აქ სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის — STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის — STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. ახლა კი უკვე სდაწყებულია მესამე სეზონზე განაცხადების მიღება, რაც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
- STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
- STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი ერთად იმუშავებს პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე.
- საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
სანამ ახალ ნაკადზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, მოგიყვებით STEM ოლიმპიადის მეორე სეზონის ოლიმპიადის შესახებ და მე-2 ადგილოსან ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდზე. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: იაკობ საფარაშვილი, მამუკა პაპიძე, გიორგი ფანჯიკიძე, ანასტასია ჭანტურია, მარიამ ფიფია. მოსწავლეებმა დიდი კონკურენცია დაძლიეს და ფინალური პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია შექმნეს.
პროექტი მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენასა და წახალისებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, გარდა კონკურენტულ გარემოში შესაძლებლობების გამოვლენისა, ოლიმპიადის მიზანი STEM მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა იყო:
“STEM განათლება პირდაპირ უკავშირდება მომავალ პროფესიებსა და ტექნოლოგიურ განვითარებას. ოლიმპიადა და ის სასწავლო პროცესი, რომელსაც მოსწავლეები გადიან, თანამედროვე ციფრული სამყაროსთვის ისეთი აუცილებელი უნარების შეძენას უწყობს ხელს, როგორებიცაა: ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობა და პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა. ბავშვებს საშუალება აქვთ, რეალურ ამოცანებზე იმუშაონ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მეტი ინტერესი გამოავლინონ ”, — ამბობს გენადი ბოლქვაძე, გუნდის მენტორი.
გენადი მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ეხმარებოდა მოსწავლეებს, სწორად დაეგეგმათ სამუშაო პროცესი, ესწავლათ დავალებების გადანაწილება და თავსატეხების გუნდურად ამოხსნა:
“მოსწავლეები ემზადებოდნენ ეტაპობრივად — ჯერ თეორიული მასალის გაღრმავებით, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილზე მუშაობით. გაწერილი იყო გეგმა, თითოეულს ჰქონდა თავისი ფუნქცია. ბავშვები ცდილობდნენ პრობლემების ანალიზსა და კომპლექსურ მიდგომას ერთობლივი ძალებით. გუნდი სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობების მოსწავლეებისგან შედგებოდა. თითოეულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ეს გამოცდილება მათ აუცილებლად დაეხმარება სამომავლოდ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში და, ზოგადად, პიროვნულ ზრდაშიც”, — ამბობს გენადი ბოლქვაძე.
ოლიმპიადის გადამწყვეტი ეტაპი პრაქტიკული, საკმაოდ კომპლექსური დავალების შესრულება იყო. ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი პროექტს ინოვაციურად მიუდგა და ძალისხმევამ შედეგიც გამოიღო:
“ჩვენი ფინალური პროექტი იყო — ჭკვიანი ლიფტი, რომელსაც შეეძლო მგზავრების წონის გაზომვა, ტემპერატურისა და აირების დაფიქსირება, სიგნალის მიცემა გადატვირთვის ან მიწისძვრის დროს სენსორის დახმარებით. ვფიქრობთ, ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს არსებული ლიფტების ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. საოცრად გაგვიხარდა, როცა შედეგები გავიგეთ და ამდენი შრომა დაგვიფასდა. თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი, მხოლოდ შეჯიბრება და გამარჯვება არ იყო. აქ ნამდვილად სწავლობ გუნდურ მუშაობას, დროის მართვას, ტექნიკურ სიზუსტეს და რაც მთავარია, სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის”, — გვიყვება იაკობ საფარაშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდის წევრი.
გუნდის სხვა წევრებიც ფიქრობენ, რომ ოლიმპიადა არ იყო უბრალოდ კონკურსი, ეს იყო უკვე შეძენილი ცოდნის გამოვლენის ასპარეზი:
“STEM ოლიმპიადამ საშუალება მოგვცა, გვესწავლა ჩვენთვის სრულიად ახალი მიმართულება და მიგვეღო გამოცდილება პროგრამირებასა და ელექტრო ინჟინერიაში. როდესაც პროფესიას ირჩევ, შეიძლება არ იყო დარწმუნებული, რამდენად მოგეწონება საბოლოოდ, ნამდვილად არის თუ არა ეს ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მოგინდება. STEM სკოლამ და ოლიმპიადამ საშუალება მოგვცა, გამოგვეცადა ჩვენი შესაძლებლობები, ინტერესები და გაგვეაზრებინა, რამდენად მოგვწონს ტექნოლოგიებთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული პროფესიები“, — გვიყვება ანასტასია ჭანტურია.
STEM ოლიმპიადა მომავალშიც ბევრ საინტერესო და ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საყვარელი სფეროს უკეთ შესწავლის, განვითარების საშუალებას. საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არასოდეს ჩერდებიან.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები