ზელენსკი მოსკოვში არ ჩავა — სად შეხვდებიან ერთმანეთს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები და რას სთავაზობენ მათ პარტნიორები
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე, კრემლის ლიდერთან შეხვედრა მოსკოვში გამართულიყო, უარი თქვა, — დღეს, 20 აგვისტოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან.
"ისინი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან, ჩვენ მკვლელობები უნდა შევაჩეროთ," — თქვა მან.
როდის შედგება ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შეთანხმდებიან მხარეები შეხვედრის ადგილზე.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ზელენსკის და ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მომდევნო ორ კვირაში გაიმართება.
"დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინს ეყოფა გამბედაობა, სამიტზე ზელენსკისთან ერთად მივიდეს", — თქვა მერცმა.
ემანუელ მაკრონმა TF1-LCI-ს ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლოა ევროპაში გაიმართოს. ის თვლის, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის შესაფერისი ქვეყანა შვეიცარიაა.
"ასეთი შეხვედრა შეიძლება ევროპაში გაიმართოს. ეს ჰიპოთეზაზე მეტია, ეს კოლექტიური ნებაა", — ამბობს მაკრონი და გვარწმუნებს, რომ ის საფრანგეთში არ ჩატარდება, როგორც ეს 2019 წელს ზელენსკი-პუტინის შეხვედრის დროს მოხდა, არამედ "ნეიტრალურ ქვეყანაში". "შესაძლოა შვეიცარიაში, ჟენევას ვემხრობი" — აცხადებს ის. "ან სხვა ქვეყანაში: ბოლოს ორმხრივი დისკუსიები სტამბოლში (თურქეთი) გაიმართა".
საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა გამოცემა SRF-ს განუცხადა, რომ შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
"შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრება. მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის და მადლიერები ვართ ჩვენდამი გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით მზაობას, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დიდი სახელმწიფოების მზაობაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია ასეთი შეხვედრის ჩატარება და ვიცით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის შეუფერხებლად წარიმართოს. ჩვენი განსაკუთრებული როლისა და ჟენევის, როგორც გაეროს ევროპული შტაბ-ბინის როლის გამო, ამის გაკეთება შეგვიძლია მიუხედავად პუტინის წინააღმდეგ გამოცემული დაპატიმრების ორდერისა," — განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ტამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რომლის შემდეგაც ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა, რომ პუტინს, მასსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება დაიწყო.
"შეხვედრის მიმდინარეობისას ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ვიმსჯელეთ, რომელსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყანა შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს. რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის შესაძლებლობით ყველა ძალიან კმაყოფილია. შეხვედრების დასრულების შემდეგ დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და მასსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება დავიწყე, რომელიც ამ დროისთვის დაუზუსტებელ ადგილას გაიმართება. ამის შემდეგ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც ორივე პრეზიდენტი და მე დავესწრებით. კიდევ ერთხელ, ეს იყო ძალიან კარგი ნაბიჯი იმ ომის დასასრულებლად, რომელიც თითქმის 4 წელია, მიმდინარეობს," — დაწერა ტრამპმა.
ასევე იხილეთ:
- უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე შექმნილ კომისიას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს
- მაკრონი აცხადებს, რომ პუტინი-ზელენსკის შეხვედრა ევროპაში უნდა შედგეს, ის ჟენევას ემხრობა
- დონალდ ტრამპი: ტრამპი: დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის მოწყობა
- ლავროვი: რუსეთის უსაფრთხოებისა და უკრაინაში რუსების სრული უფლებების პატივისცემის გარეშე, არ შეიძლება საუბარი რაიმე გრძელვადიან შეთანხმებებზე
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
კომენტარები