რასა იუკნევიჩიენე

29 Sep. 2025, 12:39

"რა თქმა უნდა, ერთსქესიანთა ქორწინება არ არის ევროკავშირის მოთხოვნა. ჩემი ქვეყანა, ლიეტუვა ევროკავშირის წევრი 2004 წლიდანაა და არავინ არაფერს გვაძალებს, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რა პრინციპებით ვიცხოვრებთ და ჩვენთან არ არის ერთსქესიანთა ქორწინება. ეს პროპაგანდაა, ესაა ტყუილები კრემლის სტილში. რა თქმა უნდა, არსებობს საბაზისო პრინციპები ადამიანის უფლებების, რასაც, რა თქმა უნდა, ვიზიარებ. თითოეული მოქალაქე, არის თუ არა ის ევროკავშირის წევრი, უნდა ცხოვრობდეს ღირსეულად. მე ვეწინააღმდეგები სიძულვილის გავრცელებას, რასაც "ოცნების" მსგავსი რეჟიმებისგან ხშირად ვხედავთ უმცირესობების წინააღმდეგ. ისინი მხოლოდ ღირსეულად ცხოვრებას და თანასწორ უფლებებს ითხოვენ. ამ საკითხს კი დიქტატორები და ავტოკრატი მმართველები იყენებენ მუქარისთვის. თითოეული მოქალაქის უფლებები უნდა იყოს დაცული. არ უნდა გამოიყენო ასეთი ადამიანები იარაღად, როგორც ამას "ქართული ოცნების" რეჟიმი, ან სხვა დიქტატორები, თუნდაც პუტინი აკეთებს, - ამბობს იუკნევიჩიანე", — განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "ტვ პირველთან" საუბრისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს,…