დიდებული სტარტი | ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო. ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
როგორც იცით, ევრობასკეტზე საქართველო მეექვსედ ასპარეზობს. ისტორიამ აჩვენა, რომ ჯგუფურ ეტაპზე გასამართ პირველ მატჩს ძალიან კარგად ვთამაშობთ: 2011-დან დღემდე, 6 მატჩში, მე-4 გამარჯვება მოვიპოვეთ. ესპანეთი უმაღლესი საკალათბურთო ეშელონის წარმომადგენელია და სერჯიო სკარიოლოს გუნდთან ფავორიტად ნამდვილად არ ვიყავით შერაცხულნი, თუმცა როგორც გაირკვა, სულ ტყუილად.
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, ასეთი ხუთეული გამოიყვანა: კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და თორნიკე შენგელია (C). აღსანიშნავი ფაქტია, რომ სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, ამ ხუთეულს, ზაფხულში გამართულ არცერთ ამხანაგურ მატჩში არ უთამაშია ერთად.
დასაწყისიდანვე, საქართველოს ნაკრებმა სადავეები ხელთ იპყრო და წინ 10 ქულითაც გაიჭრა, თუმცა ესპანელებმა მობილიზება მალე მოახერხეს და პირველი მეოთხედი მცირე სხვაობით დავასრულეთ (20:17).
მეორე მეოთხედის დასაწყისში, სულ რაღაც წუთნახევარში, მეტოქეს 3 ჯარიმა გამოვტყუეთ, რამაც მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვცა. ამის მიუხედავად, თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტიც, მეორე მეოთხედის მიწურულს, ესპანეთი 1 ქულით დაწინაურდა, თუმცა ამას 5-ბურთიანი გაქცევით ვუპასუხეთ. გამოსაყოფია თორნიკე შენგელიას შესანიშნავი 3-ქულიანი კუთხიდან, რომელიც მისთვის პირველი ქულა იყო თამაშიდან.
მატჩის საწყისი ნახევარი ანგარიშით 37:35 დასრულდა. ამ დროისთვის, ქულები მხოლოდ სასტარტო ხუთეულის წევრების ანგარიშზე იყო - ანდრონიკაშვილის, ბურჯანაძის, ჯინჭარაძის, ოჩხიკიძისა და შერმადინის გვარების გასწვრივ 0 ქულა ეწერა.
მეორე ტაიმი იმავე შემადგენლობით დავიწყეთ და მეტოქეს 5:0 გაქცევა მოვუწყვეთ. ვიხილეთ ბოლდუინის საოცარი, შორეული 3-ქულიანი, რომელსაც მისივე ასისტით, კაპიტანმა 2 ქულა დაუმატა და გულშემატკივარს იმედი კიდევ უფრო მეტად გაუმყარდა. ესპანელებმა შეცდომებს უმატეს, რითაც ვისარგებლეთ და სხვაობა გავზარდეთ - მესამე მეოთხედი 8 ქულით, ანგარიშით 57:49 მოვიგეთ და ევროპის მოქმედ ჩემპიონს სულ რაღაც 14 ქულა ჩავაგდებინეთ.
მეოთხე, დასკვნით მეოთხედში ემოციებმა პიკს მიაღწია. ძალიან რთული გამოდგა სასტარტო წუთები, როდესაც ესპანელებმა ბლიცკრიგი მოგვიწყვეს და ანგარიში 5 ქულამდე შეამცირეს, რასაც ჯიკიჩმა დროული ტაიმაუტით უპასუხა - მისმა ჩარევამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, მოულოდნელად, გოგა ბითაძემ მე-4 პერსონალური ჯარიმა მიიღო. დავიძაბეთ, ვინერვიულეთ, მაგრამ რა ვიცოდით, რომ გოგასთვის მატჩი ახლა იწყებოდა.
ბითაძემ ჯერ სანაძესთან ერთად გაითამაშა სწრაფი კომბინაცია და კუთხიდან უზომოდ დიდი მნიშვნელობის 3-ქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი ბოლდუინის დაკიდებულ მშვენიერი ალეუპს გამოეხმაურა და 5 ქულა უმოკლეს დროში მიითვალა. შედეგად, 12 ქულით წინ გავედით (72:60) და მატჩის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა. კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა მოედანზე შექმნილი აურა ყველაფრის მთქმელი იყო: ესპანელები ჩქარობდნენ, ტემპს თავს ვერ გვახვევდნენ, უშვებდნენ ძალიან ბევრ შეცდომას და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას ვერავინ ახერხებდა.
საბოლოოდ, საოცარ მატჩში გავიმარჯვეთ. ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით (82:69) დაამარცხა და ყველა სკეპტიკოსის ეჭვი გაფანტა. ფანტასტიკური იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც 19 ქულით, 7 მოხსნითა და 6 ასისტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დასკვნით მეოთხედში გოგა ბითაძის შესანიშნავი პერფორმანსი, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი მნიშვნელობა იქონია.
30 აგვისტოს, 16:00-ზე, იტალიის ნაკრებთან მატჩი გველოდება. იტალია დღემდე არასოდეს დაგვიმარცხებია, თუმცა არც ესპანეთთან ვიყავით ფავორიტი. ხომ გავიმარჯვეთ?
როგორც FIBA-ს ოფიციალური გვერდი წერს, ჯერ მხოლოდ 1 მატჩი გაიმართა, თუმცა საქართველომ უკვე მერვედფინალის კარზე დააკაკუნა.
არ გაჩერდე, საქართველო.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები