გიგა ზედანია

გიგა ზედანია

17 Oct. 2025, 15:24

"უდავოა, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხი ბევრად და ბევრჯერ აღემატება ზოგადი განათლების ხარისხს. საქართველოს უნივერსიტეტებში ნამდვილად არის პროგრამები, რომლებიც ტოლს არ უდებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების პროგრამებს, გინდა სწავლებაში და გინდა — კვლევაში. ევროპულმა ინტეგრაციამ უმაღლეს განათლების გაუმჯობესებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დადებითი როლი ითამაშა, რაც, ბუნებრივია, აკლდა ზოგადი განათლების სფეროს. ამიტომ, თუ რეფორმა იყო გასაკეთებელი, ზოგადით უნდა დაწყებულიყო.

ხოლო თუ ეს დაგეგმილი გეგმა, რამდენადაც გავიგე, განხორციელდა, უაღრესად ცუდი შედეგები დადგება:

სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი გავა თბილისიდან, რაც უზარმაზარი დანაკარგი იქნება დედაქალაქისთვისაც და განათლების პროცესისთვისაც - უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, არის ქალაქური და ქალაქის ინსტიტუცია;

პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში დრამატულად შემცირდება (სტრუქტურული, ფინანსური, პოლიტიკური ფაქტორების გამო). სფერო დაკარგავს მაღალკვალიფიციურ კადრებს, ხოლო მომავალი სტუდენტებისთვის არ იქნება საკმარისი ადგილები;

დარჩენილი უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს; ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული. განვითარების მთავარი მუხტი, რომელიც ბოლო ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში დასავლეთიდან მოდიოდა, საბოლოოდ მოკვდება.

შეიძლება ზოგიერთი ჩემი "წინასწარმეტყველების" საფუძველი ნათელი არ იყოს, მაგრამ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება სწორედ ამას მკარნახობს. ზოგადად, თვით-სკეპტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხში ეჭვი — სამწუხაროდ — არ მეპარება".

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს,…