23 ივლისს უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება
ხვალ, 23 ივლისს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ 21 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებული მიმართვიდან გახდა ცნობილი.
"დღეს მე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან განვიხილე პატიმრების გაცვლის და თურქეთში რუსულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრის დაგეგმვა," — განაცხადა ზელენსკიმ.
უმეროვის ცნობით, შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი, მეტი დეტალი კი 22 ივლისს გახდება ცნობილი.
21 ივლისს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარებას მხარს უჭერს, თუმცა მისი თქმით, საბოლოო თარიღი ჯერ არ შეთანხმებულა.
შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 3 წლის განმავლობაში იყო შეჩერებული. პირველი რაუნდი კი სტამბოლში 16 მაისს გაიმართა, მაგრამ ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად სტამბოლში მისი მთავრობის რამდენიმე წევრი ჩავიდა, რასაც ზელენსკიმ "ბუტაფორიული" უწოდა. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი კი სტამბოლში 2 ივნისს შედგა.
- რუსული მედია: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა
- უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, სტამბოლში გაიმართება
რაც შეეხება ხვალ, 23 ივლისს დაგეგმილ შეხვედრას პესკოვმა თქვა, რომ დელეგაციაში, რომელსაც პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, "ცვლილებები" არ იქნება. მისი თქმით, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
26 ივნისს, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე, რომელშიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მიიღოს მონაწილეობა.
ცნობისთვის, უკრაინამ მოლაპარაკებების ორივე რაუნდზე 30-დღიანი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება წამოაყენა, რასაც აშშ-ც უჭერს მხარს, თუმცა რუსეთი ამ წინადადებას ჯერჯერობით უარყოფს.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები