STEM ოლიმპიადა იყო გზა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ — ფიზიკა - მათემატიკური ლიგის გამარჯვებული გუნდი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის — STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. ახლა კი უკვე მესამე სეზონზე განაცხადების მიღებაა დაწყებული, რომელიც 30 ბოემბრამდე გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
- STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
- STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს
- საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
STEM განათლება აძლევს ახალგაზრდებს უნარს, მომავლის შრომის ბაზარზე დარჩნენ კონკურენტულები და წვლილი შეიტანონ ისეთი საჭირო და მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებაში, როგორებიცაა: ტექნოლოგია, მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, მედიცინა, ეკოლოგია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების მხარდაჭერა პ. STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო. ფიზიკა-მათემატიკური ლიგის გამარჯვებული გახდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდი, რომლის შემაგენლობაშიც იყვნენ: თემო გოდოლაძე, გიორგი ფხალაძე, მათე ახალაძე, ტატო კოჩაძე, ილია მანჯგალაძე. გუნდმა საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში ფინალური დავალება საუკეთესოდ შეასრულა. გუნდის მენტორი, დავით ყაველაშვილი, მოსამზადებელ ეტაპზე მოსწავლეებს აქტიურად ეხმარებოდა. როგორც ის გვიყვება, პროექტი მენტორებისთვისაც საინტერესო გამოცდილება იყო:
“STEM ოლიმპიადაში მონაწილეობა ერთდროულად სახალისო და შრომატევადია მეცნიერებებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ყველა სხვა შეჯიბრებისგან განსხვავებით, აქ მოსწავლეების ცოდნა ფასდება რეალური, პრაქტიკული მუშაობით, რაც ძალიან მომწონს. მომზადების პროცესიც კი სახალისო იყო, როგორც შარშან, ისე წელს სკოლაში STEM კლუბის ხელმძღვანელი ვიყავი, ყოველ კვირას ვმუშაობდით კომპლექსურ პრაქტიკულ დავალებებზე”.
მათემატიკურ ლიგაზე ის სკოლები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომლებშიც ფიზიკა-მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლება. ამიტომ, სკოლის სახელით ასპარეზობა ბავშვებისთვის განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო იყო. როგორც გამარჯვებული გუნდის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ფინალამდე ბევრი იშრომეს, თავსატეხების გუნდურად გადაჭრის სასწავლებლად.
“ოლიმპიადისთვის რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ მომზადება. გაკვეთილებზე დავალების გასაკეთებლად გუნდურად ვმუშაობდით, იმისთვის, რომ გაგვეგო, თითოეულ ჩვენგანს საუკეთესოდ რისი კეთება გამოგვდიოდა, რომ ოლიმპიადაზე დრო არ დაგვეკარგა საქმეების გადანაწილებაში”. — ამბობს თემო გოდოლაძე.
ფინალური დავალების საუკეთესოდ შესრულებაში გუნდს სწორედ ორგანიზებულობა და მიზანდასახულობა დაეხმარა:
“საოცრად გაგვიხარდა გამარჯვება. ფინალურ პროექტში გვქონდა კომპლექსური სტემ ამოცანა, რომელიც რეალურ ინჟინერიაზე იყო დაფუძნებული. ჩვენ შევძელით და თითქმის ბოლომდე შევასრულეთ ეს დავალება, რითაც ძალიან ამაყები ვართ. ფულადი პრიზი სასიამოვნო ბონუსი იყო, მაგრამ მთავარი გამარჯვება, ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც აქ მივიღეთ. ეს ოლიმპიადა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, თავდაჯერებული გავხდი, ახლა მჯერა, რომ ჩემი მომავალი STEM სფეროშია — ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში, იმ სამყაროში, რომელშიც წარმოუდგენელი იდეების რეალობად ქცევა შესაძლებელია”, — გვიყვება გიორგი ფხალაძე.
მოსწავლეები გვიზიარებენ, რომ ამ ოლიმპიადისა და მოსამზადებელი ეტაპების პროცესში კიდევ უფრო დაინტერესდნენ, STEM მეცნიერებებით:
“ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება და მოტივაცია იყო. საკუთარი ხელით შექმნილი პროექტის წარდგენამ პროფესიონალების წინაშე გვაჩვენა, რომ ჩვენს ასაკშიც შაძლებელია რაღაცის რეალურად შეცვლა. STEM ოლიმპიადა იყო გზა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ და შთაგონება მომავალი პროფესიის არჩევისთვის”. — ამბობს მათე ახალაძე.
STEM ოლიმპიადამ უკვე გაგვაცნო ბევრი მონდომებული, ნიჭიერი მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ყველა მათგანს აქვს ამბიცია, საკუთარი ცოდნითა და იდეებით შეიტანონ წვლილი უკეთესი მომავლის შექმნაში. საქართველოს ბანკი არ ჩერდება საინტერესო ახალგაზრდების აღმოჩენისა და მხარდაჭერის გზაზე, კომპანია მომავალშიც ბევრ განსხვავებულ და ღირებულ საგანმანათლებლო პროექტს შემოგვთავაზებს.
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
კომენტარები