საქართველოს ბანკსა და Fruit Consulting-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსულტაციო კომპანია Fruit Consulting-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის მიზანია ქვეყანაში აგრო ინდუსტრიის გაჯანსაღება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყობა მასტერკლასები და დარგის ექსპერტები კონსულტაციებს გაუწევენ საქართველოს ბანკის პარტნიორ ბიზნესებს. ეს კი ბიზნესს მისცემს საშუალებას, სამაცივრე მეურნეობების მოწყობებისა და მართვის მიმართულებით კომპეტენციის გაზრდის.
ინფორმაციისთვის, Fruit Consulting 2015 წელს იტალიაში, სამხრეთ ტიროლში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ვაშლის მწარმოებელ რეგიონში დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელ და მმართველ პარტნიორს, პატრიკ ტერზერს სამაცივრე და შესანახი ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მართვაში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. Fruit Consulting სპეციალიზებულია სამაცივრე მეურნეობების დაგეგმვის, ტექნიკურ ანალიზისა და პერსონალის გადამზადების მიმართულებით. კომპანია მრავალ ევროპულ ქვეყანაში მუშაობს. ადგილობრივი აგრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით კი, ახლახან ოფისი საქართველოშიც დააფუძნა.
“მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ბანკთან, რომელიც მაღალი სტანდარტებით მუშაობს და რეალურად ზრუნავს პარტნიორ ბიზნესებსა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე. ჩვენი მიზანია, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით მიმდინარე და მომავალი ინვესტიციები იყოს ტექნიკურად გამართული, ეფექტიანი და გრძელვადიანად წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები სწორად დაიგეგმოს და იმართოს კვალიფიციური ადამიანების მიერ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ცოდნის გაზიარებასა და გადამზადების პროგრამებს. ჩვენ გვინდა, ქართულ აგრარულ სექტორში იმ საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირება, რომელმაც შედეგიანად იმუშავა ევროპაში. საქართველოს ბანკის ჩართულობა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს, რომ, ერთი მხრივ, ეს პროექტები არა მხოლოდ წარმატებული, არამედ მდგრადი გახდეს, რაც დამატებით ღირებულებას შეუქმნის მთლიან სექტორს, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში აგრო სექტორი უფრო სტაბილურად და კონკურენტუნარიანად განვითარდეს“, — განაცხადა Fruit Consulting-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, პატრიკ ტერზერმა.
“საქართველოს ბანკი ბიზნესებს ყოველთვის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვის კონტექსტში განიხილავს. ბანკის მიერ მხარდაჭერილი მრავალწლოვანი კულტურების პროექტები დაახლოებით 10 000 ჰექტარს მოიცავს, სადაც ძირითადად პირველადი წარმოებაა წარმოდგენილი. მეტი ღირებულების შესაქმნელად ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ მოსავლის აღების შემდგომი პროცესები და ხელი შევუწყოთ გადამამუშავებელი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებას. Fruit Consulting-თან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ეს არის იტალიური კომპანია, რომელიც მრავალი წელია ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. მიმაჩნია, რომ მათი ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მასტერკლასებსა და ქონსალთინგ სესიების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, გაზარდონ კომპეტენცია და უფრო ეფექტიანად განავითარონ ბიზნესი”, — განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
კომენტარები