"კოალიციამ ცვლილებისთვის" ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის მიმართა
კოალიციამ ცვლილებისთვის საარჩევნო ნომრის შენარჩუნების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა. ამის შესახებ კოალიცია გავრცელებულ განცხადებაში წერს და აღნიშნავს, რომ მიმართვა საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად ხდება.
მათი განცხადებით, "აღნიშნული ფორმალური პროცედურები არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი, გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან".
"საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა. სხვა შემთხვევაში, კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი, გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე კოალიცია ცვლილებისთვის აღნიშნულ პროცედურულ განაცხადს გააკეთებს, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან), მათ შორის, არსებული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.
კოალიციის პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი და მკაფიო, ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების ერთგულები, რომელსაც დაეფუძნა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობა, რაც გულისხმობს რეჟიმთან ართანამშრომლობასა და მის იზოლაციას ყველა დონეზე.
ჩვენ ვრჩებით თანმიმდევრულები საკუთარ პოზიციებში და ე.წ. პარლამენტში არშესვლის, სიების ჩახსნის, დაფინანსებაზე უარის თქმისა და ე.წ. კომისაზე არგამოცხადების შემდეგ, უარს ვეუბნებით ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს, რომელში მონაწილეობასაც რეჟიმი სტატუსკვოს ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულ განმარტებას ვაკეთებთ სამომავლო სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად.
სწორედ ამიტომ, 19 ივლისს, 19:00-ზე გელოდებით თსუ-სთან", — ნათქვამია განცხადებაში.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები