აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება შედგა — EU-ს საქონელზე 15%-იანი ტარიფის დაწესება გადაწყდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გადამწყვეტი მოლაპარაკებები შოტლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გაიმართა. აშშ-ის მხრიდან ევროკავშირის საქონელზე 15%-იანი ტარიფის დაწესება გადაწყდა, რაც ორჯერ ნაკლებია იმ 30%-იან იმპორტის გადასახადთან შედარებით, რომლის დაწესებასაც ტრამპი მოითხოვდა. სანაცვლოდ, ევროკავშირი ამერიკული პროდუქციისთვის,გარკვეულ კატეგორიებზე, ნულოვანი ტარიფით ბაზრებს გახსნის.
მოლაპარაკებები შოტლანდიაში, დახურულ ფორმატში გაიმართა.
შეთანხმებით გარკვეულ საქონელზე გამონაკლისებია გათვალისწინებული, მათ შორის ავიაციის ნაწილებზე, კონკრეტულ ქიმიკატებსა და აგრარული პროდუქტებზე. ამავდროულად, ტრამპის მიერ დაწესებული 50%-იანი გლობალური ტარიფი ფოლადსა და ალუმინზე ძალაში რჩება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მომდევნო სამ წელიწადში ევროკავშირი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოამზადებს, მათ შორის სამხედრო ტექნიკის მიმართულებით, და 750 მილიარდ დოლარს ამერიკულ ენერგეტიკაზე დახარჯავს (თხევადი ბუნებრივი აირი, ნავთობი, ბირთვული საწვავი). ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ევროპას რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ბენჟამენ ჰადადმა აღნიშნა, რომ შეთანხმებას გარკვეული დადებითი მხარეები აქვს, მათ შორის საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრიების (მაგალითად, სპირტიანი სასმელების) გამონაკლისები, მაგრამ შეთანხმება მაინც "დაუაბალანსებელია".
შარშან აშშ-სა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 976 მილიარდი დოლარი იყო, საიდანაც აშშ-მა ევროკავშირიდან 606 მილიარდი დოლარის პროდუქცია შეიძინა, ხოლო ექსპორტზე 370 მილიარდი გაიტანა . ტრამპს მიაჩნია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი ნიშნავს, რომ აშშ "წაგებული მხარეა".
ტარიფების სრული ამოქმედების შემთხვევაში, საფრთხე ესპანურ ფარმაცევტულ კომპანიებს, იტალიურ ტყავის ნაწარმს, გერმანულ ელექტრონიკასა და ფრანგულ ყველს ემუქრებოდა. ევროკავშირი აშშ-ის პროდუქციაზე საპასუხო ტარიფებს დაწესებას გეგმავდა — მათ შორის ავტომობილების ნაწილებზე, Boeing-ის თვითმფრინავებსა და საქონლის ხორცზე.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები