რატომ დაიბარეს საგარეო უწყებაში ელჩები? — მაკა ბოჭორიშვილის და პაველ ჰერჩინკის კომენტარები
ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრა 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსული ელჩებიდან მოკლე კომენტარი მედიასთან მხოლოდ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე "საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება რა მოხდა არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ".
"მოკლე დროში მომიწვიეს ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება რა მოხდა არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ. ევროკავშირმა არჩევნებზეც და არჩევნების შემდეგ მკაფიო შეფასება გააკეთა ოფიციალურ განცხადებაში., როლებიც გაკეთდა უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და ევროკომისრის მართა კოსის მიერ. გთხოვთ ნახოთ ეს განცხადებები რომლებიც კვირას გამოქვეყნდა. მე სხვას ვერაფერს დავამატებ", — განაცხადა ჰერჩინსკიმ (ფორმულას თარგმანი).
ელჩებთან გამართული შეხვედრის შესახებ მედიასთან ისაუბრა ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მან თქვა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან 4 ოქტომბრის არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს და ასევე ამ დღეს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში. მათ მიეწოდათ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში, ამასთანავე იმ დღეს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით და იმ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარეობს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ასევე საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან ხშირ შემთხვევაში, რომლებიც არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და ქმნის მცდარ აღქმებს საქართველოსთან დაკავშირებით. იყო საუბარი ამ საკითხებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები.
...ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო 4 ოქტომბერი საქართველოში, ძალიან მზიანი და კარგი ამინდი იყო ნამდვილად. არ იყო შავი დღე. პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო საქართველოში მაგ დღის განმავლობაში. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ და სამართლიან შეფასებაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსთან დაკავშირებით. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ, რომ ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია. ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია", — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დღევანდელი შეხვედრა ამის ნაწილი ხომ არ იყო, რომ ოცნება ამზადებს ნიადაგს ელჩების გაძევებისთვის?
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ "როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა, როდესაც ჩვენ გესმის პირდაპირი მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ და და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი, ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბად წახალისებად სწორედ იმ მოვლენების, რა მოვლენებიც ტრიალებს საქართველოში".
"როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა, როდესაც ჩვენ გესმის პირდაპირი მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ, როდესაც ქუჩაში ხდება თავდასხმები ჟურნალისტებზე, მათ შორის პოლიციელებზე და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი და არ იქნება შეფასებული ისე, როგორც უნდა შეფასდეს, როგორც ჩვენ ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბად წახალისებად სწორედ იმ მოვლენების, რა მოვლენებიც ტრიალებს საქართველოში", — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყებაში ელჩების დაბარების პარალელურად, 11:00 საათზე ბრიფინგი გამართა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ. მან განაცხადა, რომ "საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე "დიფ სთეითის" მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას".
მისი თქმით, ოცნების ხელისუფლება "ელოდება როდის შესუსტდება ის შავბნელი და ბოროტი ძალა, ის ომის ძალა, რასაც აშშ-ში დაარქვეს "დიფ სთეით".
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს
გადახედვა
კომენტარები