განცხადებას ავრცელებს საიტი, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობამდე ორი დღით ადრე ირწმუნებოდა, რომ იგი "კუდიანებს დააწყევლინა"
ფოტო: Alex Brandon / AP Photo
ორი დღით ადრე, სანამ აშშ-ში ულტრამემარჯვენე აქტივისტს, ჩარლი კირკს, იუტის უნივერსიტეტში შეხვედრაზე გასროლით მოკლავდნენ, ვებგამოცემა Jezebel წერდა, რომ Etsy-ზე (ელექტრონული კომერციის პლატფორმა) "კუდიანებს" ფული გადაუხადეს, რათა მათ კირკი "დაეწყევლათ".
"თუკი ცუდი ვარცხნილობის მქონე ულტრამემარჯვენე მიზოგინს დამოუკიდებელი ქალების დემონიზება სურს, Jezebel მოხარული იქნება, ალქაჯად მოევლინოს მას კოშმარებში", — ასეთი შესავალი უძღოდა წინ სტატიას, რომელსაც კირკის მკვლელობის შემდეგ ჯერ რედაქტორის შენიშვნა დაემატა, მერე კი საერთოდ წაიშალა საიტიდან. გამოცემა კირკის მკვლელობას გმობს და აცხადებს, რომ სტატიას მხოლოდ სატირული დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, არ სურთ, ტექსტი ახლა ვინმემ არასწორ კონტექსტში გამოიყენოს.
"ჩვენ პოლიტიკური ძალადობის არცერთ ფორმას მხარს არ ვუჭერთ, არ ვაქეზებთ და არც ვამართლებთ", — ნათქვამია რედაქტორის შენიშვნაში, — "სტატიას მხოლოდ სატირული დატვირთვა ჰქონდა და მასში გარკვევით იყო ნათქვამი, რომ [ავტორი] ფიზიკური ზიანის მიყენებას არ ისურვებდა. ჩვენ ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვართ, მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარების გამო, ჩვენს იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე, გადავწყვიტეთ, ტექსტი წაგვეშალა. [...] მოგვიანებით, შეიძლება ის ისევ გამოვაქვეყნოთ, მაგრამ ახლა, გარდაცვლილის ოჯახისადმი თანაგრძნობით, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ძალადობის აღკვეთა ჩვენთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე მკითხველის სურვილი, კუდიანებზე სტატია წაიკითხოს".
საიტის მფლობელი კომპანიის, Paste Media Group-ის, პრეზიდენტი ჯოშ ჯექსონი კი ამატებს, რომ სტატია "სარკასტულად ეხმაურებოდა Etsy-ზე 'ჯადოების' გაყიდვის პრაქტიკას და სატირული პასუხი იყო ჩარლი კირკის წლების განმავლობაში გამეორებულ რიტორიკაზე".
რაც შეეხება ორიგინალურ ტექსტს, რომელიც საიტიდან უკვე წაიშალა, მასში ავტორი წერდა, როგორ დაუკავშირდა Etsy-ზე თვითგამოცხადებულ "კუდიანებს" და როგორ სთხოვა მათ "ჯადოს" გაკეთება, რათა კირკი "ყველას შეეძულებინა".
"მკაფიოდ განვმარტავ, რომ შავბნელ ძალებს მისთვის ზიანის მიყენებას არ ვთხოვ", — ვკითხულობდით სტატიაში, — "უბრალოდ, მინდა, ყოველ დილას სახეზე მუწუკი ხვდებოდეს, პოდკასტის ყოველი ჩაწერის დაწყებამდე კი მიკროფონი უფუჭდებოდეს".
ავტორის თქმით, ერთ-ერთმა "კუდიანმა" ფოტოც კი გაუგზავნა "ჯადოს" გაკეთების დასტურად — კირკის ცეცხლმოკიდებული სურათი.
"ვითომ, იმუშავებს Etsy-ზე ნაყიდი 'ჯადო'?", — ასე მთავრდებოდა სტატია, — "ამას დრო გვიჩვენებს. ისღა დაგვრჩენია, განგებას დაველოდოთ".
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
კომენტარები