რამზან კადიროვი: ჩვენ ტერორიზმი სრულად დავამარცხეთ, ვცხოვრობთ მშვიდობიანად
ფოტო: Ramzan Kadyrov. Photo: officials
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზრან კადიროვმა კვლავ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ტერორიზმი სრულად დამარცხებულია და რეგიონს "მკაცრი" მმართველობა აღარ სჭირდება. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასული წლის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებზე სულ მცირე სამი თავდასხმა მოხდა.
პროკრემლისტურ სააგენტო RIA Novosti-სთან ინტერვიუში კადიროვმა თქვა: "სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ ტერორიზმი სრულად დავამარცხეთ, ვცხოვრობთ მშვიდობიანად და ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე, განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე". მისივე თქმით, ახლა აღარ არის საჭირო ზედმეტად მკაცრი ზომები.
მან ასევე ისაუბრა რეგიონში გავრცელებული ჭორების შესახებ, რომ თითქოს სერიოზულად ავად იყო ან შეხვედრებს აღარ ატარებდა. მისი თქმით, დაავადებისა და "არასაკმარისი აქტიურობის" შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება: სისტემა, როგორც კადიროვი ამტკიცებს, "საათივით მუშაობს."
"როდესაც სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ სრულად დავამარცხეთ ტერორიზმი, ვცხოვრობთ მშვიდობიანად და ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე, განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე, ზოგი დასავლეთის მარიონეტი, ვინც ადრე მაკრიტიკებდა ზედმეტი სიმკაცრისთვის, ახლა ავრცელებს ჭორებს, თითქოს ავად ვარ და შეხვედრებს აღარ ვატარებ. სინამდვილეში, ჩვენი სისტემა დღეს საათივით მუშაობს და არ ვხედავ საჭიროებას, რაიმე შევცვალო ან ისევ მივმართო ისეთ ზომებს, რომლებიც გარედან შესაძლოა მკაცრად ჩანდეს," — განაცხადა კადიროვმა.
თუმცა, მისი ეს განცხადებები გაჟღერდა რამდენიმე ინციდენტის შემდეგ, რომლებიც 2024–2025 წლებში, რამდენიმე თვის ინტერვალით მოხდა.
2024 წლის 5 ოქტომბრის ღამეს გუდერმესში საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმა მოხდა. მოწმის ცნობით, პოსტის მახლობლად ხელყუმბარა აფეთქდა და ერთ თანამშრომელს ნამსხვრევები დაეცა.
იმავე წლის 24 ოქტომბერს, გროზნოს გარეუბანში, სოფელ პეტროპავლოვსკაიასთან, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს "ურალის" მარკის სატვირთოს, რომელშიც ეროვნულ გვარდიელთა ჯგუფი იმყოფებოდა. ამ თავდასხმების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა.
წელს, აპრილში, ახმეტ-იურტში (ახჩჰოი-მარტანი) ორი საგზაო პოლიციელი დანით დაჭრეს, ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი, 16 წლის ესკერჰან ხუმაშევი ადგილზე მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ ახჩჰოი-მარტანში გაიმართა მასობრივი შეკრება, რომელსაც საჯარო სექტორის თანამშრომლები, მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ; აქციაზე ნაჩვენები იყო დაღუპული მოზარდის ფოტო. ხუმაშევის ნათესავები, ისევე როგორც ოპოზიციური პირების ოჯახები, რომლებსაც ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ ინციდენტთან კავშირს მიაწერდა, იძულებით გაასახლეს რესპუბლიკიდან.
კადიროვი რეგულარულად აცხადებს ტერორიზმის დამარცხებას მინიმუმ 2010 წლიდან მოყოლებული. ტერორისტულ ჯგუფ "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული უკანასკნელი თავდასხმა გროზნოში 2021 წლის დეკემბერში მოხდა და შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
კომენტარები