მსოფლიოზე გასვლის შანსი უნდა გამოვიყენოთ — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
დიდებული სპორტული უქმე დღეები გამოვიდა: ფეხბურთსა და კალათბურთში, 1 დღეში 2 გამარჯვება მოვიპოვეთ. მოვიგეთ დამაჯერებლად, დამსახურებულად და მოგვეცა ფიქრისა და იმედის საფუძველი. მაგრამ, ჩვენ კიდევ მეტი შეგვიძლია. ეს გამარჯვებისკენ მიმართული ჟინია: პროგრესისკენ მიმართული ენერგია, რომელსაც, ბოლოს, ყოველთვისგამარჯვება მოაქვს.
თურქეთთან 2:3 დასანანი მარცხის შემდეგ, ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა და ახალი მატჩისთვის მობილიზება შესანიშნავად შეძლეს. სექტემბრის მატჩებში, ყველაზე სასურველ სცენარში, მინიმუმ 4 ქულას ველოდით. ამ მიზნამდე, მცირედი დაგვაკლდა, თუმცა წინ კიდევ 4 თამაში გველოდება.
ბულგარეთთან მატჩი
ბულგარეთის ნაკრებს ესპანეთთან ანგარიშით 0:3 ჰქონდა წაგებული და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიან ილიევი, პირველი ქულის აღებას თბილისში გეგმავდა. ჩვენს მეტოქეს გათვლა სწრაფ გოლის გატანაზე ჰქონდა, მაღალ პრესინგსაც გვეთამაშებოდა და აქტიურად გვიტევდა. გამორჩეული მომენტი იყო მე-4 წუთზე, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე, აუღებელი სეივი ჩაატარა (მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე ნაკრების მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ამ მომენტს ბევრი რამის შეცვლა შეეძლო).
ამის შემდეგ, უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა. კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნისას, ნახევარდაცვის ხაზი გიორგი ქოჩორაშვილმა, ანრი მექვაბიშვილმა და ნიკა გაგნიძემ დააკომპლექტეს და სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ რამდენად კარგად თამაშობდა ჩვენი ნაკრები, როგორც პოზიციურად, ისე ტრანზიციებში: დამაბნეველი მოძრაობებისა და მეტოქის ზურგსუკან ჩარბენების შედეგად, ბულგარელი ფეხბურთელები იძულებულნი იყვნენ სივრცეები შეექმნათ, რითიც ჩვენი ფლანგელი შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი სარგებლობდნენ, რადგან მათთან ბურთის მიტანას ნახევარმცველები მოკლე, იოლად დასამუშავებელი პასით ახერხებდნენ. შესაბამისად, ჩვენი შეტევები უფრო სახიფათო იყო.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ~ნამდვილი კვარა-შოუ შემოგვთავაზა. ბულგარელმა ფეხბურთელებმა პარი სენ-ჟერმენის შემტევის ამოუცნობ მოძრაობებს ვერაფერი გაუგეს და მის შესაჩერებლად უხეშად მოქმედებდნენ, რაც ბულგარეთს რამდენიმე ყვითელი ბარათის ფასი დაუჯდა.
თავსხმა წვიმაში, დინამო არენაზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა 3 უპასუხო გოლი ნახეს: მეტოქის შეცდომით ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლა, შემდეგ ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე პასით ნიკა გაგნიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში კი გიორგი მიქაუტაძემშეაგდო ბურთი მეტოქის კარში (მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი—ამღერდა სტადიონი).
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები
სიტყვა შანსს როდესაც ვახსენებთ, უკვე შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ. შანსი ჰქონდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საბერძნეთთან ფინალში, შემდეგ პორტუგალიასთან და ა.შ. გავიმარჯვეთ და ეს სიხარული ერთად ვიზეიმეთ. სულ ახლახან, შანსი ჰქონდა კალათბურთის ნაკრებს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონთან ევრობასკეტის მერვედფინალში და გამოიყენა კიდეც. მთავარია, შანსი ჟინად გარდაიქმნას: საკუთარი თვალით ვნახეთ კალათბურთელების მოუთოკავი ჟინი, რომელმაც ჯერ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, შემდეგ კი საფრანგეთი 10-ქულიანი სხვაობით (70:80) დაამარცხა და ახლა, ნაკრები უკვე ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრობს.
უდავოა, რომ მუნდიალზე გასვლის შანსი ნამდვილად გვაქვს. მომდევნო მატჩში, ოქტომბერში ორი გასვლითი შეხვედრა გველოდება: ჯერ ესპანეთთან, შემდეგ კი თურქეთთან ვითამაშებთ. გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ესპანეთი არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობს (გუშინ თურქეთი ანგარიშით 0:6 დაამარცხა) და შესაძლოა, მასთან ქულის აღება ძალიან გაჭირდეს, თუმცა თურქეთთან გამარჯვება, კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის დაბრუნების შემთხვევაში, აბსოლუტურად რეალისტურია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მე-5 შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოში გვესტუმრება და ამ მომენტისთვის, დიდი შანსია, ესპანელებს გასვლა გარანტირებული ჰქონდეთ, ჩვენ კი უფრო მეტისთვის საბრძოლველი. ასეთ ვითარებაში გრანდის დამარცხება შეგვიძლია, რაზეც ევრო 2024-იც მოწმობს, როდესაც პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დავამარცხეთ.
მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტი თურქეთია, ნაკრები, რომელსაც შესანიშნავი ახალი თაობა (ილდიზი, გიულერი, სხვ.), კარგი მწვრთნელი (ვინჩენცო მონტელა) და გამართული სისტემა აქვს. რამდენად შეძლებს ამ ფორმაში მყოფი ჩვენი მოკავშირე ბულგარეთი მეზობლისთვის ქულების ჩამორთმევას სათუოა, თუმცა, არც თურქეთის 6 ბურთით მარცხი იყო მოსალოდნელი ესპანეთთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯგუფურ ეტაპზე თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსის მქონე ნაკრებს მიენიჭება.
გვაქვს შანსი და რატომაც არა, ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ჩვენ უკვე ვიხილეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თვალებში ანთებული ცეცხლი, ჟინი და თავდაჯერება, რომლებიც დამარცხებას არ ცნობსდა თავისას აუცილებლად გაიტანს.
წინ სადებიუტო მუნდიალი გელოდება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ასევე, ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.
არ გაჩერდე, საქართველო!
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები