სახალხო დამცველი კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება
ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
სახალხო დამცველი 8 სექტემბერს, მელიქიშვილის ქუჩაზე კახა კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებას პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული თავდასხმები ხელს უშლის. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, სამომავლოდ (მელიქიშვილის გამზირზე) აქციის გამართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ ისეთი, ქმედებებისგან, რომლებიც ხელს შეუშლის შტაბის მუშაობას.
"8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, დაპირისპირება მოხდა ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ პირებს შორის. საგულისხმოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მათთვის ტელეფონების წართმევისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. გარდა ამისა, ძალადობის ადრესატები, სავარაუდოდ, გახდნენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებიც.
უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები. მიმდინარე პროცესები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სისტემური გამოწვევაა, რომლის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე პირებმა ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.
შეკრების თავისუფლება თავის თავში მართალია მოიცავს პროტესტის გამართვის ადგილის არჩევის უფლებასაც, თუმცა, უფლების რეალიზებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირთა უფლებებისა და საარჩევნო შტაბის საქმიანობის მომეტებული შეზღუდვა. ამდენად, სახალხო დამცველი შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, მომავალში აქციის იმავე ლოკაციაზე (მელიქიშვილის გამზირი) გამართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ქართული ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობას", — წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ლევან იოსელიანის განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ ხელისუფლება ვალდებულია შექმნას უსაფრთხო გარემო მშვიდობიანი შეკრებების სრულფასოვნად ჩასატარებლად. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ადგილზე სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობის მობილიზება და მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმის არსებობა.
"ამავდროულად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით. ამისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს ადგილზე სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობის მობილიზება, მათი მხრიდან ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთისკენ მიმართული დროული ღონისძიებების გატარება და შეკრების მონაწილეებსა და ადგილზე შეკრებილ სხვა პირებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა.
საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების მიმდინარეობის დროს კანონმდებლობა ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმს ითვალისწინებს, რაც გამომდინარეობს მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული როლიდან, შეკრების შესახებ გაავრცელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ცნობები. შესაბამისად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და საქმიანობის ხელშეშლა", — წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის თქმით, დაფიქსირდა ქალების მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი გამონათქვამები და ის მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურას, რომ პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი.
"ასევე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს. გარდა ამისა ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ დამამცირებელ, დამაკნინებელ და სტერეოტიპულ გამონათქვამებს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ხელისუფლების ისევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ქალების მიმართ ამგვარი გამონათქვამების გამოყენებისგან.
სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, განახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი", — წერია განცხადებაში.
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
კომენტარები