„ლიდერატორი“ – საქართველოს ბანკის პროგრამა, სადაც 500-მდე სტუდენტმა პროფესიული გზა დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე ცხრა წელია ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგან.
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციას სხვადასხვა დეპარტამენტში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა უმეტესობა საქართველოს ბანკში სრულ განაკვეთზე აგრძელებს მუშაობას. ისინი უკვე კარგად იცნობენ ორგანიზაციის კულტურას, პროცესებსა და გუნდს — რაც მათ აძლევს საშუალებას, სწრაფად ადაპტირდნენ და პროფესიულადაც განვითარდნენ.
სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, დავუკავშირდით საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის უფროსს, ელენე ქათამაძეს, რომელიც „ლიდერატორის“ პროგრამის შესახებ გვესაუბრა.
„ლიდერატორი“ გაცილებით მეტია, ვიდრე სტანდარტული სტაჟირება. ის ქმნის სრულფასოვან სამუშაო ეკოსისტემას, სადაც მონაწილეები პროფესიულ გამოცდილებას იღებენ, იზრდებიან და ვითარდებიან მენტორების, ტრენერებისა და სამუშაო გუნდის მუდმივი მხარდაჭერით. სწორედ ამ სინერგიამ გახადა პროექტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტუდენტური ინიციატივა საქართველოში“, — ამბობს ელენე.
2017 წლიდან პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 80%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.
"პროგრამის დასრულების შემდეგ, ლიდერატორების დიდი ნაწილი სრულ განაკვეთზე აგრძელებს მუშაობას და განაგრძობს კარიერულ გზას უკვე კარგად ნაცნობ ორგანიზაციულ გარემოში. ისინი იცნობენ ბანკის სტრუქტურას, პროცესებს, ადამიანებსა და კულტურას — და სწორედ ამ საფუძველზე ახერხებენ ძალიან სწრაფ პროფესიულ წინსვლას. ბევრი მათგანი დღეს პროდუქტის მენეჯერია, ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ზოგი ფინანსურ მიმართულებას უძღვება, ზოგი კი უკვე დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ჩემთვის ყველაზე შთამაგონებელია, როცა გუშინდელი სტაჟიორი დღეს უკვე ახალი თაობის ლიდერატორების მენტორია. მათი კარიერული წინსვლა ნათლად ადასტურებს, რომ „ლიდერატორი" არა მხოლოდ სტაჟირება, არამედ კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობაა", — აღნიშნავს ელენე.
წელს პროგრამის მიმართ ინტერესი რეკორდულად გაიზარდა, 2 300-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო 3 500-მდე განაცხადი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პროგრამის ისტორიაში. მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესის შედეგად წელს 48 ლიდერატორი შეირჩა.
”განაცხადების ზრდა ნათლად აჩვენებს, რომ პროგრამა მუდმივად ვითარდება, რეალურად პასუხობს სტუდენტების საჭიროებებს და რჩება მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და სასურველ შესაძლებლობად”, — აღნიშნავს ის.
წლევანდელი პროგრამა აერთიანებს 12 ქვეპროგრამას და ფარავს საქართველოს ბანკისა და შვილობილი საინვესტიციო კომპანიის, Galt & Taggart-ის, დაახლოებით 35 განსხვავებულ მიმართულებას, მათ შორის:
- ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიტიკა;
- ბანკინგი და ფინანსები;
- რისკების მართვა და შიდა აუდიტი;
- ბიზნესის განვითარება და მომხმარებლის გამოცდილება;
- ადამიანური კაპიტალის მართვა და სხვა.
პროგრამაზე შერჩევის პროცესი მრავალეტაპიანია და მოიცავს ანალიტიკური და ლოგიკური უნარების ტესტირებას, პროფესიულ ტესტირებას, ინდივიდუალური დავალების შესრულებასა და გასაუბრებას.
“შერჩევის სტრუქტურა მორგებულია თითოეული პროგრამის სპეციფიკას, რადგან სხვადასხვა მიმართულებას განსხვავებული კომპეტენციები და მიდგომები ესაჭიროება. კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება, ბევრი მათგანისთვის ლიდერატორი პირველი პროფესიული პლატფორმაა. მთავარი კრიტერიუმებია მოტივაცია, ინტერესი, ღია კომუნიკაცია, ცნობისმოყვარეობა და განვითარების სურვილი“, — განმარტავს ელენე.
პროგრამის მეშვეობით ყოველ წელს მრავალფეროვანი, მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა ხდება.
„ლიდერატორი“ ყოველ წელს გვაკავშირებს მრავალფეროვან, მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებთან. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული კანდიდატი თავისებურად გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა შერჩეულ მონაწილეებს აერთიანებთ უნარი, გამოავლინონ თავი რეალურ სამუშაო გარემოში, იმ პირობებში, სადაც ერთდროულად სჭირდებათ სწავლა, ჩართულობა და პასუხისმგებლობის აღება. ისინი გამოირჩევიან მოტივაციით, ინიციატივით, მაღალი ჩართულობით, უკუკავშირის მიმღებლობით, სწავლისადმი ღიაობით და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით. სწორედ ეს თვისებები ქმნის მყარ საფუძველს, რომ ლიდერატორები მოკლე დროში ეფექტიანად ინტეგრირდნენ, სწრაფად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას“, — აღნიშნა ელენემ.
ელენეს თქმით, ლიდერატორის პროგრამა მუდმივად ვითარდება და მისი მიზანი არა მხოლოდ ახალგაზრდების პროფესიული დასაქმებაა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მათი პირველი სამუშაო გამოცდილება გახდეს გამორჩეულად შთამაგონებელი და განვითარებაზე ორიენტირებული.
„ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კარიერის პირველი ნაბიჯები საუკეთესო გამოცდილებით გადადგან — და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ყოველ წელს პროგრამა ახალი ხედვებითა და შესაძლებლობებით გამდიდრდეს," — ამატებს ელენე ქათამაძე.
„ლიდერატორი“ საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტური ინიციატივაა, რომელიც წლების განმავლობაში ასობით ახალგაზრდას დაეხმარა კარიერის დაწყებაში და მათ შორის უკვე მრავალი წარმატებული პროფესიონალია. პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს ახალი თაობის აღმოჩენასა და მათთვის რეალური შესაძლებლობების შექმნას.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები