როცა ირგვლივ პროფესიონალები გყავს, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად და ხარისხიანად გამოდის — გვანცა თალაკვაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი
ფოტო: საქართველოს ბანკი
უკვე რამდენიმე წელია, გვანცა თალაკვაძე საქართველოს ბანკის გუნდს შემოუერთდა და IFRS ანგარიშგების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებს. ფინანსურ სფეროში დაგროვებული მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, ის ფინანსური ინფორმაციის ანალიზს უზრუნველყოფს და ბანკს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. როგორც თავად აღნიშნავს, მთავარი მოტივაცია პროფესიონალ გუნდთან ერთად ხარისხიანი შედეგის მიღწევა და იმ გარემოში მუშაობაა, სადაც განვითარება ბუნებრივი პროცესია.
ინტერვიუში გვანცა გვიყვება კარიერული გზის, გამოცდილებისა და იმ პროფესიული ღირებულებების შესახებ, რომლებიც საქართველოს ბანკის ორგანიზაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია.
როდის შემოუერთდით საქართველოს ბანკის გუნდს და როგორი იყო onboarding-ის პროცესი?
საქართველოს ბანკს 2021 წელს შემოვუერთდი. Onboarding ჩემთვის მარტივი იყო — ბანკში ბევრ ადამიანს უკვე ვიცნობდი, რადგან 2014-2018 წლებში EY-ში ბანკის აუდიტორად ვმუშაობდი. ამიტომაც, თითქოს ახალ სამსახურში კი არა, ნაცნობ გარემოში დავბრუნდი. პირველივე დღიდან მქონდა შესაძლებლობა აქტიურად ჩავრთულიყავი მიმდინარე პროექტებში და უფრო ახლოს გამეცნო ბანკის პროცესები.
როგორი იყო თქვენი კარიერული განვითარების გზა?
ფინანსურ სფეროში კარიერა უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე დავიწყე, როცა EY LLC-ში აუდიტორულ გუნდს შევუერთდი. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სწორედ იქ ვისწავლე დროის ეფექტურად მართვა, დეტალებისადმი ყურადღების მიქცევა და სისტემური აზროვნება. შემდეგი ეტაპი იყო m², სადაც უკვე მეორე მხრიდან დავინახე რეპორტინგის პროცესი: ანგარიშგების მომზადება, ფინანსური სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა ტრანზაქციის აღრიცხვა და გადაწყვეტილებების მიღება. m2-ში IFRS რეპორტინგის მიმართულებას ვხელმძღვანელობდი, სამი წლის შემდეგ კი გადავწყვიტე, ახალი ნაბიჯი გადამედგა და საქართველოს ბანკს IFRS რეპორტინგის სამსახურის უფროსად შევუერთდი. ეს იყო ძალიან ბუნებრივი გაგრძელება — უფრო დიდი მასშტაბი, უფრო მაღალი სტანდარტები და გარემო, სადაც მუდმივად უნდა განვითარდე.
გვიამბეთ, თქვენი საქმიანობის შესახებ. რა არის ის მთავარი ღირებულება, რომელსაც თქვენი გუნდი ქმნის?
საქართველოს ბანკში ვხელმძღვანელობ IFRS რეპორტინგის გუნდს, სადაც ჩვენი მთავარი ყოველდღიური ამოცანაა, ზუსტი და სანდო ფინანსური ინფორმაციის მომზადება უზრუნველვყოთ. ჩვენი როლი მხოლოდ რიცხვების მომზადებით არ შემოიფარგლება — ჩვენ ვცდილობთ, თითოეული მაჩვენებლის არსი გავაანალიზოთ და დავინახოთ, როგორ აისახება ის ბანკის საქმიანობასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. საკმაოდ საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმეა. ყველაზე დიდი მოტივაცია ის არის, რომ ჩვენი გუნდის მუშაობას რეალური გავლენა აქვს, ჩვენ ვეხმარებით მენეჯმენტს ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები და განავითაროს ბიზნესი.
რაც შეეხება გამოწვევებს, მუდმივად ვცდილობ, სიახლეებს ავუწყო ფეხი — ახალ სტანდარტებსა თუ ტექნოლოგიურ მიდგომებს. ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ დროა — ინფორმაციის დიდი მოცულობა და მკაცრი ვადები. ასეთ პირობებში, სიღრმისეული ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა ყველაზე დიდ პროფესიულ უნარად მიმაჩნია.
რომელ ძირითად 3 უნარს გამოყოფდით, რომელიც სწორედ საქართველოს ბანკში მუშაობისას შეიძინეთ?
საქართველოს ბანკში მუშაობამ ბევრი მნიშვნელოვანი უნარი ჩამომიყალიბა, თუმცა სამს განსაკუთრებით გამოვარჩევდი:
- ხარისხზე მაქსიმალური ორიენტირება — ბანკში საკმაოდ მაღალი სტანდარტები გვაქვს და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად გავაუმჯობესოთ საკუთარი შედეგი;
- განვითარება და სიახლეებთან სწრაფი ადაპტაცია — ბანკი მუდმივად იცვლება და ეს გარემო გიბიძგებს, სულ მზად იყო ახალი იდეებისთვის;
- ანალიტიკური აზროვნება დროის დეფიციტში — მოკლე დროში სწორი დასკვნების გამოტანა და გადაწყვეტილების მიღება.
ყველაზე ღირებული გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკში მუშაობისას ვისწავლე, არის ის, რომ მიზნის მიღწევა ყოველთვის გუნდური ძალისხმევის შედეგია — როცა ირგვლივ პროფესიონალები გყავს, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად და ხარისხიანად გამოდის.
და ბოლოს, რა გაძლევთ მოტივაციას, რომ არ გაჩერდეთ?
მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ — რეპორტინგი მხოლოდ ციფრები არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევებით და ანალიზით სავსე პროცესია. ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის სწორედ ეს არის. როცა ხედავ შენი გუნდის შრომის შედეგს და გრძნობ, რომ ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაზე დიდი სტიმულია.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზაციული კულტურა —საქართველოს ბანკი ქმნის გარემოს, სადაც მუდმივი განვითარება ბუნებრივი პროცესია. დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებას და ინიციატივების წახალისებას. ასეთი მიდგომა ქმნის სამუშაო გარემოს, სადაც გუნდი თავს მოტივირებულად და დაფასებულად გრძნობს — ეს კი საბოლოოდ აისახება შედეგის ხარისხსა და საერთო წარმატებაზე.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები