საერთაშორისო ლიდერები მოლდოვის არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან
მოლდოვის საარჩევნო კომისიის ბოლო ცნობებით, მმართველმა პროევროპულმა მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ (PAS) გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა, ბიულეტენების 99.78%-ის დათვლის შემდეგ ხმების 50.14% მიიღო.
საერთაშორისო ლიდერები არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან და მოლდოვას პროევროპული გზის არჩევას ულოცავენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"რუსული დივერსია, მუდმივი დეზინფორმაცია — ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვა ეფექტურად იცავდა თავს საფრთხეებისგან ყველასთან ერთად, ვინც დახმარება გაუწია. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს მოლდოვას. გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. გამოწვევების ერთობლივად დაძლევას და ისეთი მომავლის აშენებას, სადაც ჩვენს ხალხებს ექნებათ ძლიერი პერსპექტივები — უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში და შესაბამისად, სოციალურ ცხოვრებაში," — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი:
"რუსეთის მხრიდან მოლდოვის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის მიუხედავად, მოლდოველმა ხალხმა თავისუფლების გზა აირჩია," — წერს სტარმერი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:
"საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას მის ევროპულ პროექტში და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში," — წერს მაკრონი.
პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
"მოლდოვის ხალხისა და პირადად მაია სანდუს მხრიდან ამ არჩევნებში გამარჯვება ნამდვილი სიმამაცე იყო. თქვენ არა მხოლოდ გადაარჩინეთ დემოკრატია და შეინარჩუნეთ ევროპული გზა, არამედ შეაჩერეთ რუსეთის მცდელობა, დაემყარებინა კონტროლი მთელი რეგიონის მიმართ. ეს ყველასთვის კარგი გაკვეთილია," — წერს ტუსკი.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
"შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენს გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია," — წერს ლაიენი.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა
"მოლდოველი ხალხის გზავნილი ხმამაღალი და გასაგებია. რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად, მათ დემოკრატია და ევროპული მომავალი აირჩიეს. ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას ყოველ ნაბიჯზე," — წერს კოშტა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა
"ევროპა მოლდოვაა. მოლდოვა ევროპაა. ამ ისტორიული ნაბიჯით წინ, მოლდოვის ხალხმა აირჩია დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზა. მათ აირჩიეს ევროპა," — წერს მეცოლა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე
"ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ, მოლდოვას არჩევანი ნათელია — ევროპულ გზაზე დარჩენა. გილოცავთ!" — წერს ბრაჟე X-ზე.
ამერიკელი სენატორი როჯერ ვიკერი
"მოლდოვის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მოიგერია კრემლის თავდასხმა მათ საარჩევნო სისტემაზე და აირჩია თავისუფლება. ვულოცავ მაია სანდუს და მის პარტიას, რომლებიც აგრძელებენ ქვეყნის გზას უსაფრთხო მომავლისკენ," — წერს ვიკერი.
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები