SJC-ის შეფასებით, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივიზმის შეზღუდვას ემსახურება
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) შეფასებით, კახა კალაძის შტაბთან გაკეთებული წარწერისთვის დაკავებული აქტივისტის, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა სახიფათო პრეცედენტია, რომლის მიზანიც აშკარაა, რომ "ემსახურება არა სამართლებრივი წესრიგის დაცვას, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივიზმის შეზღუდვასა და რეპრესიას". ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება მანამდე გააკეთა, ვიდრე პროკურატურა 23 წლის სტუდენტს ბრალს წარუდგენდა.
SJC უწყებას მოუწოდებდა მეგი დიასამძის სისხლის სამარლებრივი დევნა არ დაეწყო.
ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება არ არსებობს.
SJC-ის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, საარჩევნო კოდექსი პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, თუ ბანერი დაზიანდა, ხოლო "როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს ბანერი არ დაზიანებულა და მისი გაწმენდა მალევე მოხერხდა, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც კი".
"10 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა, მათ შორის სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე.
როგორც მოგვიანებით მეგი დიასამიძის ადვოკატმა განაცხადა, მას 9 საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება. მისი თქმით, დიასამიძეს მთელი პერიოდის განმავლობაში ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და "მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების მოშვებას ან ხელების წინ გადმოტანას, მას დამცინავი ტონით ეუბნებოდნენ, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა".
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მეგი დიასამიძის მიმართ გამოძიება დაიწყეს, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს. მნიშვნელოვან ზიანი ამ მუხლის მიზნებისთვის სახეზეა, თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კახი კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერა: "რუსული ოცნება", იშლება, ქართული ოცნების შტაბის წევრები მალევე შლიან და ნათლად ჩანს, რომ ბანერი დაზიანებული არ არის.
ხაზგასასმელია, რომ ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას, სპეციალური კანონი ითვალისწინებს, რომელიც უშუალოდ მიემართება სააგიტაციო მასალას, რაც სრულად გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრალის აბსურდულობას და აქტივისტის "სამაგალითოდ დასჯის" პოლიტიკურ დაინტერესებას.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, საარჩევნო კოდექსი პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, თუ ბანერი დაზიანდა, ხოლო როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს ბანერი არ დაზიანებულა და მისი გაწმენდა მალევე მოხერხდა, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც კი.
მეგი დიასამიძისთვის ამ ეტაპზე ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, შესაბამისად სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მეგი დიასამიძის მიმართ დაწყებული გამოძიება და არ დაუშვას მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება
შექმნის სახიფათო პრეცედენტს, რომლის მიზანიც აშკარაა, რომ ემსახურება არა სამართლებრივი წესრიგის დაცვას, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივიზმის შეზღუდვასა და რეპრესიას.
საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისმა უმძიმესი ფორმები მიიღო და ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება ძალადობის, საპოლიციო თვითნებობის, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების რაოდენობა, რაც ავტორიტარიზმისკენ აგრესიული შემობრუნების კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია," — წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
- "არ არის საჭირო მივარდნები" — კახა კალაძე მეგი დიასამიძის დაკავებაზე
- ნონა ქურდოვანიძე: "მეგი დიასამიძის წინააღმდეგ მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა"
- საბა ბრაჭველი: 23 წლის მეგი დიასამიძეს არარსებული დანაშაულის გამო ჯერ ორთვიანი, ჯამში კი ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება
- ნინო ლომჯარიას თქმით, კალაძის ბანერი სააგიტაციო მასალაა და მისი დაზიანება საარჩევნო კოდექსით უნდა ისჯებოდეს, რაზეც 1000-ლარიანი ჯარიმაა
- შსს-მ კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა — ვინ არიან დაკავებულები?
- მიდიოდა საკუთარ სახლში, აჭარაში, სადღაც ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუსაფრდნენ — შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავებაზე
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
კომენტარები