეა.
1-ელ ნოემბერს, თამაზ მაჭავარიანმა “ტვ პირველს” განუცხადა, რომ ის “ოცნების” მმართველობის დროს, 2016 წელს, ციხეში იჯდა, რა დროსაც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. მაჭავარიანის განცხადებით, მას მსუბუქი ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნებოდა ფეხზე და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა — ოპერაციიდან 36 საათის შემდეგ "მიცვალებულივით თეთრ ზეწარში ვიყავი გახვეული მთლად, ხელები გულზე დაწყობილი, პირი აკრული, ფეხები გაკოჭილი, მღვდელი მადგა თავზე და მაზიარებდა". მოშიმშილის განცხადებით, მან მრავალჯერ მიმართა თენგიზ შარმანაშვილს ციხიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია მის მოთხოვნას გასწეოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
"2016 წელს ვიჯექი ციხეზე, ყველა ექიმმა შემამოწმა, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, მქონდა მხოლოდ მარცხენა ფეხის ცერა თითზე სოკოვანი დაავადება. გადამიყვანეს საავადმყოფოში, 5 ბადრაგი მახლდა, ნარკოზი გამიკეთეს, დამაძინეს, ადამიანი რომ ვერ გამოიღვიძებდა ისე. გამომეღვიძა 34 საათის მერე, როგორც მიცვალებულია თეთრ ზეწარში ვიყავი გახვეული მთლად, ხელები გულზე დაწყობილი, პირი აკრული, ფეხები გაკოჭილი, მღვდელი მადგა თავზე და მაზიარებდა. თეა წულუკიანი სხვის საქმეს თუ იძიებს, ვალდებულია თავისიც გამოიძიოს, ეგ იყო იუსტიციის მინისტრი მაშინ. ყველასთან ვითხოვ შეხვედრას, მაგრამ არავინ არ მხვდება. თენგიზ შარმანაშვილმა გაიარა, ვუძახე და სულ არ მოუხედია აქეთ. იცის, რომ მეშვიდე დღეა აქ ვშიმშილობ. სხვას რომ ასამართლებ, ჯერ შენი თავი გაისამართლე," — განაცხადა 1 ნოემბერს მაჭავარიანმა ტვ პირველთან საუბრისას.
ცნობისთვის, 28 ოქტომბერს გედევან ფოფხაძესთან ერთად შიმშილობა აქტივისტებმა დავით ჭელიძემ, კახა ელიოზიშვილმა, თამაზ მაჭავარიანმა და დარეჯან ცხვიტარიამ დაიწყეს. შსს-მ ერთ-ერთი მოშიმშილე დავით ჭელიძე 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავა. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ, რაც დავით ჭელიძემ იზოლატორი დატოვა ის პარლამენტის წინ აგრძელებს შიმშილობას.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
კომენტარები